Archive | April, 2011

ACID

10 Apr

ACID-bar, xmauriani,gabolili adgili sadac axalgazrdobis didi nawili tavs iyris. :d tbilisshi ramodenimea…metad gemrieli cocxali pitnis chai aqvt, rasac tafls ayoleben…interieric sakmaod saintereso aqvt…me piradad momwons dzalian…amas damatebuli aseve Wi-Fi-c aris 🙂

20110410-103813.jpg

20110410-103931.jpg

20110410-105238.jpg

Advertisements

Tick-Tack…

7 Apr

დრო..რას ნიშნავს იგი ჩვენთვის… სიცოცხლის ხანგრძლივობის მზომელი?! დრო როგორც ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის მთვლელი?! ზოგჯერ ელვის სისწრაფით გარბის, ზოგჯერ კი კუსავით მილასლასებს(თუმცა კუს საკმაოდ სწრაფადაც შეუძლია სიარული ;))არადა ყველა შემთხვევაში დღე-ღამე 24 საათს მოიცავს.

როგორ უნდა გავანაწილოთ ჩვენი დრო? ანუ ჩვენი სიცოცხხლის რა ნაწილი დავუთმოთ სწავლას, მუშაობას, ახლობლებს, სიყვარულს, სითბოს, ძილს, გართობას??? ეს საკითხი, ალბათ ყოველთვის მაწუხებდა, რადგან რამოდენიმე ხნის წინ გადავხედე ჩემს ძველ ჩანაწერებს, მაშინ პატარა, ასეთი აზრებისათვის კი ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც შავ წიგნაკში 11 წლისამ ჩავწერე, რომ ახალი წელი და დაბადების დღე ძალიან მიყვარს, მაგრამ ამავდროულად გული მწყდება, რომ ასაკი გვემატება…როგორც სჩანს ბავშვობიდანვე დროის მსვლელობის შიში მქონდა..ახალ წლამდე რამოდენიმე წუთით ადრე პანიკური შიში მეუფლება, რომ მომზადება ვერ მოვასწრო, ან გარეთ არ დავრჩე და ზუსტად 12 საათზე ჩემს ახლობლებთან ერთად ჭიქა შამპანურით შევხვდე… როდესაც ჩემი დაბადების დღე ახლოვდება, ერთი თვით ადრე განვიცდი, რომ კიდევ ერთი წელი და არაფერი განსაკუთრებული, იქნებ შემეძლო უფრო მეტის გაკეთება და ძალიან არ ვეცადე…შუქნიშანზეც კი, ერთ წუთს მივტირი როდესაც მის გამწვანებას ველი!!

შეიძლება ეს ჩემი გადაჭარბებული ემოციურობის ბრალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩემი ერთ-ერთი პრობლემაა…და ზუსტად იმის გამო, რომ ზედმეტად ვფიქრობ დროზე დრო თვალსა და ხელს შუა მეკარგება…ისე რომ უამრავ რამეს ვერ ვამჩნევ…

ვერ ვამჩნევ როგორ ზრუნავს ხალხი ჩემზე, ვერ ვამჩნევ როგორ ანათებს მზე, ვერ ვამჩნევ რამდენი რამის შეძენა უკვე მოვასწარი და, ვინ იცის რამდენი რამე მელის წინ…ცხოვრების ყოველი წამი მოულოდნელობებით აღსავსეა და უამრავ სიახლეს გვთავაზბს, ზუსტად ასეთი წამებისაგან შედგება ჩვენი ცხოვრება…ჩვენი დრო!!

არ მახსოვს საიდან ჩამრჩა თავში ეს განმარტება…თუ სწორად შევიხსენებ, ძალიან ადრე სატელევიზიო გადაცემიდან გავიგე ვიღაცის განმარტება სიტყვაზე “წამი”, რომელიც ალბათ არასოდეს დამავიწყდება “წ-არსული, “ა-წმყო, მ-ომავალი, ი-მედი” საოცრად შესაფერისი განმარტებაა, რადგან ყოველი მომავალი წამი, წამში აწმყოდ იქცევა, წამში წარსულად და დროს კი ყოველთვის იმედით შევცქერით, რომ რაიმე ახალი და სასიამოვნო მომენტი “შეგვიფუთოს”.

ასე რომ არ ღირს დროს ვერჩოდეთ, მას ხომ საოცრებების მოვლენა შეუძლია 🙂

Smile for health :)

5 Apr

რამ შაეიძლება მოგიყვანოთ განწყობაზე?

ნებსმიერი წვრილმანი, რაც ხელს უწყობს საკუთარი სურვილების ასრულებას განწყობაზე საოცრად მოქმედებს…

მე კი დღეს ზუსტად ასეთი დღე მქონდა…

პირველი რაც სასარგებლო, სასიამოვნო და შედარებით უფრო მნიშვნელოვანია- სწავლაა, ყველასთვის როდია სწავლა სასიამოვნო და ბედნიერებისმომგვრელი, მაგრამ როგორც კი იგი არასავალდებულო ხდება, მაშინვე გიჩნდება მისი დანაკლისის გრძნობა, მომენატრა აუდიტორიაში ჯდომა, გვერდით ჯგუფელები, დავალებები…მართალია ბეჯითი მოსწავლე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა ახლის გაგება…PR სკოლაც(PR school) ერთ-ერთი მათგანია…მით უმეტეს დღევანდელობაში  PR მეტად მოთხოვნადი და აქტიური საქმიანობაა. იგი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტშია, სამთვიანი საკმაოდ საინტერესო, გასართობი პროგრამა და მეტად წონადი სერთიფიკატი. მოუთმენლად ველი 29 აპრილის დადგომას, თან ცოტას ვნერვიულობ, როგორც ყოველთვის, ზედმეტს ხომ არ მოველი მისგან?! ამას უკვე სწავლის დასრულების შემდეგ გაგანდობთ.

მეორე ფაქტორი განწყობისა, სიახლეა, რომელიც ყოველთვის აბედნიერებს ჩემს და საერთოდ ქალის გულს..ახალი ჩანთა, საოცრად ლამაზი და როგორ ვთქვა, ულამაზესი, რომელიც დანახვისთანავე გაჯადოვებს, იგი “შრეკის კატისეული” თვალების შემდეგ მალევე გახდა საჩუქარი,ჩემი სურვილებისადმი მეტად გულჩვილი ადამიანისაგან 😀

განწყობის შესაქმნელად ყოველთვის არსებობს ხერხი, თუნდაც უმნიშვნელო ბევრისათვის, მაგრამ მნიშვნელოვანი შენთვის, თუ გვერდით ისეთი ვინმე გყავს ვინც ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაგიჭერს, “Happy meal” ,Mcdonald’s-ისაგან :D, როდესაც ორი მოზრდილი ადამიანი მენიუს უკვეთავს სათამაშოთი, ყოველთვის აძლევს სიცილის და კარგი განწყობის საბაბს, ამიტომ ყველა ჩემს მკითხველს ვურჩევ არ შეეშინდეს და  არ მოერიდოს რაიმე ბავშვური საქციელის ჩადენა, რადგან ამ შემთხვევაში, ყოველთვის გეძლევათ სიცილის საშუალება… სიცილი კი როგორც ცნობილია სასარგებლოა და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

Sweet Hobby

3 Apr

ალბათ ბევრს , ან უმეტეს აქვს ჰობი, აი მაგალითად ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ხელსახოცებს აგროვებს, რამდენჯერ მისთვის სუფრიდან ჯიბეში ჩამიტენია ხელსახოცი…ჩემი და-ზღარბებს აგროვებს, ნამდვილამდე ჯერ არ მისულა საქმე, მაგრამ ძალიან ბევრი ზღარბი აქვს…მეორე და კი, კერამიკის სახიან თოჯინებს, მის შვილს ასეთ თოჯინას რომ სჩუქნიან, ბავშვი თვალის შევლებას ვერ ასწრებს, მაშინვე მიაცუნცულებს დანარჩენ თოჯინებთან.

მე კი, ხან რას ვაგროვებდი, ხან რას, რვეულის ყდები, გასაღების საკიდები(ბრელოკი), პომადები..ეხლა კი ახალი გატაცება გამიჩნდა, შაქრის შეგროვება…არა, კილოობით არ ვყიდულობ, სხვადასხვა კაფე-ბარებიდან, ერთჯერადი შეკვრები მომაქვს…

საერთოდ ჰობი კარგი რამაა…შეთრევა იცის და ათას სისულელეზე არ ფიქრობს ადამიანი, ათას სიისულელეს აგროვებს 😀

ასე რომ, გაითვალისწინეთ და თუ სადმე წააწყდებით და შაქრიან ყავას ან ჩაის არ სვამთ ;), იცით სად მომძებნოთ 😀

მეგობრობა როგორც…

3 Apr

მეგობარს ველაპარაკებოდი სკაიპით, რომელიც ათასობით კილომეტრის მოშორებითაა ჩემგან…ძალიან მომნატრებია, ვიგრძენი როგორ მჭირდება და როგორ ვჭირდები, მასთან ერთად, ჭიქა ყავასთან ლაპარაკი მომენატრა, ასი ათას სისულელეზე და მილიონ სერიოზულ თემაზე…

ამ საუბარმა დამაფიქრა, რამდენად კარგი მეგობარი ვარ?? ხშირად როდესაც ვინმე გვიყვარს და ვენდობით, მისგან ზედმეტად ბევრს მოვითხოვთ ხოლმე, 100%გაგებას, 100% თანაგრძნობას, 100% გვერდში დგომას…მაგრამ ვასრულებთ თუ არა ჩვენ ნამდვილად მეგობრულ მოვალეობას, რადგან თუ მოვითხოვთ, სანაცვლოდაც უნდა გავცემდეთ…

მე ჩემი მეგობრები ძალიან მიყვარს, მაგრამ გავიარე თუ არა მეგობრობის გამოცდა, მინდა მათთვის საყრდენი ვიყო და ყოველ გაელვებულ კარგ თუ ცუდ აზრს მე მიზიარებდნენ. მაგრამ რამდენად ღირსი ვარ ამის.

ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე და მივხვდი როგორი კარგია გყავდეს მეგობარი, მაგრამ საუკეთესოა, როდესაც მად მიგიჩნევენ.

აი რას წერენ Wikipedia-ზე: პირადი დამოკიდებულება ადამიანებს შორის დაყრდნობილი ნდობაზე, გულახდილობაზე, საპასუხო სიმპატიაზე, საერთო ინტერესებსა და გატაცებაზე. მეგობრობის აუცილებელი სეგმენტია ნდობა და მოთმინება.ადამიანებს რომლებიც ერთმანეთთან ბეგობრობით არიან დაკავშირებულნი, მეგობრები ჰქვიათ.

თუ ამ ნიშნებს ატყობთ საკუთარ თვავს ან თქვენს გვერდით მყოფს, ე.ი. მეგობრები ხართ 🙂

ჩემი აზრით, მთელს მსოფლიოში, ყველაზე კარგი გრძნობა, შეგრძნება თუ არ ვიცი კიდევ რა ვუწოდო, ალბათ თავად სიტყვა “მეგობარი” მეტყველებს ყველაფერზე.

Happy Birthday Ice Cream

3 Apr

ვინც დღეს Google.com-ზე შევიდა, აუცილებლად ნახავდა პირველ გვერდზე გემრიელად დახატულ ნაყინს…უგემრიელეს ნაყინს…ბმულზე გაყოლისას აღმოვაჩინე, რომ დღეს Sundae ნაყინის დღეობა ყოფილა…

ზუსტად ამ დღეს, ანუ 3 აპრილს 1892 წელს, კვირა დღეს გამოიგონეს ეს ნაყინი…ჩვეულებისამებრ სანაყინეში მასზე სიროფი ასხია და დაბოლოებულია: ათქვეფილი კრემით, კენკრით,თხილით და ათასი სიგემრიელით 😀

რაც შეეხება საერთოდ ნაყინს, და ჩვენთან არსებულ სიტუაციას ჩემი საყვარელი ნაყინი “Luca Polare”-ში აღმოვაჩინე -ნუშის, თუმცა სხვადასხვა დაწესებულებაში ჩემი საყვარელი ნაყინი მაქვს. Mcdonald’s-კარამელი, Entree- ალუბლის, კიდევ ახალი სანაყინე აღმოვაჩინე რომლის ნაყინიც სამწუხაროდ ჯერ არ გამისინჯავს, როგორც ვიცი ესპანური სანაყინეა…მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ და ახლო მომავალში დავლაშქრავ 😀

მე კი ჩემის მხრივ ნაყინის დაბადების დღე “Segafredo”-ში აღვნიშნე, კარამელის ნაყინით, რომელსაც უგერიელესი ნუში ამშვენებდა… 🙂

20110403-100828.jpg

CosmoMood

2 Apr

Cosmo+Environment+Wi-Fi=Great!!!! “4SeasonS”

20110402-074357.jpg