Modern Serenade

6 Jul

გრძნობის  რამდენი გამოვლინება არსებობს??  ბევრნაირი, სულ სხვადასხვა. ერთ-ერთი მათგანი კი სერენადაა. რა არის სერენადა?-მუსიკალყრი შესრულება, კომპლიმენტის სახით, რომელიც შესრულებულია პატივისცემის, დაფასების და სიყვარულის გამოვლინების მიზნით… აპრობირებული მრავალი საუკუნეების და მრავალი ქვეყნის მიერ 😀  დრო კი მიდის და გრძნობის გამოვლინებების მუსიკალური ფორმებიც იცვლება.

რას აკეთებდნენ ადრე:

1. იძიებდნენ  სა თავს იჭყლეტდნენ გოგოს საყვარელ სიმღერას.

2. სწავლობდნენ ამ სიმღერას, თუნდაც ცუდი სმენა ჰქონოდათ.

3. იგონებდნენ შესრულების ადგილს, ყველაზე ცნობილია-გოგოს აივანთან. (ამასაც კარგი event management უნდა..აქსესუარები-სანთლები, ცეცხლი… გულები და ათასი რამ).

4. ბოლოს მღეროდნენ.”ანტიკურ” დროში ეფექტური იყო.

გოგო კი ხან იყო სახლში ხან არა, ზოგჯერ მშობლები გამოცვივდებოდნენ და ასე…

შემდეგ, გახსოვთ აუდიო კასეტები? მათზეც  წერდნენ სიმღერას საკუთარი შესრულებით და უგზავნიდნენ საყვარელ ადამიანს… ესეც ვინტაჟია, ჩვენს დროში ცოტას თუ მოეპოვება ასეთი ტიპის კასეტის მაგნიტოფონი, CD-ც მოძველდა… მაგრამ არ გამქრალა და მჯერა დღესაც არიან ადამიანები, სიყვარულით დამწვარი, აივნის ქვეშ მომღერალი. გიტარით ხელში, საკუთარი დაწერილი სიმღერით.(მე მომწონს) თუმცა ადამიანები ნაკლებად რომანტუკულები გავხდით, დრო მოვიდა მასეთი, თუ დრო აღარ გვაქვს მისთვის.

როგორია “თანამედროვე სერენადა” ?! გაჩნდა ინტერნეტი, Dj. mixer და skype.

ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც იცი რომ მთელი Dj. სეტს შენ გიძღვნიან, უმაგრესი და ხალისიანიც 😀 არც მეზობლის ფლოსტი მოხვდება ბიჭს თავში, “ხმა ჩაიწყვიტე ბავშვს ძინავსო”, არც აუდიოკასეტის ფირი გაწყდება და მერე ფანქრით უნდა გადაახვიო (ეს ყველას გამოუცდია ალბათ) არც CD დაგეკაწრება და შიგადაშიგ არ გაჭედავს.

ასე რომ, მამაკაცებო!! ჩვენ გულის სიღრმეში მაინც რომანტიკოსები ვართ, ცოტა მესაკუთრეებიც , მართალია ამისათვის ფიქრი და ცოტა უფრო მეტი კრეატივია საჭირო, რომ გულის იმ სიღრმეს მიაღწიოთ, მაგრამ შეუძლებელი არაა 🙂

მე კი, ამ პოსტით ჩემი მხრიდან მადლობა გამოვხატო და ჩემი გრძნობებიც მივაყოლო ზედ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: