Vintage Clothing

3 Jul

“ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული ძველია” და ზუსტად ამ გამოთქმის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინტაჟი არასოდეს კარგავს აქტუალურობას და თანამედროვეობაში უფრო ხშირად გაისმის. თუ გადავხედავთ გასული ათწლწულების მოდას, მკაფიოდ დავინახავთ, რომ ჩვენს დროში ველოსიპედს არავინ იგონებს და ყველაფერი გასული საუკუნეების ჩაცმულობის ელემენტებზეა აგებული. ეს, რა თქმა უნდა, არც კარგი და არც ცუდი გაგებით, რადან ჩვენ ეს მოგვწონს, ჩვენ ამას ვიცვამთ…უკანასკნელ წლებში, მაღაზიებში დიდი რაოდენობითაა ასეთი ტიპის სამოსი, მაგრამ ბევრ პოტენციურ მყიდველს აშფოთებს განსხვავება  ვინტაჟსა და ძველს შორის.

და მაინც რა არის ვინტაჟი?!(vintage clothing):

სიტყვა ვინტაჟი(vintage) გამოიყენება ღვინის ტერმინოლოგიაში, სადაც vintage wine, დაწურულია მარცვლებისაგან, რომელიც ერთი და იგივე წლოვანებისაა. ხოლო სამოსისათვის სიტყვა ვინტაჟი, ეფემიზმურად გამოიყენება, რადგან სიტყვა ძველი, დამეთანხმებით, ამ შემთხვევაში უფრო ნეგატიურ ფორმას იღებს.

სამოსს ვინტაჟი მაშინ ერქმევა, როდესაც იგი 20დან-100 წლამდე მერყეობს, ჩვენს შემთხვევაში, სამოსი 1920-1980იან წლებში არის ვინტაჟი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პერიოდი იცვლება და სტილის ელემენტები, რომელიც იყო ვინტაჟი და ასცდა  100 წელს, იქცევა ანტიკურ სამოსად.

აქედან გამომდინარე ვინტაჟი სამოსში არის, ძველი სამოსის ფორმები: მაღალწელიანი შარვალი, მაქმანი და ათასი სხვა რამ, რომელიც  დიზაინერებისა და ცალკეული ადამიენები მიერ გადმოტანილია თანამედროვეობაში და მიღებულია ხალხის მიერ.

ასეთი ტიპის სამოსით ვარირება ათასნაირად შეიძლება, შეგიძლიათ თანამედროვე ელემენტებით დატვირთოთ და ასეთი ტიპის mix უფრო გამორჩეულს ხდის სამოსს, რადგან მათი ერთად ჩაცმა საკმაოდ რთულია. ან თავიდან ფეხებამდე წარსულში გადაეშვათ. ფრანგ ქალებზე ნათქვამია, რომ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ატარებენ სამოსს გასული სეზონებიდან ან ურევენ სტილს სხვადასხვა დიზაინერების კოლექციიდან. ეს მათ საშუალებას აძლევს უფრო გამორჩეულები იყვნენ და არ შეერიონ ერთფეროვან, ტრენდებს აყოლილ მასას.

ვინტაჟი კი უფრო ფართე არჩევანის  საშუალებას და უნიკალურობის გრძნობას  გვაძლევს.

ასე რომ, თუ იყიდეთ სამოსი და მსგავსი ბებიის ფოტოზე ნახეთ, ნუ გაიფუჭებთ განწყობას იმაზე ფიქრით, რომ ძველმოდური ხართ 🙂

ულამაზესი, რომელსაც ეხლაც სიამოვნებით ჩავიცვამდი, ( სიტყვა “სიამოვნება” ისე მძაფრად ნათქვამი არაა, როგორი გრძნობაც ამ კაბის მიმართ მაქვს.) Chanel აბრეშუმის მაქმანებიანი კაბა, 1937 წელი. გამოტანილ იქნა  Chanel-ის გამოფენაზე მეტროპოლიტენ მუზეუმში(Metropolitan Museum of Art.)

Chanelcouture silk lace/tulle dress, c.1937. Label: “Chanel” with couture number on the back. Featured in the Chanel exhibit at the Metropolitan Museum of Art.

Sonya Rykiel Vintage 2011

Vintage Wedding Dresses

40s Vintage clothes50s Vintage Dress80-90s Vintage dresses

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: