Archive | June, 2011

Back in Childhood

30 Jun

ახლავე მოგიყვებით, როგორ შეიძლება ბავშვის, კერძოდ 4 წლის ბავშვის  სამოსით თქვენც შეიქმნათ განწყობა, გარშემომყოფებსაც და დაბრუნდეთ უდარდელ ბავშვობაში.

ჩემს განკარგულებაში საკმაო ნივთები მოიპოვება “ბავშვურის” სახელწოდებით: ჩანთა მარწყვის პრინტით, მწვანე ბაყაყიანი ჩანთა, მაისური გარფილდის აპლიკაციით.და ამას სულაც არ გავურბივარ, რადგან მათ ხალისი მოაქვთ და ამას დართული ზაფხულია და ბავშვების სამოსში საკმაოდ ბევრი ფერადი ზაფხულის ტრენდი მოიპოვება, მთავარია ძალიან ბავშვობაში არ გადავარდეთ .

ქვემოთ კი ფოტოსესია ჩემი დისშვილის, ელისაბედის ჭიამაიის ტუტუ ქვედაბოლოში, რომელიც მისივე ნებართვით ჩავიცვი, (არ გეგონოთ უნებართვოდ 😀 ) ჩემი სტაფილოსფერი ტუტუთი არ დავკმაყოფილდი და შედეგიც სახეზეა 🙂 🙂

Photo: Marina Andreeva,  Nikon 

Style, Clothes: Irinka(fefinio), My Wardrobe and Elis Tutu Skirt

აქსესუარები, რომელიც არ ჩანს ფოტოებში 😀

Lady Bug

29 Jun

Photo: Marina Andreeva,  Nikon 

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe

Inka Cafe

28 Jun

ზაფხულია და ყველას გვინდა სადმე დავაღწიოთ თავი აუტანელ სიცხეს, ან უბრალოდ “ჰაერი შევიცვალოთ”, გარემო გამოვიცვალოთ და ვისვენოთ.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი ბორჯომია, კურორტი სადაც სიმშვიდისათვის უფრო ჩახვალ, ვიდრე გასართობად,ან ოჯახთან ერთად, წყლით სავსე ადგილი,თბილიდან-ცივამდე, გაზიანიდან-უგაზომდე.

სიმშვიდესაც სჭირდება ზოგჯერ გამრავალფეროვნება…

ხშირად ხვდებით კაფეს, რომელიც არამწეველთათვისაა განკუთვნილი?! სადაც შეგიძლიათ დასხდეთ და სუნი არ შეგაწუხებთ, თვალებს არ აიწვავთ და ბავშვსაც თამამად წაიყვანთ(თუ ეს უკანასკნელი გაგაჩნიათ :D)მე მასეთს არ შევხვედრივარ, ან ძალიან ცოტას…

Inka Cafe -პატარა კაფე, კლასიკური სტილის ინტერიერი,ზუსტად დასვენებისათვის განკუთვნილი კუნჭული, სადაც დაქალოჩკებთან ერთად, ან შეყვარებულთან, ან ოჯახთან ერთად შეხვალთ… დააგემოვნებთ Julius Meinlის ჩაის და საფირმო დესერტ “ინკა”ს.  მანამდე კი პიცა… გემრიელი…
ბორჯომში ერთადერთი ადგილი სადაც შეგიძლიათ არა ხინკლის, არამედ ნამცხვრის მისართმევად, ან არა ყანწებით ღვინის, ჭიქა ღვინის საწრუპად შეხვიდეთ…
იქიდან გამომდინარე, რომ ბორჯომი პატარა ქალაქია, აქ ყველას ოჯახის წევრებივით ექცევინ და ღიმილი არ ენანებათ.იმედია,ასე გაგრძელდება სულ 🙂
ერთადერთი, თუ წაგიკითხავთ ჩემი შეფასებები, ასეთ დაწესებულებების შესახებ, ისიც გეცოდინებათ, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ Wi-Fiს, რაც სამწუხაროდ ჯერ არაა და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ იქნება და მომავალ ჩემს ჩასვლაზე პირდაპირ იქიდან ავტვირთავ პოსტს…
ბორჯომი, 9აპრილის ქ.#2. 9April Str.#2, Borjomi.
…ასე რომ enjoy

Happy Birthday To Ya!!(or Most Stylish Girl)

28 Jun

25 ივნისს ელისაბედის(ჩემი დისშვილი) დაბადების დღე იყო და ყველა ვეცადეთ რაც შეიძლება ლამაზი დღე ჰქონოდა, ვფიქრობ გამოვიდა:

Zebra Everywhere

25 Jun

Photo: Irinka(Fefinio), Nikon and My Tripod

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe

Continue reading

Nature

24 Jun

Photo: Marina Andreeva, Natuka Andreeva. Nikon 

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe

Polka Dot VS Floral

24 Jun

Photo: Irinka(Fefinio), Nikon and My Tripod

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe