Keep Moving

1 Aug

ბევრი მუშაობის და წვალების შემდეგ, თამამად შემიძლია უკვე განახლებულ fefe.ge-ზე ვწერო, ცოტას ვნერვიულობ, რადგან ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მმართებს და კიდევ უფრო საინტერესო უნდა გავხადო ჩემი ბლოგის შემადგენლობა…

ასე რომ Keep Moving და იმედი მაქვს თქვენც ჩემი ხშირი სტუმრები იქნებით 🙂

Advertisements

ცხელი ზაფხული და თბილისი

1 Aug

პირველ რიში სანამ პოსტს დავიწყებ, ვიტყვი, რომ ძალიან ცხელა, თბილისი დაცარიელდა, არც საცობები, არც ხმაური, ცოტა არ იყოს მომენატრა ეს ადამიანები.

ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვაგრძელებ აქ ყოფნას, PR სკოლა დავამთავრე, ტორტიც ვჭამე და ღვინოც დავლიე 😀 და დიპლომიც მაქვს! ყველა ამაყობს და მეც რაღა დამრჩენია. ეხლა მინდა რაიმე პრაქტიკასავით გავიარო, მინდა…

ამ ფიქრებისას და სურვილებისას კი ხან facebook-ს მივჯდომივარ და ხან გრილ ადგილებს ვაფარებ თავს, როგორიცაა მაგალითად რესტორანი “picasso” მიმინოშვილის 4 ნომერში, მაღაზია სუპერის გვერდით-პირდაპირ (ვისთვის როგორ)- დღეს ცარიელ დარბაზში მოგვიწია სადილობამ, რაც ჩემთვის სასიამოვნო იყო,წყნარად და მშვიდად მივირთვი უგემრიელესი “გუმბაო”(ხორცი არჩევით ტკბილ სოუსში არაქისით და სხვადასხვა პრიბამბასებით :D), ბრინჯი კვერცხითა და ბოსტნეულით, კარტოფილი ძალიან წვრილად დაჭრილ – ძაფებივითაა და ულუფებიც საკმაოდ დიდია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცოტა სტუმარი რესტორანს ახარებს.

რაც განსაკუთრებულად მომეწონა მოაქვთ დესერტად საზამთრო დაწესებულების ხარჯზე და საღეჭი რეზინი, ხომ ტრადიციაა. მაინც როგორ გვიყვარს ადამიანებს ყველაფერი უფასოდ. 

რესტორნიდან ყავის დასალევად და ნაყინისათვის “Vergnano”-ს მივაშურეთ, გადასარევი ინტერიერია, კარგი მომსახურეობა, სიმშვიდე და მყუდროება, კარგი ადგილია ყველანაირი შეხვედრებისათვის, საქმიანი იქნება ეს თუ მეგობრული. არ მესმის ცოტა სტუმარი რატომ ჰყავთ ხოლმე, ადგილიც კარგია, აბაშიძის #37.

ადრეც ვამბობდი, რომ უბრალოდ დეტალებია დასახვეწი, თორე კოჭებში ვატყობ კარგი უნდა იყოს. მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, დაარსებულია 1882 წელს იტალიაში, პატარა მაღაზიად, ტურინის ძირში მდებარე ქალაქ ჩიერიში,, დომინიკო ვერნიანოს მიერ.  ჰოდა, წარმოიდგინეთ რამხელა დრო გავიდა მას შემდეგ: ნამდვილად იტალიიდან ჩამოტანილი ყავა აქვთ, ეგ ვიცი დანამდვილებით, ნაცნობობით (“ჩერეზ-ჩერეზ”) :D:D არა, ნაცნობობით არ ვაქებ, მართლა მომწონს 🙂

ვერნიანოს შემდეგ კი სახლში, სასწრაფოდ გამოვიცვალე და ჰოლიდი ინში(holiday Inn) გავეშურე, სადაც მის თინეიჯერ 2011ს ირჩევდნენ… ამას კი შემდეგ პოსტში მოვყვები, ვიდეომასალაც უნდა განახოთ თან…

Camping-მოგზაურობა სახლით

30 Jul

ზაფხულია და ყველა ცდილობს რამენაირად დაისვენოს, თუნდაც მთელი წელი უსაქმურად გაეტარებინა.  ამ ყველასაც სხვადასხვაგვარად გამოსდის: მთა, ზღვა, ბარი, ქალაქთან ახლოს-შორს, ქალაქშივე-მაგალითად აუზი და ა.შ

მაგრამ, თუ კარავით გადაწყვიტეთ ცხოვრების გახალისება, ეს პოსტი თქვენთვის დამიწერია 🙂

როდესაც პირველად კარვით ვიყავი, მივხვდი, რომ დიდი ორგანიზება სჭირდება ამ საქმეს…შემდეგ კი ვისწავლე…ამიტომ თუ პირველად მიდიხართ, ყველაფერს თავიდან გადაავლეთ თვალი, რადგან შეიძლება ისეთი რამე დაგჭირდეთ, რაც შინ დიდი ხანია არც გაგხსენებიათ…

გაიხსენეთ რას აკეთებთ მთელი დღის განმავლობაში: დგებით, აბაზანაში შედიხართ, საუზმობთ და ა.შ. რა ნივთებს იყენებთ და საქმე ბევრად გაგიადვილდებათ…

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ სად მიდიხართ კარვით-სადაც ცივილიზაცია არაა, ანუ მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები, თუ პირიქით. ამაზე დაყრდნობით, თუ ადგილი ისეთია სადაც შეძლებთ რაიმეს ყიდვას, ისიც გასათვალისწინებელია ფული რამდენი გაქვთ,რადგან ეს ფაქტორიც მეტყველებს თქვენი ბარგის წონაზე, იმ შემთხვევაში თუ ფული საკმარისად გაქვთ, შეგიძლიათ დანისნულების ადგილას შეიძინოთ საკვები და წვრილმანები(ესეც ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობს)                                                                                                                      ყაზბეგი Continue reading

High Wasted Shorts

29 Jul

სიახლე არ იქნება ის ფაქტი, რომ მაღალწლიანი ქვედაბოლო იქნება ის თუ შარვალი, კვლავ დაიბრუნა თავისი ტენდენციურობა. მე კი ამ მაღალწელიანი შორტების დემონსტრირება მინდა, რადგან ძალიან კარგად ერგება როგორც მაღალქუსლიან, ისე დაბალძირიან ფეხსაცმელს, მაისური  ძირითადად ტანზე მომდგარი უხდება, ან წელთან შევიწროებული…

,

სუპერმარკეტი-სადაც კარგი ამინდია :)

28 Jul

ჩვენს რეალობაში ხშირია თემა-კარგი მომსახურეობა და როგორც კი ასეთს სადმე წავაწყდებით, დაუყოვნებლივ ყველას ვაცნობებთ ხოლმე, მეც ასეთი შემთხვევა გადამხდა  ვაჟა ფშაველას 58 ნომერში, როდესაც სუპერმარკეტ “Salve”-ში შესულს მომღიმარი სახეები და დახმარებისათვის დაუზარელი პერსონალი დამხვდა,  პროდუქტის (რომელიც მე მჭირდებოდა) არქონისას კი მიმზიდველი ალტერნატივა შემომთავაზეს, რომელმაც ბოლომდე დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები და საბოლოოდ- fall in love… 🙂 ძალიან მომეწონა და პოსტიც არ დავიზარე მათთვის, სამწუხაროდ სიცხისაგან “გონებამიხდილმა” ფოტოების გადაღება ვერ მოვიფიქრე…ექსტერიერიც საკმაოდ საინტერესო აქვთ-ყველანაირ სუპერმარკეტებისაგან გამორჩეული და განსხვავებული.

Festival Clothing

22 Jul

Art გენის ფესტივალმა თემის საბაბი მომცა, თემა კი ასეთია: რა ჩავიცვათ და რა ნივთები დაგვჭირდება ფესტივალზე?

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში იმრავლა სხვადასხვა სახის ფესტივალებმა აუცილებლად უნდა გვქონდეს ერთი Kit-ი საჭირო ნივთებისა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება.

პიველ რიგში, ჩაცმულობას უნდა მივაქციოთ ყურადღება,რადგან სამოსი , რაშიც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ხელს უწყობს ჩვენს განწყობას და იქაური სიტუაციის უფო კარგად “შერგებას” მართალია ბევრ გოგოს უყვარს “წკაპუნებზე” გამოპრანჭვა, როდესაც სახალხოდ გადის გარეთ, მაგრამ ფესტივალზე სასურველი არაა, ერთი, იმიტომ რომ არაკომფორტულად იგრძნობთ თავს, რადგან უმეტესობა ფესტივალების ისეთ გარემოშია, სადაც მინდორი, მიწა ან ათასი ქუსლებისათვის მოუხერხებელი ადგილია, თუ მაღალი ფეხსაცმელი აუცილებლობას წარმოადგენს, რაიმე კომფორტული პლატფორმიანი(ტანკეტკა) ფეხსაცმელი ჩაიცვით, ზაფხულში კი ე.წ. სანდლები გადასარევი ვარიანტია, ასევე კეტები და სხვადასხვა სპორტული ფეხსაცმელი. წვიმიანი ამინდისას კი ბოტებიც თქვეს განკარგულებაშია. Continue reading

Fest-Set

22 Jul
Fest-Set