Pizzeria Fiorino

16 Jul

რამოდენიმე დღის წინ, უცნაური სურვილი გამიჩნდა პიცა(Pizza) და კოკა-კოლა(Coca-Cola) ერთად, არა, ეს უცნაური არაა, კოკა-კოლას ბოთლი-ფლოსტებიანი ნახატით მინდოდა 😀 ასეთი სასაცილო სურვილები ხშირად მაქვს, მაგალითად: ჩაი, დაბალ გაშლილ ჭიქაში,კოკტეილი კოსმოპოლიტენი(Cosmopolitan) აუცილებლად მარტინის ჭიქით უნდა იყოს, მოკლედ, გემო და ვიზუალი ერთიანდება ხოლმე ჩემში და თუ ერთი არაა მეორეთი ვერ ვკმაყოფილდები.

სურვილები ვახსენე და გზას გადავუხვიე…მოკლედ ჩემი სურვილების ასასრულებლად, მე და თემო წავედით პიცერია ფიორინოში (Fiorino)… პიცერია ჰქვია… ნორმალური ადგილია, რბილად დაჯდები, ზაფხულობით გარეთაც აწყობენ, მოწნული სკამებით… მაგრამ, ჩვენ შიგნით ვარჩიეთ, რბილად დასხდომა, შესვლისას, არ ვიცი ვერ შეგვამჩნიეს, თუ რა მოხდა, მენიუს ლოდინით მთელი ალბომი გადავათვალიერეთ ლეპტოპში, არც კი მოსულან, სანამ არ დავუძახეთ, პერსონალი მომღიმარი და თავაზიანი აღმოჩნდა, ისეთი ეგზემპლიარი არ იყო, როგორიც დონატებში ერთხელ…

პიცა კაპრიჩოზა(capricciosa) და კოკა-კოლა შევუკვეთეთ, დიდი ხანი არც მოგვიწია ლოდინი, თან ისევ ფოტოებით ვიყავით გატაცებულები, ამასთან შემთხვევით გვერდზე მაგიდასთან მსხდომების დიალოგი მესმოდა, საერთოდ მიყურადება არ მიყვარს, მაგრამ მოსაუბრე ისე იყო საკუთარი პრობლემების მოყოლით გართული, რომ არ შემეძლო არ დავინტერესებულიყავი, თან გამომძიებელივით ვადგენდი სად შეიძლება მუშაობდეს, რა თანამდებობაზე და აზარტში შევედი და ამითაც კარგად გავერთე 😀 პიცაც მოიტანეს თხელი ცომით იყო, მაგრამ ზედა ფენაც თხელი იყო ძალიან, ცოტა მშრალიც მომეჩვენა, დიდი ექსპერტი ვერ ვარ პიცებში, მაგრამ ადამიანურ დონეზე ვხვდები, რომ არც თუ ისე ასაღფრთოვანებელია.

პიცის რა მოგახსენოთ,არც Wi-Fi იყო (შესაძლოა იმ დროს იყო გამორთული, არც კი ვიც საერთოდ თუ აქვთ), მაგრამ სასიამოვნო მუსიკაა, საპირფარეშოც სუფთაა, მათი პატარა “ვაფლის” ხელსახოცები მომწონს, ხელის გასამშრალებელი…კიდევ “toothpicks” აქვთ და კარგია, ბევრგან იგი არაა, გული მწყდება, რომ საღეჭი რეზნების კულტურა არაა ანგარიშთან ერთად რომ მოიტანონ, ერთი, ჩინურ რესტორან პიკასოშია(Piccasso), მეტს ვერ ვიხსენებ.მინუსები და პლიუსები რომ დავივიწყო მყუდრო გარემოა და კარგად ვისხედით,  წამოსვლისას კი დამშვიდობებაც არ დავიწყებიათ.

Advertisements

2 Responses to “Pizzeria Fiorino”

  1. Dodka July 20, 2011 at 1:32 AM #

    ლოლ, აუ როგორ არ მიყვარს ფიორინო არადა. ნუ, ერთი, რომ ვაიფაი არაა, მეორე, საჭმელები აქვთ არც ისე აღსაფრთოვანებელი და მომსახურება – ცუდი. როგორც წესი, ყურადღებას არ გაქცევენ, სანამ არ გაიხლიჩები ხელის ქნევით ://

    • fefinio July 20, 2011 at 1:38 AM #

      ანუ, რომ არ შეგვამჩნიეს დაუდებრობით არ მომხდარა?! მე კიდე გავამართლე, Wi-Fi ერთ-ერთი ყველაზე მთავარია და ძალიან ცუდია რომ არაა, მაგაში გეთანხმები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: