Inka Cafe

28 Jun

ზაფხულია და ყველას გვინდა სადმე დავაღწიოთ თავი აუტანელ სიცხეს, ან უბრალოდ “ჰაერი შევიცვალოთ”, გარემო გამოვიცვალოთ და ვისვენოთ.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი ბორჯომია, კურორტი სადაც სიმშვიდისათვის უფრო ჩახვალ, ვიდრე გასართობად,ან ოჯახთან ერთად, წყლით სავსე ადგილი,თბილიდან-ცივამდე, გაზიანიდან-უგაზომდე.

სიმშვიდესაც სჭირდება ზოგჯერ გამრავალფეროვნება…

ხშირად ხვდებით კაფეს, რომელიც არამწეველთათვისაა განკუთვნილი?! სადაც შეგიძლიათ დასხდეთ და სუნი არ შეგაწუხებთ, თვალებს არ აიწვავთ და ბავშვსაც თამამად წაიყვანთ(თუ ეს უკანასკნელი გაგაჩნიათ :D)მე მასეთს არ შევხვედრივარ, ან ძალიან ცოტას…

Inka Cafe -პატარა კაფე, კლასიკური სტილის ინტერიერი,ზუსტად დასვენებისათვის განკუთვნილი კუნჭული, სადაც დაქალოჩკებთან ერთად, ან შეყვარებულთან, ან ოჯახთან ერთად შეხვალთ… დააგემოვნებთ Julius Meinlის ჩაის და საფირმო დესერტ “ინკა”ს.  მანამდე კი პიცა… გემრიელი…
ბორჯომში ერთადერთი ადგილი სადაც შეგიძლიათ არა ხინკლის, არამედ ნამცხვრის მისართმევად, ან არა ყანწებით ღვინის, ჭიქა ღვინის საწრუპად შეხვიდეთ…
იქიდან გამომდინარე, რომ ბორჯომი პატარა ქალაქია, აქ ყველას ოჯახის წევრებივით ექცევინ და ღიმილი არ ენანებათ.იმედია,ასე გაგრძელდება სულ 🙂
ერთადერთი, თუ წაგიკითხავთ ჩემი შეფასებები, ასეთ დაწესებულებების შესახებ, ისიც გეცოდინებათ, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ Wi-Fiს, რაც სამწუხაროდ ჯერ არაა და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ იქნება და მომავალ ჩემს ჩასვლაზე პირდაპირ იქიდან ავტვირთავ პოსტს…
ბორჯომი, 9აპრილის ქ.#2. 9April Str.#2, Borjomi.
…ასე რომ enjoy
Advertisements

One Response to “Inka Cafe”

  1. mari May 10, 2013 at 9:16 PM #

    dzalian miyvars es kafeee

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: