Round sunglasses. S/S 2011 (part2)

21 Apr

მრგავალშუშიანი სათვალე(Round sunglasses)

ასევე ცნობილი, როგორც “ლენონის” სათვალე(John Lennon Glasses), გვპირდება რომ კიდევ ერთი დიდი ტრენდია ამ სეზონზე.მათი ტენდენცია შეიმჩნეოდა Cacharel, Armani , Proenza Schouler და Prada-ს კოლექციის ჩვენებებზე.ცნობილი ადამიანებიდან ეს სტილი  ლეიდი გაგამ(Lady gaga)
და მერი ქეით ოლსენმა (Mary Kate Olsen) მოირგო.ასევე ერთ-ერთი აქტიური მატარებელი, რომელიც ამ ფორმის სათვალეს არ ღალატობს, არის სტივ ჯობსი (Steve Jobs) Apple-ს CEO.

როგორი სათვალე აირჩიოთ?! ის შეიძლება ჩარჩოთი იყოს ან მის გარეშე.შუშის ფერი ღია ყავისფრიდან მუქ ყავისფრამდე გრადირებდეს, ასევე ვარდისფერი და ლურჯიც კი.

John Lennon

Seve Jobs

როგორი ტიპის სახეს უხდება:

მრგვალშუშიანი სათვალე უხდება კვადრატულ სახეს, რადგან სახის “ბასრ” მოხაზულობას ოდნავ არბილებს. ოვალურ სახეს (რომელიც უფრო გრძელია, ვიდრე განიერი) მათ შეუძლიათ ნებისმიერი ყაიდის 😉 სათვალე ატარონ, განიერი სახის მფლობელები ფრთხილად უნდა იყვნენ ასეთი სათვალის შერჩევისას, თუმცა “სარგო” სათვალე ყველასათვის მოიძებნება!! მრგვალი სახის მფლობელები კი უნდა მოერიდონ “ლენონებს”, რადგან მრგვალი მინებით მათი სახე უფრო მრგვალ იერს მიიღებს.

რა ჩავიცვათ მათთან ერთად?

სათვალე მრგვალი მინებით რეტროა, 70იანი წლების გამოძახილი, პერიოდის როდესაც მძვინვარებდა მყვირალა ფერები და მკვეთრი პრინტი, რაც ასევე დამახასიათებელია ამ გაზაფხული-ზაფხულისათვის. შეუხამეთ თქვენი სათვალე რეტროს თემატიკას. დააწყვილეთ კაბებთან როგორც საღამოს ასევე კოკტეილის, კარგად მომდგარ ზედებთან. მოურგეთ სათვალის ჩარჩოს ფერი სამოსის ფერს! მოკლედ ისიამოვნეთ 🙂

Cacharel

Armani

Prada
 Proenza Schouler

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: