Archive | May, 2011

Christian Louboutin F/W 11-12

31 May

ყველაზე-ყველაზე 🙂 სიტყვების გარეშე, დიდი სიყვარულით 🙂

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

PR. School

30 May

20110530-063324.jpg

 

20110530-063349.jpg

20110530-063407.jpg

20110530-065130.jpg

ბატონები

30 May

ოხ, როგორ შევეჩვიე ასეთ პოსტებს 😀 დღეს უკვე მეოთხე ადგილია სადაც ჩამოვჯექი და შეფასებითი თვალი გადავავლე აქაურობას…დონატები ჯერ კიდევ ვერ გადამიტანია… თან საღამოს PR.-ზე მივდივარ და ასე გაგვყავს დრო, ამასთან სამსახურში ტესტირებასთან დაკავშირებულ სტრესს ვიხსნი და ცოტა დავმშვიდდი კიდევაც…
მოკლედ- ბატონები… ფალიაშვილის 64… გარეგნულად თითქოს შეუმჩნეველი… გულიანი და ღიმილიანი ხლხი…ძლივს 🙂 მართალია cosmopolitain არ აქვთ და კიდევ პატარა დეტალები აკლია, მაგრამ ამას მათი ღიმილი ფარავს 🙂 Wi-Fi აქვთ, პიტნის ჩაი, რომელსაც პატარა ორცხობილას აყოლებენ,ყვავილებით გაფორმებული მაგიდები და ინტერიერი- lovely!!! loved it!!!!

20110530-044101.jpg

20110530-044052.jpg

Continue reading

Entree

30 May

გემრიელი ფუნთუშები, ყავა… ცოტა ძვირი ფასები… მომსახურება, რაც დონატების(საზიზღარი მომსახურების) შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა ჩემს შეფასებაში,საკმაოდ სასიამოვნო…Wi-Fi არის, მხოლოდ ხალხის რაოდენობის გამო დიდი ხანი ვერ გაჩერდებით… ამას სადმე აუცილებლად ვახსენებდი, მაგრამ მათი ალუბლის ნაყინი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელია “luca polare”-ს შემდეგ 🙂 რომელიც ასევე მივირთვი, ბანანის და ნუშის:) ორი ბურთულა 🙂

20110530-041621.jpg

20110530-041643.jpg

Do Not Stop For Donuts Here!

30 May

გემრიელი დონატები, ყავა…აღარ გავაგრძელებ…ცნობილია ამდაგვარი რაღაცეებით…

მომსახურეობა?! ასეთი საშინელი არ მინახავს არაფერი…დასაჯომ ადგილს გამოეკიდნენ! რომელსაც “Reserved” აწერია…საქართვლოში ალბათ ასეთი ტენდენციაა: სასურველ მაგიდასთან დასაჯდომად face control უნდა გაიარო..არადა სინამდვილეში მაგიდები სულაც არაა დაჯავშნული.ჩვენ ვერ გავიარეთ ეს კონტროლი ან ოთხკაციან მაგიდას რომ მივუჯექით ორნი, თუმცა! მოპირდაპირე მხარეს ერთი კაცი ზის. რამოდენიმეჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ვიკითხეთ იყო თუ არა დაჯავშნული, მაგრამ სამწუხაროდ უარით გამოგვისტუმრეს და იგივე მდგომარეობით, ვიზუალურადაც და ვშიშობ სტატუსითაც არაფრით განსხვავებული სტუმრები დასვეს…ეს რა ამაზრზენია???

ეხლა კი უკითხავად დაჯდომისას,მომსახურე “პერსონამ” ყველა სტუმრის თვალწინ საყვედური გამოგვიცხადა!!მიმიკაზე და ცინიკურ საუბარზე ზედმეტია ლაპარაკი…ისეთი გაბღენძილია, თავი ქვეყნის მმართველი ჰგონია 😀 შეიძლება არის კიდეც, მაგრამ მერე მე რა?!

ადამიანი, რომ შედიხარ ასეთ დაწესებულებაში, სადაც უნდა დაისვენო და ისიამოვნო, გხვდებიან არ ვიცი რაზე გამწარებული მიმტანები და გსაყვედურობენ თითქოს მევალე ვიყო მათი ან ვიღაც ვიგინდარა, და სხვათაშორის, მომსახურეობისას სულაც, რომ ვიგინდარა ვიყო, უნდა დამსვან იქ სადაც მე მინდა, მაშინ როდესაც თავისუფალია ადგილი, გამიღიმოს, და ისე მაგრძნობინოს თავი, რომ აქ სასურველი სტუმარი ვარ და არა ისე: მომიგდოს ორი ჭიქა ყავა და კრუასანიც გამოისროლოს…გამწარებული ვარ!!! მესმის, რომ შეიძლება მასაც ჰქონდეს ცუდი პერიოდი პირად ცხოვრებაში, ან მანამდე ვინმე სხვამ გაამწარა, ან ბოლოს და ბოლოს კრიტიკული დღეები აქვს 😀 მაგრამ სერვისსაც თავისი დაწერილი თუ დაუწერელი კანონები აქვს, რომელიც ასეთი ფორმის არაა!!ისედაც თავზესაყრელია პრობლემები ამდაგვარ გამღიზიანებელზე რომ არ ვწერდე, მაგრამ რა დაემართა ამ ხალხს?!!

20110530-014012.jpg

20110530-014019.jpg

20110530-014027.jpg

New Fried – Hair Haus

27 May

მას შემდეგ, რაც ჰეარ ჰაუსში ჩემი თმა ფენისა და საღებავის ქარ-ცეცხლში გავატარე, ყოველ დღე კომპლიმენტებს ვისმენ მასთან დაკავშირებით, მართლაც რომ ძალიან გულიანად გამიკეთეს, ხუმრობა ხომ არაა 4 საათი ერთ ადამიანს უკეთო თმა, ჩემს თვალწინ ხალხის ნაკადმა იმატა და იკლო სალონში, მე კი კვლავ იქ ვიჯექი და მოთმინებით ველოდი…რას იზამ “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს” ეს ხომ ჩემი ნათქვამი არაა! ეს მსოფლიო ფრაზაა 😀

ჯერ შეღებვა, მერე დაბანა, მერე შეჭრა და დავარცხნა…საბოლოოდ მე და გოგოები დაქანცულნი ვიყავით, ყველაზე ხალისიანად კი თმა გამოიყურებოდა 😀

თავიდან ცოტა მორიდებით ვიყავი, რადგან უკვე დიდი ხნის ნაცნობები მოდიოდნენ, მაგრამ გოგოებმა იზრუნეს იმაზე რომ ადაპტირება გამევლო 🙂 უშუალო და სასიამოვნო მოსაუბრენი აღმოჩნდნენ. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და ერთი ადამიანი კიდევ შეემატა ვინც არაერთხელ დაბრუნდება იქ 🙂

Movie Day

27 May

ოხ ეს დილა, ერთი და იგივე კითხვით რა ჩავიცვა?!…მთელი ღამე წვიმდა და ვიფიქრე დილითაც გაგრძელდებოდა და დავგეგმე ბოტებისს ჩაცმა, მაგრამ უკვე გათენებულზე ისეთი პირი უჩანდა გადაიფიქრა ეწვიმა და ჩემი გეგმები წვიმის წყალში ჩაიყარა…ასე რომ მომიწია თავიდან გადამეხედა გარდერობისათვის…საეთოდ სამოსის შერჩევას ხშირ შემთხვევაში ფეხსაცმელით ვიწყებ და შემდეგ გადავდივარ სხვა დანარჩენზე…ქუსლების განწყობა არ მქონდა და არჩევანი “ლეო” პრინტიან ბაჩმაჩებზე შევაჩერე, შემდეგ ჯინსის შარვალი და გარფილდიანი, ძალიან მხიარული, ვარდისფერი მაისური, რომელზეც ლურჯი ჟილეტი შემოვიცვი და საბოლოო ჯამში საკმაოდ “ქეჟუალურად” გამოვიყურებოდი, ამავდროულად კომფორტულად ვგრძნობდი თავს 🙂

6-ზე სამსახურიდან გავედი და გეზი მამიდასკენ ავიღე რომელიც უკვე ვნახე(ძალიან ლამაზი ყელსაბამი მაჩუქა,მდინარის მარგალიტებით) და დავპირდი რომ აუცილებლად გავივილიდი მასთან, გზაში კი “ქარვასლასთვის” უნდა ამეარა გვერდი, მაგრამ ბოლო წუთს გზი ვიცვალე და მისი გავლით მივედი…რა მექნა?! პირდაპირ მეძახდა 😀 მოკლედ უმეტიჩრესი მაისური ვიყიდე, ძლივს გავაკეთე ორს შორის არჩევანი, ისეთი საყვარელი გოგოები ეხატა,ბოლოს “ლონდონელი მეტიჩარა” ავარჩიე და “კრეატიული” დავტოვე არადა უუუfff…აღარ მინდა გახსენება…ამ მაისურის ჩაცმას “წულის” ქვედაბოლოსთან ერთად ვგეგმავ, საინტერესო უნდა გამოვიდეს, და ელასტიკზე ჩასაცმელი, წვრილი კოპლით, უბრეტელო ზედა …ისიც ძალიან ბევრი ლამაზი რამე დავათვალიერე; yamamay-ში ისეთი “სიფერადე” იყო თვალები ამიჭრელდა…რაც ქარვასლას შევამჩნიე ჩანთებში ჭარბობს გველის ტყავის ფაქტურა, ფერები სხვადასხვა,ძირითადად პასტელი,სამოსში ყვავილებზე და ლეოპარდის პრინტზე ლაპარაკი ზედმეტია, კოპლები…რამოდენიმე ძალიან კარგი ფერი, სამომავლოდ ვაპირებ ერთიმასეთი შევიძინო, Lime green- ფერის ძალიან მყვირალა ზედები, rufle კაბები,ქვედაბოლოები, ჯამფერები(jumpsuit) და რომფერები(rompers)

როგორც იქნა გამოვაღწიე და წავედი მამიდასთან, რომელიც თამაშების, როგორიცაა ფერმა და ამდაგვარი რამ ძალიან დიდი მოყვარულია, ამიტომ ისე გავერთეთ ვერც კი ვიგრძენი დრო როგორ გავიდა და მოვიდა 21 საათი, დრო როდესაც თემო ამთავრებდა სამსახურს და უნდა წავსულიყავით კინოში, დღისით ვბჭობდით სად წავსულიყავით, მაგრამ რა მსჯელობა უნდოდა?! ახალმიტინგგადატანილ რუსთაველში ვერ წავიდოდით და რა არჩევანი დარჩა?-ამირანი…ფილმიც შერჩეული გვქონდა “კარიბის ზღვის მეკობრეები”.თუმცა ფილმის განხილვები წავიკითხე და ბევრი, პირველი ნაწილის გადამღერებად მიიჩნევდა და ბევრს აკრიტიკებდა, მაინც ეს ფილმი ძალიან მიყვარს, თავისი იუმორით, სპეც-ეფექტებით და ჯონი დეპით,რომელიც უუმაგრესად ასრულებს როლს.ეს ფილმი ინტერესის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა და არც ეხლა…ძალიან ბევრი ვიხალისე,ფილმი 3D-ში იყო და ეს უფრო ამძაფრებდა შეგრძნებებს.კინოთეატრიდან ძალიან დადებითი ემოციებით დამუხტული წამოვედი, შემდეგ Mcdonald’s-ის ყავა-ამერიკანო და “პო დამამ :D”

20110527-104819.jpg

20110527-104827.jpg

20110527-104835.jpg

20110527-104846.jpg

20110527-104900.jpg

20110527-104931.jpg