აღდგომა, ყოველ მართლმადიდებლურ ქვეყანაში თუ ოჯახში მიღებული და ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია… მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა.
ჩემთვის იგი ოჯახურ დღესასწაულთან ასოცირდება, როგორიცაა, ვთქვად, ახალი წელი…წინასწარ მზადება, სამოსის შერჩევა აქსესუარების კეთება, სხვადასხვა კერძები წითელი კვერცხები და სააღდგომო პასქა! ძალიან მიყვარს 🙂
გამიმართლა, რომ მთელს ჩემს ოჯახს ასეთი რამეებისაკენ “მიდრეკილება” აქვს : დედა უგემრიელეს კერძებს ამზადებს, მამა ღვინოზე ზრუნავს, რის შემდეგაც საოცარ ხასიათზე ვდგებით 😀 😉 და დარჩენილი: სუფრის გაწყობა, ოთახში სიმბოლური მოსართავების დაკიდვა-დამაგრება უკვე ჩემი და ჩემი დების საქმიანობაა…
მოკლედ, თუ გვერდით ისეთი ადამიანი გყავს რომელიც ყოველ დღეს დღესასწაულად გიქცევს, ყოველთვის რჩება ხალისი მომდევნო დღეს ელოდო სიურპრიზებით 🙂
Leave a Reply