Archive | June, 2011

OVS industry

18 Jun

ორი დღეა ახალი მაღაზია გაიხსნა პეკინზე, OVS industry, მე კი ვერაფრით შევძელი ცხვირის შეყოფა, ხან სად ვიყავი და ხან რას ვაკეთებდი.

ოვსი იტალიური ბრენდია, და მაღაზიათა ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს.

დღეს კი დავლაშქრე, მართალია შენაძენების გარეშე, მაგრამ მინდა ვთქვა, საკმაოდ კარგი, ყოველდღიური(cassual) სამოსი აქვთ, ძალიან მისაღებ ფასად. ბრიჯი 50 ლარი ღირდა ჯინსის, სამაჯური ძალიან ლამაზი, დაწნული 8 თუ 9ლარი, ყელსაბამი 19..ძალიან ნორმალური ფასებია, სასიამოვნო გარემოცაა, ძალიან ლამაზი და ტრენდული ქვედაბოლო ვნახე, ვინც ხილიან პრინტს ეძებს, შეუძლია გაეშუროს.

Tbilisi Open Air. June 12

18 Jun

ფესტივალი, Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს ჩატარდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, როგორც ხალხში ასევე მედიაში.

მუსიკალური ფესტივალების, ამ შემთხვევაში Tbilisi Open Air-ის მიზანი, არა მარტო მუსიკალური მხარეა, არამედ ცდილობენ ხალხს დასვენების, გართობის და დროის საინტერესოდ გატარების საშუალება მიეცეთ.

შევეცადე ფოტოებზე მაქსიმალურად ამესახა ადამიანები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს (დასვენება, გართობა და დროის საინტერესოდ გატარება) კარგად ასახავდა,ასევე არ დამვიწყებია დაფიქსირება ჩაცმულობის, რადგან მეორე დღეს შედარებით უფრო ნათელი და ფერადი ადამიანები მოვიდნენ.

Continue reading

მთვარის დაბნელება

16 Jun

სულ რამოდენიმე წუთის წინ 15 ივნისისა და 16 ივნისის გასაყარზე, ნდაიწყო მთვარის დაბნელება.მოვლენა, როდესაც მთვარე ექცევა დედამიწის ჩრდილის ქვეშ, ყოველ 11 წელიწადში ერთხელ ხდება.

დღევანდელი მთვარის დაბნელება, შეიძლება უნიკალურად ჩაითვალოს, , რადგან იგი ყველაზე ხანგრძლივად ითვლება ბოლო 11 წლის განმავლობაში.სრული ფაზის ხანგრძლივობა გასტანს 1საათსა და 40 წუთს, საერთო დრო კი 6 სააათი.

კიდევ ერთი მთვარის დაბნელება მოსალოდნელია 10 დეკემბერს,2011 წელს

Tbilisi Open Air 2011 (June 11)

15 Jun

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 11-12 ივნისს გაიმართა, სადაც მონაწილეობას 20 მუსიკალური ბენდი იღებდა: საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ფესტივალზე:საკვები და სასმელი არც ისე ძვირი იყო, მაგამ არც ისე გემრიელიც, პირველ დღეს მოედანი განათებული არ იყო, თამამად შეგეძლო გადაგეარა ვინმესათვის თავზე, მაგრამ მეორე დღეს ეს პრობლემაც გამოსწორდა და ძალიან გამიხარდა. იმედია, დროთა განმავლობაში ფესტვალი უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ იგი არა ნაწილს, არამედ მთლიან იპოდრომს გაავსებს.

Street Style:ფესტივალები მისასალმებელია და მხიბლავს თავისი გამორჩეული ჩაცმის სტილით,აქ იკრიბება ხალხი ვისთვისაც გართობა, დასვენება და მუსიკა წინა პლანზეა წამოწეული.

ჩემი მიზანი იყო შემეფასებინა აქაური street style და გამეგო რამდენადაა ჩვენში ჩამოყალიბებული ფესტივალის კულტურა, ასევე მომესმინა მუსიკისათვის და შევხვედროდი მეგობრებს.

ასე რომ, მოვიმარჯვე ფოტოკამერა და…სამწუხაროდ ძალიან ბევრი განსაკუთრებული ვერ ვნახე, ძირითადად პანკური სტილი ჭარბობდა და თითქმის ერთნაირად, მხოლოდ ფერები თუ განსხვავდებოდა.ტრენდებს “სანთლით ვეძებდი”, რამოდენიმე ვიპოვე, მაგრამ არ კმარა…ფესტივალია!!

Continue reading

NK style. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 2011

14 Jun

ნანუკა ქართველიშვილი, უსაყვარლესი  და ძალიან გემოვნებიანი ადამიანია, დაამთავრა სამხატვრო აკადემია, MASICHI Shoes-ში ფეხსაცმლის დიზაინერია.

საგამოფენო ცენტრ “მუზაში” მას კოლექცია NK style-ით ჰქონდა გატანილი.

როგორც თვითონ აღნიშნა, კოლექცია შთაგონებული იყო მერლინ მონროთი, ალბათ იმიტომ, რომ იგი ყველა დროის ძალიან მოდურ ადამიანად რჩება და დღესაც აქტუალურია სამოსი მერლინის გამოსახულებით, ნანუკამ კი მისი ფოტო საკუთარ ფეხსაცმელებზე გამოიყენა და საკმაოდ კარგადაც!!

ფეხსაცმელები ტენდენციებს პასუხობდა: წინ მოჭრილი ცხვირით(peep toe), ცხოველური-კერძოდ ზებრის პრინტით, რეპტილიის პრინტით. ასევე, არ შემძლია არ ვახსენო ყვეელაზე ლამაზი და მიმზიდველი ფეხსაცმელი ეგვიპტური იეროგლიფებით, რომელიც ფოტოს გარეშე ჩამრჩა მეხსიერებაში, მაგრამ თქვენთვის ფოტო მაინც წამოვიღე, რომ დარწმუნდეთ, მართლა რა ლამაზად გამოიყურება 🙂

ნანუკას კი წარმატებას ვუსურვებ 🙂

ნუცას აქსესუარები. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 2011

14 Jun

ნუცას აქსესუარები პირველად ჩემს ბლოგზე მოდის კვირეულზე ვახსენე, მაშინ გავცანი ნუცას ქმნილება Fefe(კონკია), რომელიც ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა, ერთად დავდივართ ყველგან…ამ გამოფენაზეც ერთად წავცუნცულდით.

ასე შეყვარებული ნუცას თოჯინებზე-აქსესუარებზე მარტო მე არ ვარ, ისინი პირველივე დანახვისას რაღაც საოცარ მიმზიდველობას ფლობენ.როგორც თავად ნუცა ამბობს მათი კეთებისას საკუთარ ნაწილსაც აყოლებს და ეს იგრძნობა კიდევაც…

ქვემოთ კი ამ გამოფენის მონაწილენი:

ფისო, უულამაზესი..ძალიან საყვარელი, თავიდან იმდენი სილამაზე იყო ვერ შევამშნიე, რომ დავინახე თვალი ვერ მოვწყვიტე, სამწუხაროა, რომ არ შევიძინე.

Continue reading

ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა 2011

14 Jun

12-13 ივნისს, კულტურის ცენტრ “მუზა”-ში 2011 წლის ხელნაკეთ აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა,სადაც ბევრმა ოქროს-ხელის მქონე ადამიანმა მოიყრარა  თავი საკუთარი ნაკეთობებით.

მომივიდა თუ არა მოწვევა, მაშინვე ამენთო ინტერესის გრძნობა გულში, მე და Fefeმ გამოვპრანჭეთ ერთმანეთი და გავემართეთ გამოფენისაკენ.

შესვლისთანავე არნახული სიჭრელე დამხვდა და კიდევ უფრო გავხალისდი, რადგან კარგად იგრძნობოდა რომ ზაფხული იყო…მაქმანები, მძივები, ტყავი, მინანქარი, თექა….სამაჯური, ყელსაბამი, გულსაბნევი, საყურე….ფეხსაცმელი…ყველანაირი აქსესუარის გამოვლენა.სადაც აშკარად ჩანდა ზაფხულის ყველა ტრენდი.

გადავიღე ბევრი ფოტო, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, თან კომენტარებსაც დავურთავ.

Continue reading