Feel On You Spring-Summer 2011

1 Apr

ყოველ დღე თავს ვიტეხთ იმაზე ფიქრით რა ჩავიცვათ? რა-რას შევუხამოთ? რა არის ამ დროის ტრენდი?…რა ფერია მოდაში? რა ფორმა? და კიდევ ათასი რამ…

მაგრამ ამასთან დაკავშირებით კარგი ამბავი მაქვს, რითაც ყველა მოდის თაყვანისმცემელი, თუ უბრალოდ ლამაზად ჩაცმის მოყვარული კმაყოფილი დარჩება:

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის  მოდა ყველაფერს ერთად მოიცავს, გავიხედავ დავინახავ რაიმე ახალს, როგორც კი მის შეძენას დავაპირებ, უკვე სულ სხვა რამ წარმოდგება ჩემს თვალწინ…სამოსის და ფეხსაცმლის ზომა-ფორმა, ფერი ელვის სისწრაფით იცვლება..ეს არ ნიშნავს იმას, თუ ერთს ჩაიცვამთ და მეორეს პოდიუმზე ნახავთ, მოდას ჩამორჩით, უბრალოდ დიზაინერები ძალიან ცდილობენ, რომ თავი მოგვაწონონ, რითაც ასევე საშუალებას გავძლევენ  თავბრუდამხვევი რაოდენობიდან ზუსტად ის შევარჩიოთ რაც უშუალოდ ჩვენ გვიხდება…

ყვავილის პრინტი, ეს ნამდვილ სინაზის მოყვარულებს გაახარებს, რადგან ყვავილი ქალს საოცარ სინაზეს სძენს…უამრავნაირი შერწყმა არსებობს, მთავარია თქვენთვის სასურველი შეარჩიოთ.

D&G


ყვავილებთან ერთად ვერ გამოგვეპარება მწერების თემაც, მესმის რომ ბევრს დასანახავად ეზიზღება, მაგრამ თუ აქსესუარებს დააკვირდებით, ისინი მართლაც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა…

Alexander Mcqueen

Roger Vivier

გემრიელი პრინტი.ხილი და ციტრუსები შემეძლო ყვავილების თემასთან გამეერთიანებინა, მაგრამ არ შემიძლია განსაკუთრებულად არ აღვნიშნო, დიდი ლიმონის ან ბანანის გამოსახულება პერანგზე,მარწყვები კაბაზე უზომოდ “გემრიელს” გაგხდიან.ასეთი კოლექციები გაზაფხული-ზაფხულისათვის Prada, Moscino Cheap and  Chic, Stella McCartney-მ შემოგვთავაზა.

Prada

Moschino Cheap & Chic

Stella McCartney

მრავალი ფერის შეხამება…გაზაფხულის პალეტი ზეინტენსიურია,დომინანტურია მკვეთრი ფორთოხლისფერი,ფირუზისფერი, ვარდისფერი(არაჩვეულებრივი ვარდისფერი-ცხრატყავა; წერწა ასეთი ფერი გაგიგიათ? მე პირველად, მცენარე ყოფლა), და  ყვითელი. ბევრი დიზაინერი ამ ფერების გაერთიანებით ცდილობდა ახალი ეფექტი მიეღო…არ აქვს მნიშვნელობა ერთი ფერის პალიტრას  ჩაიცვამთ ერთად, კონტრასტულს, თუ აბსტრაქტული პრინტით,მთავარია მრავალფეროვანი იყოთ და გარეთ გასვლისას კაშკაშებდეთ, მხოლოდ ფრთხილად იყავით რადგან ასეთი რამ ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს, ბევრი მოდური ჟურნალი, თუნდაც   Google-ში ათვალიერეთ ფოტოები უკანასკნელი სიახლით…იქ ბევრ საინტერესო ფერთაშეხამებას ნახავთ. დასაწყისისათვის კი სანამ გაერკვევით ყველაფერში სამფერიანი შეთანხმება სცადეთ…ამით დარწმუნებული იქნებით რომ არ გადააჭარბეთ, ეს კი მთავარი პრინციპია სახლიდან გასული საკუთარ თავში დარწმუნებულნი უნდა იყოთ რომ ყველაფერი გემოვნებითაა შეხამებული.

Bottega Veneta


Proenza Schouler

Prada

miu-miu

Jil Sander

Gucci

Bensoni

Moschino Cheap & Chic

Roger Vivier

Dior

Christian Louboutin

ნეიტრალური, ყველაზე ჩვეულებრივი ფერებიც კი შეიძლება გახდეს განსაკუთრებული, რასაც აშკარად ვხედავთ გაზაფხული-ზაფხული 2011 წლის კოლექციებში Chloe, Badgley Mischka, Donna Karan და სხვებმა.

Donna KaranBadgley MischkaChloe, Ports 1961Nina Ricci.

არ შემიძლია ცალკე, განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმო ვარდისფერს, უფრო სწორად ატმისფერს..საოცრად ლამაზი, ნაზი, მიმზიდველია, სიმსუბუქის განსახიერებაა.

Peter Som, Jil Sander, Valentino, Badgley Mischka.

Nina Ricci, Jil Sander, DKNY, Valentino.

Dior

კოპლიანი სამოსი ყოველთვის კარგ გრძნობას იწვევდა ჩემში, რაც შემეხება მე, ძალიან მინდა მწვანე ფერის კაბა თეთრი კოპლებით, ან ლურჯი ვარდისფერი კოპლით,სწორედ ისეთი შეხამება როგორიც ეს Marc Jacobs აქვს მის კოლექციაში, მოკლედ არც ერთ კოპლიან სამოსს არ დავიწუნებდი, ჩემი აზრით ძალიან მხიარულია, თუმცა ნებისმიერი ხასიათს შეუძლია იყოს…საქმიანი ქალისათვის პერანგი კოპლებით მკაცრი პიჯაკის ქვეშ.მშვენიერი არჩევანია!

Marc Jacobs

Marc Jacobs

miu-miu

Moschino

“gingham print” საოცრად ლამაზია ამ პრინტით ფეხსაცმელი,სამაჯური, ქამარი…იგი არა მარტო გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იწონებს თავს, არამედ უკვე დიდი ხანია ეს ტრენდი აქტუალურია.

Chanel

D&G

Moschino Cheap and Chic

არ შემიძლია ჩემს პოსტში Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი კვლავ არ წარმოვადგინო

ნურც ზოლიანს დაივიწყებთ..იგი კლასიკაა, ვფიქრობ, არასოდეს გადავა მოდიდან, რადგან ზღვის კურორტზე მის გარეშე წარმოუდგენელია ყოფნა, და ისედაც მშვენიერია, არა მარტო ლურჯ-თეთრი შეხამება, არამედ, ვთქვად: სტაფილოსფერი-შავი, ან მწვანე-შავი, ზუსტად ისეთი როგორიც Prada-მ შემოგვთავაზა.

Jil sander

Prada

Roger Vivier

ლეოპარდის პრინტი,მან ჩემი გული გასული წლის შემოდგომიდან დაიპყრო, თუმცა გაზაფხულზეც აქტუალური რჩება, მხოლოდ სხვადასხვაგვარად შეფერილი.

Blumarine

Francesco Scognamiglio

ზედები, კაბები ცალი მხრით, როგორც ვიცი მამაკაცებისათვის ძალიან მიმზიდველია ასეთი ჩაცმულობა და არა მარტო მიმზიდველობაშია საქმე, ეს მოდურობის ერთ-ერთი პიკია.

Moschino Cheap & Chic

Chloé, Emanuel Ungaro, Giambattista Valli, Givenchy,Valentino

შეიძლება ზოგის ყურადღებას სულაც არ ოპყრობს ამაღლებილი წელით და განიერი ტოტებით შარვლები, მაგრამ როგორც კი თითქმის ყველა წამყვანი დიზაინერის კოლექციაში ვხედავთ 70-იანი წლების გადმონაშთს, არ შეიძლება არ გაგვიჩნდეს სურვილი ერთ-ერთი მათგანი ვიქონიოთ ჩვენს გარდერობში.

Jil Sander

დიზაინერებს 70-იანი წლებიდან არც ქვედაბოლოები დავიწყებიათ.

Marc by Marc Jacobs, Marc Jacobs, Derek Lam, and Tory Burch.

Topshop

გრძელი  და უფრო გრძელი.არ იფიქროთ, რომ გრძელი კაბის ჩაცმისას ყველას ეგონება, რომ ნაკლს მალავთ, ეს უბრალოდ გაზაფხულის კიდევ ერთი ტრენდია,და ძალიანაც ლამაზი.

Jil Sander

Diane von Furstenberg, Jil Sander; Tommy Hilfiger, Calvin Klein Collection.

მინიმალიზმი. ნათქვამია, რაც უფრო სადა და მარტივი სამოსი გაცვიათ, მით უფრო ადვილია აქსესუარებით ექსპერიმენტი. შეგვიძლია ერთსა დაიმავე სამოსს აქსესუარებით ხასიათი ვუცვალოთ, საღამოს გამოსასვლელი კომბინაციიდან-დღის, ყოველდღიურ “აუტფიტამდე”.

Philip Lim,Richard Chai Love, Yigal Azrouël, Rag & Bone.

Alexander WangReed KrakoffCalvin KleinCelineDerek Lam

პიჟამა-წვეულება(Pijama Party).სანამ ჩვენ ძილმორეულები,ვეხეთქებოდით ლოგინში, დიზაინერები ფიქრობდნენ რა მოეხერხებინათ პიჟამასა და ღამის პერანგისათვის :).საერთო ჯამში მეტად სექსუალირი, ყოველდღიური და  კომფორტული რამ გამოუვიდათ.

Karen Walker, Vena Cava, Thakoon, Ralph Lauren.

გამჭვირვალება, ბუმბულები, მაქმქნები, მბზინავი ტექსტურა…ყველა ეს ტრენდი საშუალებას გვაძლევს მასისაგან გამოვირჩეოდეთ, თავს ულამაზეს, რომანტიულ ქალად ვგრძნობდეთ ან სულაც ვკაშკაშებდეთ, დღის სინათლეზეც კი…

Reem AcraJenny Packham, Elie Saab, Michael KorsMonique Lhuillier.

ნახევრად გამჭვირვალე ნაჭრები უკვე რამოდენიმე სეზონია მოდაშია, არც გაზაფხული-ზაფხულია გამონაკლისი.

Jason Wu

Alex Wang

Thakoon

გლამური, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,ბუმბულები და მბზინვარება, “აფუებული” ვარცხნილობა, მკვეთრი ფერები, ამ ყველაფერმა დიზაინერებს საშუალებ მისცა შეექმნათ საოცრად ლამაზი და ექსტრავაგანტული,ბვერისთვისაც  კი იგივე მაქმანებისაგან, რბილი და ფაფუკი ბუმბულებსაგან უსაზღვროდ რომანტიული ჩაცმულობა.

Alexander Mcqueen

Roger Vvier

Marchesa

Oscar De La Renta

…და ბოლოს, მოდას არც აღმოსავლური ელემენტები დავიწყებია, რაც Louis Vuitton კოლექციაში კარგად სჩანს…

Louis Vuitton

მოკლედ ესაა რისი თქმაც მინდოდა, იქნებ სადმე ვინმეს გამოადგეს…თუ ფიქრობთ, რომ ბევრია და ამდენს ერთად რა შეიძენს(და რატომაც არა… :))უბრალოდ ერთ სამოსში გააერთიანეთ რამოდენიმე ტრენდი, მაგალითად გრძელი კაბა ყვავილიანი პრინტით და ცალი მხრით, ხედავთ რა ადვილია, სამი ტრენდი ერთში 🙂


Advertisements

2 Responses to “Feel On You Spring-Summer 2011”

  1. Maknatuna April 2, 2011 at 8:35 AM #

    🙂 მომეწონა ძალიან 🙂 . მე ამდაგვარ სტატიებს იშვიათად ვკითხულობ, ვინაიდან ჩამს დებისაგან განსხვავებთ, მოდის “უცოდინარეთა” კატეგორიას მივეკუთვნები, მაგრამ ისე გემრიელად არის ყველაფერი აღწერილი რომ ყველაფრის მოსინჯვის სურვილი გამიჩნდა 🙂

  2. fefinio April 2, 2011 at 9:16 PM #

    Good! შენ თუ აგიყოლიე, ჩავთვლი ჩემს დანიშნულებას ვასრულებ :D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: