One Colorful Evening

4 Jul

ყოველი ურთიერთობა, დროთა განმავლობაში მოითხოვს update-ს, ეს გასაკვირი არაა და იმას არ გულისხმობს, რომ ადამიანებს შორის რაიმე პრობლემაა… უბრალოდ, ინგლისურში კაგი სიტყვაა-refresh-ს საჭიროებს(შესატყვის ქართულს ვერ ვუძებნი.)

რით შეიძლება გაიხალისო და გაიმრავალფეროვნო ურთიერთობა?! სულ მარტივია, არ არის ყოველი დღე რესტორნით თუ განსაკუთრებული საჩუქრებით დაიტვირთოს, მთავარია გინდოდეს ამრავალფეროვნო და ყველაფერი კარგად იქნება.

ე.ი. გვესაჭიროება:

-ერთი ადამიანი, რომელიც ყველა შენს ხუშტურს იტანს 😀 ჩემს შემთხვევაში თემო 🙂

-სურვილი და განწყობა.

-ცოტაოდენი სასუსნაო. ჩვენს შემთხვევაში Goodwill-იდან გამოტანილი სალათები, წვენი, ნამცხვარი და მთავარი! სანთლები!! 😀 ალკოჰოლიც შეიძლება, თუ საჭესთან არ სხედხართ.

-ადგილი, არ არის აუცილებელი გადაკარგული და ადამიანის მიერ ფეხდაუდგამი 😀 ჩვენს შემთხვევაში, ნუცუბიძის პლატოს ახალ გზასთან, საიდანაც თბილისის ხედი იშლება.

-ძირს დასადები პლედი ან რაიმე…ჩვენს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ სპონტანურად წავედით, ტომარა გამოგვადგა, რომელიც მანქანაში ეგდო.

-მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში fefe.ge-ს დომენის დარეგისტრირება, მაგრამ ეს პუნქტი აუცილებელი არაა, შეგიძლიათ უმიზეზოდ დაიწყოთ, შემდეგ კი მოიფიქროთ და დაარქვათ სახელი.

-კარგი იქნება თუ ფოტოკამერაც გექნებათ. ჩვენ აღჭურვილნი ვიყავით: ფოტოკამერით, სამფეხითა და პულტით. ფოტოსესიაც მოვიწყვეთ, რაც დროის სასიამოვნოდ გატარებაში უფრო დაგვეხმარა.

ძალიან კარგი საღამო გამოვიდა…

Advertisements

One Response to “One Colorful Evening”

  1. meka July 14, 2011 at 10:54 PM #

    so sweet ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: