Day Time

20 Jul

გასული დღე საკმაოდ სასიამოვნო იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ რამოდენიმე ადგილას ვიყავი რამაც პოსტის თემა მომცა, მერე Sophie Grioto-საგან წერილი მივიღე რასაც მოგვიანებით პოსტში მოვყვები და კიდევ ერთი  PR. სკოლაში ვიყავი და საკმაოდ დამღლელი ლექცია იყო, რამაც კმაყოფილების გრძნობა გამიჩინა.

ახლა კი თავიდან: პირველი რაც გავაკეთეთ მე და თემომ Coffe Time-ში შევლა. იყო coupon.ge-დან კუპონი გვქონდა შეძენილი და ამის ექსპერიმენტირებას პირველად ვახდენდით, სხვათაშორის ძალიან კარგი შემოთავაზებებია ხოლმე, ნახევარ ფასად ან რაღაც ფასდაკლებებით სხვადასხვა პროდიქტზე, ასეთივეა swoop.ge-ც, სადაც სხვადასხვა შემოთავაზებაა ფასდაკლებით. ერთ-ერთი დაწესებულება Coffe Time იყო,რომელსაც ეს აქცია ჰქონდა, თან ჩემთვისაც საინტერესო იყო ეს ადგილი, რომ თქვენთვის მომეყოლა რა ხდება იქ, იქნებ უცებ  გამოგადგეთ ინფორმაცია.

Coffe Time– 6 მაგიდა რბილი სავარძლებით, ორიც-ორი პერსონისათვის განკუთვნილი, ასევე საზაფხულოდ გარეთ გატანილი მაგიდები. ყურადღებიანი პერსონალი…ასევე არ ვიცი სადაურია, მაგრამ ეგზოტიკური და სალმიანი ბარმენი  ჰყავთ.თამამად შეგიძლიათ წაიყვანოთ უცხოელი სტუმარი, მათთვის აშკარად კარგი გარემოა. აქვთ Starbucks-ის ყავა,     Wi-Fi. ინტერიერი, ყავასთან და მის ქილასთან ასოცირებული ფერები-ყავისფერი, შავი, წითელი. აფრიკელი ქალების პაწაწა ქანდაკებები თაროებზე და ცნობილი ფოტოგრაფების-ცნობილი ფოტოები( Alfred Eisenstaedt-The smooch seen around the world, ასევე John lenon and yoko ono-happy xmas-(war is ower)) ყავის, ეიფელის, Beatles-ის ლენონის და იოკოს და ა.შ. გამოსახულებით რაც დამამახსოვრდა. როგორც მისამართშია მითითებული ზ.ფალიაშვილის 32, რამდენად სწორია არ ვიცი, რადგან ზუსტად 32 ნომერთან გავაჩერეთ მანქანა და აღმოჩნდა, რომ იგი “გეგეშიძის” ბაღში მდებარეობს, რომელიც 36 ნომრის შემდეგაა. ასევე, ერთ-ერთი არაკომფორტული პროცედირაა კუპონის სიაში ხელის მოწერა, რაც არა დაწესებულების არამედ coupon.ge-ს მოსაგვარებელია. ეს ორი ელემენტი იყო რამაც შემაწუხა, სხვა მხრივ საკმაოდ კარგად მოვერგეთ სიტუაციას-ტირამისუ და ყავა მივირთვით და პრეტენზია არ გამჩენია.

განწყობის შექმნის შემდგომ, GEPRA-ში წავედით, სადაც პრეზენტაციის საკითხები გვქონდა გასარკვევი, შემდეგ PR. სკოლაში სადაც ოთარ ქირიას ლექცია გვქონდა და რაზეც უკვე აღვნიშნე, რომ მომეწონა თქო და შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ Art გენზე ვერ ვასწრებდით მისვლას, მოშიებულები Texas Chicken-ისაკენ გავემართეთ, შესულები ცოტა დავიბენით, რადგან New York Burger  და  Texas Chicken ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ, ეხლაც ვერ ვხვდები რა ხდება იქ, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა რომ NYB-ში ვივახშმეთ, ჩვეული მენიუ ავიღეთ, რასაც Mcdonald’s-ში მივირთმევთ ხოლმე: fries, რომელიც ისევ ამ უკანასკნელს შევადარებ და არ მომეწონა, ჰამბურგერი-შედარებით უფრო დიდია და მომეწონა, რადგან შიგ სალათის ფურცლები და სხვა სოუსივით აქვს დამატებული და ვანილის შეიქი- არც ისე, რაღაც გემო დაყვება, რომელიც აშკარად არ მესიამოვნა. მომსახურეობა-ზრდილობიანი ღიმილისაგან შესდგება. საბოლოო ჯამში, რაღაც უნდობლობას მაინც იწვევს ჩემში. ინტერიერი ჩვეული სწრაფი კვების ობიექტისათვის დამახასიათებელია: სუფთა,  T.CH. ყვითელი,  NYB კი წითელ ფერში, Wi-Fi არის და 11 საათზე იკეტება,რამაც ჩვენს შემთხვევაში არ გაამართლა, თავიდანვე ვერ დავუკვრირდით  კარზე მიწერილ დროს და 15 წუთში მოგვიწია
შესანსვლა, მართალია არ გავუგდივართ არავის,მაგრამ ჩვენც გვესმის, რომ არავის უყვარს ზედმეტი დროით სამსახურში, ორი ადამიანის გამო ყურყუტი.

და ბოლო სიახლე, რაც მთელი დღის განწყობას გასდევს ფონად.  Sophie Griotto– დიზაინერი და ულამაზესი მოდური ილუსტრაციების ავტორი…მის ილუსტრაციებზე დიდი ხანია შეყვარებული ვარ და ყურებით ვერ ვძღები.რა თქმა უნდა, თავისუფლად შეიძლება google-დან გადმოვიწერო ფოტოები, რომ მისი ლამაზუნა გოგოები გამოვიყენო, რადგან ბლოგის ახალ დომეინზე მზადების პროცესში ვარ და დიზაინში გამოყენება მსურს, ამისათვის სოფის მეილზე მივწერე თხოვნით, რადგან არ მინდოდა საავტორო უფლებები დამერღვია და მეც რატომღაც უხერხულად ვიგრძნობდი თავს, მართალია, უცნობი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ადამიანის წინაშე. დღეს კი მივიღე პასუხი, რომ თამამად შემიძლია გამოვიყენო და ამ ფაქტმა უფრო გაამძაფრა ჩემი გრძნობა ამ ახირებისადმი, რადგან თავად ავტორისაგან მივიღე თანხმობა. თუმცა, რამოდენიმე დღეში სანამ პასუხის იმედი გადავიწურე, ასევე ძალიან ლამაზი “ჰედერი” უკვე მზად იყო, ეხლა კი დილემის წინაშე ვდგავარ, როგორ მოვიქცე, ის კი გარდაუვალია, რომ ამ გოგონებს გამოვიყენებ, მაგრამ როგორ ამას უკვე ახალ ბლოგზე იხილავთ 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: