Festival Clothing

22 Jul

Art გენის ფესტივალმა თემის საბაბი მომცა, თემა კი ასეთია: რა ჩავიცვათ და რა ნივთები დაგვჭირდება ფესტივალზე?

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში იმრავლა სხვადასხვა სახის ფესტივალებმა აუცილებლად უნდა გვქონდეს ერთი Kit-ი საჭირო ნივთებისა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება.

პიველ რიგში, ჩაცმულობას უნდა მივაქციოთ ყურადღება,რადგან სამოსი , რაშიც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ხელს უწყობს ჩვენს განწყობას და იქაური სიტუაციის უფო კარგად “შერგებას” მართალია ბევრ გოგოს უყვარს “წკაპუნებზე” გამოპრანჭვა, როდესაც სახალხოდ გადის გარეთ, მაგრამ ფესტივალზე სასურველი არაა, ერთი, იმიტომ რომ არაკომფორტულად იგრძნობთ თავს, რადგან უმეტესობა ფესტივალების ისეთ გარემოშია, სადაც მინდორი, მიწა ან ათასი ქუსლებისათვის მოუხერხებელი ადგილია, თუ მაღალი ფეხსაცმელი აუცილებლობას წარმოადგენს, რაიმე კომფორტული პლატფორმიანი(ტანკეტკა) ფეხსაცმელი ჩაიცვით, ზაფხულში კი ე.წ. სანდლები გადასარევი ვარიანტია, ასევე კეტები და სხვადასხვა სპორტული ფეხსაცმელი. წვიმიანი ამინდისას კი ბოტებიც თქვეს განკარგულებაშია.

ქვედა ნაწილი(bottom): გრძელი(maxi) ქვედაბოლო-bohemian სტილში, შორტები, ჯინსის შარვალი, ასევე მოკლე (ზარი) ქვედაბოლი, რამდენად მოხერხებული იქნებით “ფანქარ” ანუ მთლიანად ტანზე მომჯდარ ქვედაბოლოში თქვენი გადასაწყვეტია, ისიც იცოდეთ სკამი ან მისდაგვარი დასაჯდომი ადგილი ფესტივალებზე ნაკლებადაა, ამიტომ ძირს ჯდომა მოგიწევთ 🙂

ზედა ნაწილი კი ფეხსაცმელისა და ქვედა ნაწილის გავლენიტ უნდა აირჩიოთ, ამინდიც გაითვალისწინეთ, თუ თხელი სამოსით მიდიხართ, მოსაცმელი მაინც გაიყოლეთ, ზოგჯერ წვიმამ და ქარმა მოულოდნელად იცის თავდასხმა.

ჩანთა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია: კარგი იქნება(ისევ სამოსის შესაფერისად) ზურგჩანთა თუ გექნებათ, მათი გარეგნული სახე სხვადასხვაგვარია, გოგუშკურიდან-სპორტულამდე, ერთი ხელს არ შეგიშლით სიარულსა თუ გართობაში, თუ ცეკვა გიყვართ, ზედმეტად ხელში არაფერი გექებათ, თან საკმაოდ ტევადია, იგივე მოსაცმელის ჩასადებადაც აუცილებლად დაგჭირდებათ. ასევე გვერდზე გადასაკიდი(cross body) ჩანთაც საკმაოდ მოსახერხებელია.

როდესაც სამოსს არჩევთ, სურვილისამებრ თემატურად ჩაცმა შეგიძლიათ, მუსიკის სტილის სიმბოლურად ან რაიმე თემატური დღის შედაბამისად. მაგალითად, Art გენზე, ჯგუფი “რეგიონის” თემიდან გამომდინარე ისინი Reggae-ს ასრულებენ, სამაჯური წითელ-ყვითელ-მწვანეში შევირჩიე და ჩაცმულობაც შევეცადე მლიანად მოხდენოდა მუსიკას.

რა ნივთები დაგჭირდებათ? სათვალე,  ქუდი… ხელსახოცი, სარკე დარწმუნებლი ვარ ყველას ჩანთის განუყრელი ნაწილია, წყალი-ხშირად იქვე იყიდება, მაგრამ თავიც რომ დაიზღვიოთ, სასუსნაოები: თხილი,კრეკერი და ესეც გემოვნებისამებრ, იქ საკმაოდ დიდი ხანი მოგიწევთ ყოფნა, თავიდანვე შეათვალიერეთ ნაგვის ურნა, რომ შემდეგ ბევრი არ ეძებოთ ნაგვის გადასაყრელად 🙂 როგორც ვთქვი თავში, დაჯდომა ძირს მოგიწევთ, ამიტომ დასაფენი-რაიმე პლედი, ან “პარალონი” ან სულაც პოლიეთილენის პარკი იქონიეთ.

ესაა ძირითადი რაც ფესტივალებზეა საჭირო, თუ რაიმე გამომრჩა შეგიძლიათ კომენტარბში დამეხმაროთ 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: