Wanna Bet?!

27 Apr

დღეს მე და ჩემი და, დავნიძლავდით, რომ როდესაც 30 წლის ხდები ჩაცმულობა და ფეხსაცმლის N-რაოდენობა მნიშვნელოვანი აღარ არის და სხვა საკითხები იწევს წინა პლანზე! მე კი ამას რადიკალურად არ ვეთანხმები, გარდა სამოსისა, უამრავი სურვილი და მისწრაფება მაქვს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ კარგად ჩაცმის სურვილი გამიქრეს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ “встречают по одежде, проважают по уму”, არ იცი სად გამოგადგეს ჩაცმულობა 😀

მოკლედ ზუსტად 9 წლის შემდეგ,(ნუ უფრო ნაკლები, რადგან ერთ თვეში 23 წლის ვხდები და საკუთარ თავს არ ვუტყდები ამაში, თუმცა ოქროს დაბადების დღე მაქვს და ეს უფრო მიმსუბუქებს გულს :D) ჩემმა დამ თქვა,”იმის გასაცნობიერებლად, რომ 30 წელი გადალახე ერთი წელია საჭირო!!”გავარკვევთ ვის ერგება 10 წყვილი ფეხსაცმელი, ეს პოსტიც დასტურად დავწერე, რომ რაიმე არ გამომრჩეს 🙂

რაც შეეხება იმას, რომ ასაკის მატებისა და დროის მსვლელობის შემდეგ რაიმე იცვლება,რა თქმა უნდა იცვლება გემოვნება, მოდა და ასე შემდეგ… უფრო სწორად, რომ ვთქვა “მუღამი”იკარგება. მხოლოდ ადამიანზეა და მის გარემოზე დამოკიდებული რა განწყობა გექნება 30, 40 და 50 წლის ასაკში, მართალია სხვადასხვა საქმიანობები, მოვალეობები და მისწრაფებები გვიჩნდება, მაგრამ ძველი ჩვევები, რაც ძალიან გვიყვარს არ გვავიწყდება.პატარა რომ ვიყავი, კოწახურის კანფეტი მიყვარდა, კანფეტს რომელსაც გული ჰქონდა კი არა…გულიანი შემიყვარდა,კოწახური კი ისევ ჩემ საყვარელ კანფეტად დარჩა.

ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ასაკით საზღვრავენ რა უნდა გააკეთონ და რა არა, რა შეეფერება ამ ასაკს და რა იწვწვს გაღიზიანებას. ახლობელი მყავს, 50 წელს ასცდა და მუქი სამოსის გარდა არაფერს იცვამს, ოდნავ ნათელ ტონზე იძახის:”ეს ჩემს ასაკს არ უხდება!”. მოკლედ ასაკს იმხელა დროს ვუთმობთ, რომ გვავიწყდება საერთოდ რა უნდა ვაკეთოთ და მერე ამ ყველაფერს სკლეროზს ვაბრალით ასაკის გამო და წრეც იკვრება…

დიახაც! მოხუცებული წითელ პომადას წავისვამ დაპრუჭნულ ტუჩებზე და წითელ წკაპუნებსაც ჩავიცვამ!!ვფიქრობ მათი სურვილი ღრმად მოხუცებულსაც არ დამეკარგება, არასდროს!!! 😀 და სხვასაც ვურჩევ ნუ იფიქრებენ საკუთარ წლოვანებაზე, გული ხომ “არ ბერდება” ჰაჰაა 😉

Advertisements

4 Responses to “Wanna Bet?!”

  1. Maknatuna April 27, 2011 at 8:37 AM #

    ირკა ისე გააფორმე ეს ხელშეკრულება რომ ყველაფერი შენს სასარგებლოდ არის აღწერილი. ანუ ნიძლავი მდგომარეობდა ფრაზაში “მაშინ ვიტყვი, რომ მაქვს ფეხსაცმელი თუ მათი რაოდენობა 70-თს გადააჭარბებს”, რაზეც მე აღვნიშნე რომ “31 წლის ასაკშ ეს ასე აქტუალურად აღარ იჟღერს შენშო როგორც დღეს”. ამ ნიძლავს ვეთანხმები.

  2. Maknatuna April 27, 2011 at 8:42 AM #

    А – “встречают по одежде, проважают по уму” – можно и с парой штук обуви

  3. fefinio April 27, 2011 at 4:35 PM #

    😀 ეგ უფრო დამამძიმებელია ჩემთვის იმიტომ, რომ პოსტში N-რაოდენობა მიწერია :D:D:D თუმცა ეგ ციტატა სწორად მოყვანილია, მართალია მოწმე არ იყო და როგორც მინდა ისე შემიძლია ვატრიალო, მაგრამ მასე არ ვინამუსებ_ ეგრე იყო ყველაფერი 😀

  4. Maknatuna April 28, 2011 at 8:57 AM #

    Deal!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: