Hello world!

13 Mar

სახლში სწრაფად შემოვედი, რომ სწრაფად გამომეცვალა, სწრაფად მოვკალათებულიყავი ლეპტოპთან და სწრაფადვე დამეწყო წერა, რომ აზრები არ გამფანტვოდა..თან ვფიქრობდი როგორ დავიწყებდი, მაინც ჩემი ბლოგის პირველი პოსტია და ხომ უნდა გამოიყურებოდეს შთამბეჭდავად…  ცოტასაც ვნერვიულობ, აქ ჩემი მეორე “მე” იქნება და… მევალება ვიყო საინტერესო, მხიარული, “ახალი” და სხვანაირი… აი… რაღაცნაირი… (იმ რაღაცნაირში თავად უნდა წარმოიდგინოთ, ის რაც თქვენ მიგაჩნიათ :D) …ჯერ ახალბედა ვარ და ბევრი არაფერი გამეგება, იმედი მაქვს თავს გავართმევ… ჰოდა, იმ ფიქრებში თუ რა გამოვა, როგორი გამოვა, ვისთვის გამოვა, რატომ გამოვა..გამოვა??  ჩემი პირველი პოსტიც იბერება და დიდდება 😀

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე ვარ… ირინკა, ირა, ირაჩკა… ბევრისთვის საყვარელი, ბევრისთვისაც არა, ზოგისთვის მეგობარი, და, შვილი, დეიდა, საყვარელი ადამიანი… უბრალოდ ნაცნობი ან მომავალი ნაცნობი 😀 ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს მეგობრები და ახლობლები (ძალიან), შოპინგი (საყიდლები..ეს ისე ჩემთვის), შოკოლადი (ტკბილეული), სიცილი (ზოგჯერ ხრუტუნამდე :D) და ბევრი სხვა რამ… საყვარელი ფერი – არ მაქვს, ვფიქრობ, რომ ყველა ფერს აქვს თავისი ფერი, თავისი დანიშნულების ნივთი და შესაბამისად არასაყვარელი ფერიც არა . საყვარელი ცხოველი – ცხენი, თუმცა ზოგადად ცხოველების მიმართაც არ ვარ გულგრილი, თუ პირიქით არ ითქმის კიდეც. საყვარელი სიტყვაა “მინდა” …ეს ბლოგიც ერთ-ერთი საშუალებაა გამოვხატო ჩემი სურვილები და დაღლილ ახლობლებს ცოტა შევეშვა წინადადებით: ”მინდა, მწვანე კაბა, ცალი მხრით და რუშებით” ან “მინდა, Louboutin-ის ფეხსაცმელი” ან “მინდა, რაიმე უცნაური ჩანთა”… მოკლედ, მინდა არასოდეს მთავრდება… (ეს ის შემთხვევაა როდესაც სიტყვა “არასოდეს” – უნდა ითქვას).

იმდენად ბევრი რაიმე მიტრიალებს თავში, რომ კურსს გადავუხვიე და სულ სხვაგან წავედი… ე.ი. ვწერ ბლოგის პირველ პოსტს, რომელსაც არ ვიცი სხვა წაიკითხავს თუ არა… ან  ბოლომდე თუ წაიკითხავს, მეორედ თუ შემოვა და ისევ წაიკითხავს …იმედია იქნება მასეთიც და ძალიან გამახარებს ამით.

რატომ მინდა ბლოგი და რაში მჭირდება იგი?! 1. ერთგვარ “დღიურობას” გამიწევს, მომავალში, როდესაც არქივს გადავხედავ, მინდა, რომ ჩემმა განვლილმა პერიოდმა თვალწინ გამიელვოს და გავიხსენო რა დროს რა მომწონდა, რას ვფიქრობდი, რამდენად შევიცვალე და გავიზარდე… 2. ხალხს გავიცნობ, რაც ძალიან მიყვარს, ახალი ნაცნობები, ახალი აზრები, ახალი გატაცებები და ა.შ. 3. რაც უკვე დავწერე ჩემს სურვილებს გავუზიარებ. 4. გავცემ იმას რაც ვიცი და მივიღებ რაც არ ვიცი..

რას დავწერ ჩემთან: გარდაუვალია და უკვე მიხვდებოდით რომ სამოსი და მოდა ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება, ასევე ფოტოგრაფია, წესით ფოტოხელოვანი ვარ, ყოველ შემთხვევაში მესმის რაღაცეები, რამდენად კარგად ვიღებ ფოტოებს ეგ კიდევ სხვა საკითხია 😀 დავწერ ზოგადად ცხოვრების სტილზე და დანარჩენს კიდევ დრო გვიჩვენებს…

მოკლედ ეს არის დასაწყისისთვის რისი თქმაც მინდოდა, ბევრი რამ დამავიწყდა და მომავალში ავინაზღაურებ.

მადლობა მას ვინც ბოლომდე წაიკითხა… ვინც არა ხომ ვერ გაიგებს, რომ მადლობა მასაც გადავუხადე  და თქვენ გადაეცით 😀

P.S. პოსტის სახელი არ შემიცვლია, რადგან ვიფიქრე ზუსტად შეეფერება რეალობას..ამ ნაწერით ვამბობ Hello world!!! I’m starting blogging 🙂

P.P.S. მადლობა მას ვინც შთამაგონა და დამეხმარა ამ ბლოგის შექმნაში, დამარწმუნა, რომ უნდა გამომივიდეს რაღაც, ვინც გვერდში მიდგას და ვისი იმედიც ყოველთვის მაქვს… მადლობა მას ვინც მომავალშიც ასე განაგრძობს…მოკლედ так держать!!! 😀

P.P.P.S. ეს პოსტი დაწერილია 13 მარტს, ჩემი ბლოგის დაბადების დღეს 10:37 საათზე… გარკვეული მიზეზების (უინტერნეტობის) გამო გამოქვეყნებულია გვიან 😀

Advertisements

6 Responses to “Hello world!”

  1. Maknatuna March 14, 2011 at 10:10 AM #

    Так держать!!! სიახლეები შემატყობინე ხოლმე !!! აა აპდატები მოვპტიჩკე აღარ მჭირდები!!!

  2. fefinio March 14, 2011 at 2:21 PM #

    ok. იმედია ბევრი მკითხველი მეყოლება 😀 შენც იზრუნე ამაზე 😀

  3. Temo March 15, 2011 at 9:13 PM #

    Welcome to world of blogging… :))

  4. qetuna March 15, 2011 at 9:49 PM #

    :* fefinio… magria… mjera win meti saintereso gveliiiis ….

  5. tamuna March 17, 2011 at 3:02 PM #

    kidev erti ertguli mikitxveli dagemate 🙂 🙂 🙂

  6. fefinio March 20, 2011 at 3:56 PM #

    მადლობ..:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: