New Day, New Age

25 May

გავაცილე 23 მაისი, მაგრამ შევხვდი დაბადების დღის მეორე დღეს 😀 სამსახური, ტრადიციული ტორტი…სამსახურიდან მენეჯერს ადრე დავეთხოვეთ, რადგან ერეკლეს, ინას და ანის (უნი-ს ჯგუფელები და მეგობრები) ასევე თეატრალურის სხვა სტუდენტებს გამოფენა ჰქონდათ “აკადემია+”-ში, საგამოფენო, რომელიც ტკბილად მახსენდება უნივერსიტეტში ჩატარებული გამოფენებისას 🙂 ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვების ნახვა, მართლა ბედნიერი ვარ როდესაც მათ ვხედავ, სამწუხაროდ ამას ხშირად არ ვაკეთებ ხოლმე.

გამოფენასთან ერთად პირველი კურსის სტუდენტ ტატო სულაქველიძის და თედო გოგოლაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის,”ადამიანი…რომელმაც აირჩია”, ჩვენება იყო, რამაც ნამდვილად მომხიბლა, რადგან მშვენივრად დადგმული სცენარი,კარგი იუმორი, ტექნიკური გამართვა იყო, იმის მიუხედავად როგორი პირობრბი აქვთ თეატრალურში, ასე თუ გააგრძელეს და ჰქონდათ ამბიცია კარგად იმუშაონ მშვენიერ ქართულ ფილმებს მივიღებთ!

ფოტოების გადაღების და ძველი ხუმრობების გაგრძელების შემდეგ:

…”Parfois”, ქალთა აქსესუარების მაღაზია, რომელიც რამოდენიმე ხანია გახსნილია სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” და რომელიც 23-ში გაიხსნა ჭავჭავაძეზე, მათი რამოდენიმე ჩანთა მაქვს და ძალიან მომწონს, მომსახურეობაც კარგი აქვთ და დროდადრო მეტად მიმზიდველ საჩუქრებსა თუ ფასდაკლებებს სთავაზობენ ჩემნაირ მეტიჩრებს და არა მარტო! ასე რომ ახალგახსნილში კარგად ვიცოდი, რაღაც შეთავაზებები იქნებოდა და შევძვერი და თემოც შევიყოლე 😀 უჰ!!! სამაჯურები, ჭრელა-ჭრულა შარფები და ჩანთები!! საყვარლები!!! იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაბადების დღის მეორე რღე იყო, თემომ გადაწყვიტა აეღნიშნა და შარფი და უუულამაზესი საფულე დავიმსახურე, Parfois-ისაგან კი-საყურე პაწაწა პეპლებით, თან კონკურსი აქვთ facebook-ზე, შეგიძლია ნებისმიერი ნივთი ჩამოიმხო ან აიკიდო და ფოტოს გადაგიღებენ, შემდეგ “გამოგაჭენებენ” facebook-ზე და like-ბით საზღვრავენ გამარჯვებულს, იმდენად კონკურსმა არა, რამდენადაც აკინძვამ მომხიბლა, შევარჩიე ჩემი ჩაცმულობისათვის ასე თუ ისე შესაფერისი ჩანთა და სამაჯურები და “ჩავკარტოჩკდი”,შემდეგ კი ისევ მომშივდა და…

…”Segafredo“- უუუგემრიელესი ქათმის ფილე ანანასის სოუსით, Cosmopolitain-ძალიან, ძალიან მაგარი და თუ მანამდე არ მითქვამს იმასაც ვიტყვი რომ fries-იც უმაგრესი აქვთ 🙂

სეგაფრედოდან გადავწყვიტეთ გეზი ინასკენ, wheels-ში აგვეღო, იქაც ვისხედით, ინა ლუდ Guiness-ით გამიმასპინძლდა, ბევრი ამბავი გავიხსენეთ და ბევრიც ვიხალისეთ, ფოტოებიც გადავიღეთ 🙂

სახლში მოსული, კი ისეთი გათიშული ვიყავი, წინა პოსტი ძლივს ავტვირთე :)ქვემოთ კი 24-ში გადაღებული ფოტოების სლაიდი 🙂

This slideshow requires JavaScript.

20110526-012444.jpg

20110526-012452.jpg

4 Responses to “New Day, New Age”

  1. Taa May 26, 2011 at 9:47 AM #

    ”Parfois” – უი იყავიიიიიიიი 🙂

    მეც ვაპირებდი მაგრამ დრო ვერ გამოვნახე

    მოგეწონა ხო ? ძალიან კარგი

    კარგად გამოიყურები

    • fefinio May 26, 2011 at 11:54 AM #

      ვიყავი, მაგრამ ფოტო არ ატვირთეს და მეწყინა ცოტა 🙂 ისე ძაან საყვარელი მაღაზიაა :)სიამოვნებით წამოვიღებდი რამოდენიმე რამეს კიდევ 🙂 :*

      • Manoni Tsartsidze May 30, 2011 at 3:29 PM #

        Gamarjoba, me var parfoisis brand manager da bodish gixdi rom sheni surati ar atvirtes chvenma partniorebma.
        ragc gaugebrobas aqvs adgili da ucileblad gavarkvev:)
        ganackenebuli rom ar dagvrche, nebismier dros shegidzlia moxvide chven magaziashi da specialuri dis. isargeblo, mxolod cinacar me damireke. manoni.

  2. fefinio May 30, 2011 at 3:51 PM #

    ძალიან დიდი მადლობა “Parfois”-ს, რომ ყურადღებით ეპყრობა მათ მომხმარებელს…ამ კომენტარმა ძალიან გამახარა…მაგრამ ისეთი საყვარელი რამეები აქვთ- გული ვერ მომითმენდა, რომ არ შევსულყავი, თუმცა წყენა მაინც მექნებოდა სადღაც იქით გულის კუნჭულში…ამ ფაქტს ვივიწყებ და განვაგრძობ მათთან მეგობრობას 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: