Archive | March, 2011

Elie Saab

31 Mar

Elie Saab ლიბანელი დიზაინერი.დაიბადა 1964 წლის 4 ივლისს, საზოგადოებაში ასევე ცნობული როგორც ‘ES’.

1982 წელს Saab-მა მუშაობა დაიწყო ბეირუთის თემაზე დაყრდნობით, როდესაც 18 წლის იყო. მისი ძირითადი სახელოსნო ლიბანშია, ქვეყანაში, რომელთანაც მიჯაჭვულია.მისი სახელოსნოები ასევე მილანსა და პარიზშიცაა განთავსებული

იგი ბეირუთში დაიბადა.თვითნასწავლია. კერვა ბავშვობაში დაიწყო და სჯეროდა, რომ ერთ დღესაც მისით თავს შეინახავდა.1981 წელს პარიზში გადავიდა სასწავლებლად, მალევე უკან დაბრუნდა და სახელოსნო გახსნა 1982წელს.1997 წელს  Saab-ი გახდა პირველი არაიტალიელი Italian Camera Camera Nazionale della Moda-ს წევრი და ამავე წელს ჰქონდა პირველი ჩვენება ლიბანის ფარგლებს გარეთ, რომში. 1998 წელს დაიწყო Ready-to-wear ანუ prêt-à-porter -ს ხაზი,იმავე წელს ჰქონდა ჩვენება მონაკოში, რასაც დაესწრო მონაკოს პრინცესა სტეფანი

მან მოიპოვა დიდი  წარმატება(overnight success), მას შემდეგ რაც გახდა პირველი ლიბანელი დიზაინერი ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე, როდესაც ჰალი ბერის მისი კაბა ეცვა, 2002 წელს, ამ წელს მსახიობმა ოსკარი მიიღო “საუკეთესო ქალი მსახიობის” ნომინაციაში.მომავალ წელს ჰალის კვლავ ეცვა ‘ES’ კაბა.

2002 წელი, ოსკარით დაჯილდოვების ცერემონიალი, წითელი ხალიჩა, ჰალი ბერი

2003 წელი,იგივე ცერემონიალი, იგივემსახიობი, იგივე დიზაინერის “სხვა” კაბა

2003 წლის მაისში მას შესთავაზეს გამხდარიყო Chambre Syndicale de la Haute Couture წევრი, მისი პირველი haute couture კოლექცია 2003 წლის ივლისში შედგა. ხოლო პირველი პარიზული ready-to-wear კოლექცია იყო S/S 2006, მას მერე პარიზი მისი კოლექციის მუდმივი პოდიუმი გახდა

Cჩემგან კი მინდა დავამატო, რომ Elie Saab-ის კაბები ყოველთვის გამოირჩევა ქალური სილუეტით, საოცარი მატერიით..ძალიან ლამაზებია, მასში გამოწყობილი ქაი იმ საღამოს სამყაროს დედოფლად იგრძნობს თავს 🙂

საქართველო-პატენტი ბრენდების ქვეყანა

30 Mar

ვის არ უყვარს  თავის მოწონება  რომელიმე ცნობილი ბრენდით, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის როდი გვაქვს თანხა, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ შემოთავაზებული მოდური ნივთები შევიძინოთ. მაშინ ზოგს კომპრომისზე წასვლა უწევს და ამ ბრენდის პატენტს ყიდულობს, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოში მეტად პოპულარული Louis Vuitton-ის ჩანთები, ან Chanel-ის ლოგოთი დამშვენებული ფეხსაცმელი, საყურე თუ სხვა აქსესუარი.ეს კიდევ არაა სრული ჩამონათვალი იმ სიისა რასაც საქართველოში, ბაზრობის დახლებზე ნახავთ, ასე საცოდავად რომ აწყვია :S მოკლედ რას გავაწყობთ, საქართველო ხომ სიყალბის ქვეყანაა 😦

მე პირადად არაერთხელ შემიცოდავს, საბედნიეროდ, არამასშტაბურად,რადგან არ მიყიდია შარვალი D&G-ს გამოსახულებით, არ შემიძენია Burberry-ს პრინტიანი შარფი როდესაც მას ქვეყანა მიჰქონდა.ჩემი აზრით ეს თავის მოტყუებაა, რადგან, ერთი სასაცილოა, მეორეც ამ ბრენდების უპატივცემლობაა, ყალბი ვერასოდეს შეცვლის ნამდვილს… ბოლოს რაც მე ჩავიდინე, რამაც გადამაწყვეტინა მეორედ არ შემეძინა პატენტი, ესაა Hermes-ის birkin.. მეორე დღესვე მივხვდი, რომ “მივქარე”, რადგან მთელ ქალაქს ეს ჩანთა ეჭირა, ნუ რას ვიზამთ, ეს უკვე აქაური “copy-paste”-ს ბრალია 😀

მაშინ რა გამოსავალი მოვძებნოთ,რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ?? თუ საკმარისი თანხა არ მაქვს იმისათვის, რომ კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელი შევიძინო, მირჩევნია ჩვეულებრივი ბრენდის ლამაზი ფეხსაცმელი ვიყიდო, ან სპეციალურ მაღაზიაში საკმაოდ ნორმალურ ფასად ჩანთა შევიძინო. ამით ჩემს შოპოჰოლიზმურ სურვილს ვიკმაყოფილებ, მართალია ის ოცნება ოცნებად მრჩება, სამაგიეროდ თავს არ ვიტყუებ შანელის ლოგოთი დამშვენებული 20 ლარიანი ფეხსაცმლით 😀

რაც შეეხება მათ, ვინც გადაწყვიტა ორიგინალი იყიდოს,აქ არის საფრთხე რომ მოტყუებულნი დარჩეთ, გადაიხადოთ საოცარი ფასი და შედეგად ყალბი შეგრჩეთ ხელში. მეეჭვება, რომ საქართველოში სადმე მოიპოვება ნამდვილი ბრენდი,ამისთვის ან სამოგზაუროდ წასვლა მოგიწევთ სადაც უშუალოდ სასურველი ბრენდის მაღაზიაში იყიდით ნივთს, სადაც დარწმუნებულნი იყავით რომ არ მოტყუვდებით, რადგან ერთი ტყუილიც და მაღაზიას სამუდამოდ დაეკარგება ავტორიტეტი, ან ინტერნეტშოპინგს უნდა მიმართოთ.

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი არანამდვილისაგან? ინტერნეტ კვლევებით დავადგინე რომ ერთ-ერთი მათგანი გამოწეული, დაუსრულებელი ნაკერებია, ასევე მეპატენტეები ძალას და თანხას ზოგავენ იარლიყის წარმოებაში. SATC ერთ ერთ სერიაში ვუყურე როგორ ყიდულობს სამანტა Fendi-ს პატენტს,ვიზუალურად ნამდვილის იდენტურია, განსხვავება სარჩულში იყო რასაც made in china, ხოლო ნამდვილს Paris ეწერა.

ინტერნეტშოპინგისას ყურადღებით უნდა იყოთ, ნამდვილად იმ ბრენდის ნივთს ყიდულობთ, რაც აწერია?! რადგან ბევრია მსოფლიოში თვითმარქვია “მეპატენტეები”,რომელნიც ინტერნეტაუქციონზე ათავსებენ ამ პროდუქციას, შემდეგ მიდი და სდიე, ამიტომ აქაც გვირჩევენ, შევიძინოთ კონკრეტული მწარმოებელი ფირმის საიტიდან 😀

თქვენი ყურადღება გაამახვილეთ ფასზეც, ზოგიერთი ნივთი 4000-5000 დოლარი ღირს, თქვენ კი წააწყდით სამჯერ და ოთხჯერ იაფად, მისი ყიდვით რისკავთ ფული ქარს გაატანოთ, თუ ბევრის გადახდა არ გნებავთ, ყოველი ფირმა სეზონის ბოლოს აწყობს ფასდაკლებების აქციას, სადაც მან შეიძლება 80%-საც კი მიაღწიოს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით: სპეციალური  დაჯილდოვებაც არსებობს გერმანიაში, პრემიით Plagiarius, სადაც გნომის ფიგურას მოოქროვილი ცხვირით, მას გადასცემენ, ვინც განსაკუთრებულად გამოირჩევა სხვისი ნივთების კოპირებით.

Plagiarus-ის ფიგურა

ქვევით წარმოდგენილ ბრენდებს თუ ამოიცნობთ საიდანმე 🙂

Louis Vuitton

Chanel

” ჩემი”  Hermes 😀

Chanel-ის ბოტები

…და ბოლოს Burberry

პოსტი, რომელიც მეზიზღება

30 Mar

სულ ახლახანს სტივენ სპილბერგის ”შინდლერის სიას” ვუყურე, მან შთამაგონა დამეწერა ახალი პოსტი…საქმე ფილმში არაა, არც მის შინაარსში, არა ამაზე არ ვაპირებ წერას…

ჩემი პოსტი ძალაუფლებასა და მის, როგორ ვთქვა?!…რუსულად მას ”побочные эфекты” ჰქვია… ერთის მხრივ როდესაც ძალაუფლება გვაქვს, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია… ამავდროულლად სიკეთისაც, მაგრამ როგორც კი ოდნავ შევიგრძნობთ მის სიტკბოს, სულ რაღაც მიზერულად, მაშინვე გვეუფლება საწინააღმდეგო ზემოთნათქვამისა: სიამაყე,დიდგულობა,არც კი მახსენდება სიტყვები როგორ შეიძლება ეს სიტყვა აღვწერო. ცოტაა, ვინც ამ ცდუნებას უძლებს, ვინც მის ძალაუფლებას სხვების სასიკეთოდ გამოიყენებს, თუნდაც სულ უცხო ადამიანისათვის…

რატომ ხდება ასე, ნუთუ ვერასოდეს მივხვდებით, რომ იმ დროის მანძილზე რაც ვარსებობთ სიკეთეზე რომ ვიფიქროთ, ბევრად ნაკლები პრობლემა გვექნება ვიდრე ეხლა,ამ სიბოროტით გაჟღენთილ სამყაროში…ნუთუ მარტო მე ვამჩნევ იმას, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი, ყველაფერს იზამს, თუნდაც ამისათვის სხვა გაწიროს, ნუთუ  მარტო მე განვიცდი ადამიანობის არაადამიანურ პრობლემებს? თუ არა როგორ უმკლავდებით ამას???

საშინელი გრძნობა მიპყრობს როდესაც ამ თემაზე ვფიქრობ და ასეთი ადამიანები თვალწინ მიელვებენ.მაგრამ, ამავდროულად ვგრძნობ, რომ ვერაფერს გავაწყობ..ასეთი ადამიანები მუდამ ასეთად დარჩებიან და საუბედუროდ, ისინი ვინც ოდნავ ადამიანობას ინარჩუნებენ, იჩაგრებიუან ამ გაუსაძლის და ბნელ სამყაროში…

ღირს თუ არა ამასთან შებრძოლება?! მაშინ მათნაირი უნდა გახდე რომ მათი იდენტიფიცირება მოახდინო…

იდენტიფიცირება?! თქვენ ვერც წარმოიდგენთ როგორი რთულია ამის გაკეთება, რადგან ძალაუფლების მოყვარული ხალხი საოცრად პირფერია, პირფერობა კი მეორე ამაზრზენი საკითხია…

სახლში ვზივარ და ვფიქრობ, რა გჭირდება წარმატებისათვის-შრომისმოყვარეობა, საკუთარი საქმის სიყვარლი, ცოდნა და რამდენადაც დღევანდელ რეალობას ვუკვირდები-პირფერობა. აი მთავარი ინგრედიენტი წარმატებულობისა!!! :S 😀

რამდენად უნდა იყო პირფერი და რამდენად უმართლებთ ასეთ ადამიანებს? ეს ნიჭია ზეციურის მიერ დაჯილდოვებული თუ ნაკლი რომელიც დიდი მეჭეჭივით გაზის სახეზე?!  რამდენად შეიძლება მისი მოშორება თუ მისი შეძენა?

როგრი სამწუხაროც არ უნდა იყოს ასეთი ადამიანები უფრო წარმატებლები არიან, ადაპტირდებიან ყვლგან და ყველასთან და საუკეთესოდ მოაქვთ თავი..სხვები კი ამ.. არც კი ვიცი რა ვუწოდო..უბრალოდ თვისებას მოკლებულნი სხედან და განიხილავენ სწორია თუ არა ასე მოქცევა..

საერთოდ ეგ თვისება დიდ ოსტატობას მოითხოვს: არჩევ სწორ ადამიანს, ურჩევ სწორ “პირფერობას” ანუ სთავაზობ იმას რაც მას არ გააჩნია ან სჭირდება-”მეგობრულად”… მისგან სანაცვლოდ კი იღებ იმას რაც მას გააჩნია და რაც მისგან მოითხოვ…

საოცარია ისეთ სიტუაციაზე თვალის დევნება როდესაც ორი ან მეტი ერთმანეთზე პირფერი ადამიანი ერთად იკრიბება. ერთმანეთთან თუ ასეთი ურთიერთობა აქვთ უწყინარები არიან, მაგრამ უფრთხილდით თუ თქვენს წინააღმდეგ გაილაშქრეს:D

რა საცოდავები არიან,რადგან ყალბები არიან, და რაც არ უნდა ოსტატები იყვნენ ამ საქმის, შორიდან მაინც სჩანს მათი სიყალბე, მაგრამ ამავდროულად, რომ დაუფიქრდე, ძალაუფლება აქვთ, რადგან შენამდე განსაზღვრეს “შეპირფერებოდნენ” საჭირო ხალხს,და შენ, ალალი და გულახდილი ადამიანი ამ გაუგებრობაში ხვდები…

დავფიქრდი და საკმაოდ “ხეირიანი” სვლაა…მაგრამ არა ჩემთვის..მირჩევნია ასეთ ამაზრზენ ხალხს შორიდან ვუყურო, მირჩევნია სამსახური დავკარგო,  პრობლემები შემექმნას, ან კიდევ სხვა რაიმე, მხოლოდ მასეთი არ ვიყო…ჩემი არაპირფერული აზრით წარმატება მარტო სხვისთვის სიამოვნების მინიჭება არაა..არ ვფიქრობ, რომ წარმატებისათვის უნდა იყო ადამიანი რომელიც ყველას “სიამოვნებას ჰგვრის” ვინც გამოადგება.

მაგრამ არ ვიცი უკვე რისი მჯეროდეს, არავის, აღარავის აღარ შჯერა, რადგან ზედმეტად “მოპირფერილ” ქვეყანაში ვცხოვრობთ…თუ ხალხია ბნელი…

ყელშია უკვე მასეთი ადამიანები, ყველგანაა მოდებული, სენივით… ვაქცინა თუ იცის ვინმემ????

Christian Louboutin

27 Mar

Christian Louboutin,(კრისტიან ლუბუტენი)დაიბადა 7იანვარს, 1964.ფეხსაცმლის დიზაინერი, ვინც დაიწყო შემოქმედება მაღალქუსლიანი ქალის ფეხსაცმელით,(საფრანგეთი 1991). 1992 წლიდან მისი სავიზიტო ბარათი გახდა მბრწყინავი, წითელი ლაკირებული ფეხსაცმლის ძირი. 2007 წლის 27 მარტს, ლუბუტენმა შეავსო სააპლიკაციო ფორმა ამერიკაში, რომ სამუდამოდ დაეპატენტებინა მისი წითელი ძირი.

ბიოგრაფია

ბავშვობაში, 12წლის ლუბუტენი სკოლიდან იპარებოდა, რათა პარიზის ღამის კლუბებში შოუგოგონებსათვის ეყურებინა, ის მათი კოსტუმებით აღტაცებული იყო. სწორედ ეს იყო მისი შთაგონება გამხდარიყო ფეხსაცმლის დიზაინერი.მისი გადაწყვეტილება, მიეტოვებინა სკოლა დამთავრებამდე გაამყარა სოფი ლორენის ინტერვიუმ, სატელევიზიო შოუში, სადაც  მან საკუთარი და წარუდგინა პუბლიკას, რომელმაც სკოლა 12წლის ასაკში მიატოვა, ხოლო 50წლისა მიუბრუნდა მას დასამთავრებლად.”ყველა ტაშს უკრავდა! და ვიფიქრე, თუ ვერაფერი გამომივიდა, როგორც ნიმუმ ისე ვიქნები როგორც სოფი ლორენის და!”

ფეხსაცმელი

ლუბუტენმა გააცოცხლა “stilettos” მოდისათვის 1990-2000წლებში, 120 მილიმეტრიანი და უფრ მაღალი ქუსლით(4,72inches)

ლუბიტენის მთავარი ხიბლი ისაა, რომ”იგი აიძულებს ქალს იყოს მეტად სექსუალური, მეტად მომხიბვლელი, მისი ფეხები გამოიყურება ისეთი გრძელი როგორიც შესაძლებელია.”ლუბუტენი საკუთარი კოლექციისათვის იყენებს აქსესუარებით მორთულ შესაკრავს, თასმებს, ბეწვს, ტყავის შემცვლელს და სხვა დეკორატიულ ნივთებს.

ამერიკის სააპლიკაციო ფურცელში, ლუბუტენი ხსნის მის წითელზირიანი ფეხსაცმლის წარმომავლობას:

“1992 წელს მე გავაერთიანე წითელი ძირი ჩემს ფეხსაცმლის დიზაინთან.ეს მოხდა შემთხვევით, როდესაც ვიგრძენი ფეხსაცმლის ენერგია, ასე რომ მე წავუსვი წითელი ლაქი ფეხსაცმლის ძირს.ეს ისეთი წარმატება იყო, რომ განვაგრძე ამის პერმანენტულად კეთება.”

ლუბუტენის შთაგონება გაეცოცხლებინა “stilettos” ფეხსაცმელი,მოხდა მის ადრეულ 20წლის ასაკში, როდესაც მუზეუმში შესულმა, შეამჩნია ამკრძალავი ნიშანი წვეტიან ქუსლიანი ფეხსაცმლისა, რათა არ დაეზიანებინათ მუზეუმის ხის იატაკი. ეს სურათი მის მეხსიერებაში დარჩა და მოგვიანებით იგი თავის დიზაინში გამოიყენა.”მინდოდა შემექმნა რაიმე რაც წესებს ეწინააღმდეგებოდა და ქალს აგრძნობინებდა მეტ სექსუალურობას და ძალაუფლებას.”

ლუბუტენი სამი წლის განმავლობაში The Luxury Institute-ს LBSI (Luxury Brand Status Index) მფლობელი გახლდათ. 2007, 2008 და 2009 წლებში აღიარებულ იქნა როგორც ქალის ფეხსაცმლის ყველაზე პრესტიჟული ბრენდი.

ჩემგან კი მინდა დავამატო, რომ არ მინახავს მეტად უფრო ქალური, მიმზიდველი და მუდამ მოდური ფეხსაცმელი როგორსაც ლუბუტენი ქმნის…ყოველი მათგანი ხელოვნების ნიმუშია და მისი მატარებელი ქალი კი ამ ხელოვნების ნაწილი…ზოგჯერ საათობით ვათვალიერებ მის ფეხსაცმელებს იმ იმედით, რომ ახლო მომავალში იგი ჩემს ფეხსაც მოერგება…

ლუბუტენის ფეხსაცმელი gingham პრინტით, საოცად ლამაზი, თითქოს თავად განწყობაა 😉

კლასიკური ფეხსაცმელი, ასეთი შავი და წითელი ყოველი ქალის ფეხსაცმელთა შორის უნდა არსებობდეს.

და ბოლოს ჩემი ყველაზე საყვარელი ქმნილება, რომელიც პირველი ნახვისთანავე შემიყვარდა, როდესაც ცნობილ სერიალის SATC-ს,სრულმეტრაჟიან ფილმის მეორე ნაწილს ვუყურე სადაც მის გმირს კერის აცვია…მას მერე თავიდან არ ამომდის მისი გამოსახულება 🙂

ხაჭაპური-ყველის გარეშე

27 Mar

ორი დღეა განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ თითქოს დიდი ხნის ტყვეობის შემდეგ თავისუფლად ამოვისუნთქე.

გუშინ მეგობრები ვნახე ძველი ხუმრობები, ნაცნობი სახეები უნივერსიტეტიდან, “fast food”, ხაჭაპური ყველის გარეშე, როგორ მომნატრებია. აი რა მაკლდა უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, მინდა ჩემი თავისუფალი დღეები მაქსიმალურად გამოვიყენო და რაც შეიძლება ნაკლებად ვიფიქრო დამთრგუნველ რამეებზე რაც ასე ძალიან მიხშობს გონებას. თითქოს მივხვდი, რომ არსებული ადამიანები რომლებიც მიშლიდნენ ნერვებს და მათი არსებობდა მაღიზიანებდა, უკვე აღარ მოქმედებენ.მივხვდი, რომ ასეთებს ვერ შევცვლი და სჯობს მე შევიცვალო…იქნებ უფრო შემწყნარებელი უნდა ვიყო მათ მიმართ და უბრალოდ ყურადღება არ მივაქციო გარშემო არსებულ “სიბნელეს”, რადგან დავინახე, რომ ამ სიბნელეში ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ციცინათელასავით ანათებენ, რომელნიც ზაფხულის თბილ ღამეებს ამშვენებენ და ანათებენ…

მოკლედ მომიხდა ჩემი გადაწყვეტილება და პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს მჭირდებოდა და არც შევმცდარვარ…იმედია, იმდენ ძალას მოვიკრებ, რომ ეს შემართება ბოლოიმდე გამყვეს. თან ის რაც მე მაწუხებს მუდმივი ხომ არაა… ხალხი კოსმოსში გაფრინდა და კარამელში კრემი ჩადო, მე ჩემი ზედმეტი ემოციებისაგან, სხვა ბოროტ  ხალხზე ფიქრით ვერ გავთავისუფლებულვარ?!

თავისუფლების მეორე დღე კი ნაკლებათ პროდუქტიული იყო…რამოდენიმე გეგმა, ინას, ჩემი მეგობრის, არც მეორე მეგობრის-ნათიას ნახვა ვერ მოხერხდა, იმის მიუხედავად, რომ გამოპრანჭული გარეთ გამოვედი და ვერ შევასრულე ჩემი გეგმები, ხასიათი არ გამფუჭებია(საოცრება!!! :D)გაზაფხულის თბილ ამინდში დავბლაყუნებდი და ჩემმა საყვარელმა ფეხსაცმელებმა McDonald’s-ში მომიყვანეს…მოგვიანებით,ადამიანი შემომიერთდა, რომელმაც მარტოობა დამირღვია (საბედნიეროდ :*)

ხვალ კი ახალი დღე იქნება…ახალი იმედები…ახალი შთაბეჭდილებები…

აბდა-უბდა ნაფიქრი

25 Mar

ისევ აცივდა, ასეთი ამინდი მარტისაგან მოსალოდნელია, რა ენაღვლება საკუთარი თავის პატრონია. ქარი ქრის…ამ უამინდობას უხასიათობა ემატება და ღუმელთან მოკალათებულს ფიქრები შემომაწვა.

ვფიქრობ ათას რაიმეზე, ისე სწრაფად რომ წერისას აზრიც კი მებნევა, მაგრამ ერთი კითხვა დავიჭირე საკუთარ თავთან.

საკუთარი თავი ვახსენე და მაინტერესებს რამდენად მივეკუთვნებით ნამდვილად საკუთარ თავს, ცხოვრებაში იმდენი სოციალური სტატუსი გვაქვს: ვიღაცის შვილი, ვიღაცის და, ვიღაცის შეყვარებული, მეგობარი, მეზობელი…თანამშრომელი, მტერი, მოყვარე, რომ დავიბენი ამდენის ჩამოთვლით და მივხვდი, რომ რამდენიც არ უნდა ვიბორგოთ თავისუფალნი ვერასოდეს ვიქნებით, რადგან თუ ამ ყველაფრისგან გავთავისუფლდით ერთი სტატუსი შემოგვრეჩება- მარტოსული. მაშინ ამოისუნთქებ თავისუფლად, მაგრამ რამდენად სასურველია ასეთი ამოსუნთქვა? ასეთი სტატუსი? როგორ უნდა შევეგუოთ არასასურველებს და გავუფრთხილდეთ ჩვენთვის ძვირფასს.

როგორც კი ამ კითხვამ გამიელვა თავში, კიდევ უფრო შევშინდი, ანუ სიტყვა “ჩემი” მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა,  რომელიც საკუთარ თავში რწმენას გმატებს…არადა, როგორ მიყვარს ეს სიტყვა და გაუფასურდა, ჩემი ფასვორდი, ჩემი კბილის ჯაგრისი, ჩემი ქურთუკი, ჩემი ფული, ჩემი გრძნობები, ჩემი ჩვევები, არაფერია ჩემი, ყველაფერი ვიღაცისგან შეძენილი ან ვინმეს ეკუთვნის ეხლაც…მაშინ რატომ განვიცდი? რატომ ვწერ? რატომ ვმოძრაობ?-სხვისთვის?! ნუთუ ამხელა სამყაროში არაფერი მოიძებნება ჩემი?! არაფერი დედამიწის ზურგზე?! არაფერს შევქმნი ჩემით, რომ ჩემი სახელი ერქვას?!

როგორ ვხედავ, რომ სისიუსტეს ვამჟღავნებ ამ ფიქრით, მაგრამ არც სიძლიერის ნიღაბი შემიძლია ვატარო…იქნებ ჩემშია რაიმე პრობლემა, მაგრამ მისი გადაწყვეტა ვერ მიპოვია, არადა მე უნდა ვიპოვო! მე! სხვანაირად ყველაფერი კარგად ვერ იქნება!! ეს კარგი, შემართებით ნათქვმია: ყველაფერი კარგად იქნება! მაგრამ არ იქნება თუ გულზეხელდაკრეფილი ვიჯექი და საკუთარი თავი შევიცოდე, მაგრამ სხვაც რომ არაფერი მეხერხებ?!

აი ესაა, აბდა- უბდა აზრები და არა მარტო ეს, რაც ეხლა თავში მიტრიალებს…მინდა დრო გავიდეს, რომ ამ პოსტზე ვიცინო…მაგრამ ვიცინებ კი? ასე თუ გავრეკე, უფრო სატირალი არ გამიხდეს საქმე…

არ მინდა გამამხნევებელი პასუხები ან შემართებითი წერილები, დავწერე და ცოტათი დავისვენე…ადამიანს ვერავინ უშველის საკუთარ თავზე მეტად!!! მეც, საკუთარი თავის გადასარჩენად ვიბრძვი…თუ რა თქმა უნდა საკუთარი გამაჩნია რაიმე 🙂

 

Svanisgan moyolili-svanuri ambavi, svanurad!

25 Mar

Svans acherebs patruli.
Sv:Ar damajarimo,gexvewebi, chukuleli var,Vanos dzma…
Patr:Vano vinaa?
Sv:Chemi dzma,
Patr:sheni dzma vinaa?
Sv:Vano..
Patr:Sad cxovrob?
Sv:chukulshi, aftiaqis magla,
Patr: aftiaqi sadaa??
Sv:Chvens dabla.
Patr:Tqven sad cxovrobt?
Sv:Aftiaqis magla.
Es namdvili ambavi tavad svanma moyva… Tviton kargad ybeboda…eh, anegdotis ara marto moyola, werac ar mexerxeba… 😀