საყიდლებზე სიარული ანუ “შოპინგი”

21 Mar

რას ნიშნავს თქვენთვის საყიდლებზე სიარული?! ბევრისათვის წამებაა, ბევრისათვის სიზარმაცის საბაბი და ზოგისთვისაც ნეტარება, კიდევ ბევრი ჯგუფი არსებობს საყიდლებისადმი განწყობისა, მაგრამ ჩამოთვლილთაგან მე მესამე ჯგუფს მივეკუთვნები. ჩემთვის საყიდლები, ახალი ნივთი მათი სუნი..თავად პროცედურა, იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, რომ თავს ვკარგავ, მთელი სამყარო ჩემი მგონია და მხოლოდ მაშინ მჯერა სიკეთის არსებობისა ადამიანებში, თუ რა თქმა უნდა ვინმე ბოღმა კონსულტანტი არ შემხვდა, მაგრამ ამ დროს ისიც ვერ გამიფუჭებს ხასიათს 😀

პირველი ეტაპი მაღაზიებში საყიდლებზე წასვლისა,რაც ყველაზე სასიამოვნოა, მაშინ იწყება, როდესაც სავაჭრო ცენტრის (ჩვენან სამწუხაროდ ”ქარვასლა” ერთადერთია, თითქმის ბოლომდე გახსნილი და ჩემის აზრით ნორმალური თუ საქართველოს ფარგლებს არ გავცდებით ედარებით) ელექტრო კარი იხსნება, თითქოს მოხარულია შეხვედრისა…ამის შემდეგ ხვდები შენს სამყაროში..თითქოს მანეკენები გიღიმიან და თავად სამოსი და ჩანთები რჩევას გაძლევენ(თუ გაქვთ ფილმი ნანახი, “შოპოჰოლიკი”, რაღაც მაგდაგვარი ხდება), ამას შეიძლება უკვე ავადმყოფობა ჰქვია, მაგრამ ვერავინ ჩაგთვლის ავადმყოფად თუ ყველაფერი გემოვნებიანად გაცვია და სწორად გაქვს შეხამებული…

ძალიან მინდა ისეთი სავაჭრო ცენტრი გაიხსნას, რომ იქ მოხვედრისას ვიკარგებოდე…(ამის ჩანასახი უკვე ემჩნევა თბილისს, ჯერ პატარ-პატარა “TC”-ით, და მომავალში ალბათ გაიზრდება მათი რიცხვი და მოცულობა),დილით შესული საღამოს გამოვდიოდე 😀 ალბათ ეს ყველა შოპოჰოლიკის და არა მარტო, უბრალოდ საყიდლების მოყვარულის ოცნებაა… ვიცი, ვიცი…იტყვით ამ სიამოვნებას ფული უნდა, ფულს სამსახური, სამსახურს კი მთელი თავისუფალი დრო მიაქვს…არ იფიქროთ, რომ ჩაცმულობა უმნიშვნელო ფაქტორია საზოგადოებასთან ურთიერთობისა, საზოგადოებასთან ურთიერთობა კი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ცხოვრებისა. ასე რომ არასოდეს თქვათ უარი ერთ სასურველ ჩანთაზე, ან სასურველ ფეხსაცმელზე…თუნდაც თვის ბოლომდე დათვლილი ხურდებით იცხოვროთ 😉

…ეს ისე, რჩევას რომ წერენ ხოლმე, ისე გამომივიდა… 😀

…და დგება გადამწყვეტი მომენტი როდესაც უთვალლავ ნივთში ხედავ “მას”, რომელიც შენი უნდა გახდეს 🙂 ჩემს შემთხვევაში დღეს ჩანთა იყო, რომელიც დიდი ხანი მელოდა, ზუსტად იმ დროიდან როდესაც უფულობისას პირველად ვნახე იგი…ბოლო იყო დარჩენილი და ვიტრინიდან ჩამომიხსნეს..საერთოდ მივესალმები თუ ახალს მაძლევენ, რომ შეფუთვა მე მოვხსნა, რადგან ესეც ჩემი სიამოვნების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო…

განწყობაც შეიქმნა და ჩემი აქსესუარების რაოდენობაც გამრავალფეროვნდა.

ახალი ეტაპია, როდესაც უკვე კუთვნილ, ახალ ჩანთას უნდა შეურჩიო ჩასაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარი…როდესაც მასთან ერთად გარეთ გადიხარ და სამყაროს დაანახებ..

მერე კი წრე იკვრება და ისევ იღება მაღაზიის კარი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: