Camping-მოგზაურობა სახლით

30 Jul

ზაფხულია და ყველა ცდილობს რამენაირად დაისვენოს, თუნდაც მთელი წელი უსაქმურად გაეტარებინა.  ამ ყველასაც სხვადასხვაგვარად გამოსდის: მთა, ზღვა, ბარი, ქალაქთან ახლოს-შორს, ქალაქშივე-მაგალითად აუზი და ა.შ

მაგრამ, თუ კარავით გადაწყვიტეთ ცხოვრების გახალისება, ეს პოსტი თქვენთვის დამიწერია 🙂

როდესაც პირველად კარვით ვიყავი, მივხვდი, რომ დიდი ორგანიზება სჭირდება ამ საქმეს…შემდეგ კი ვისწავლე…ამიტომ თუ პირველად მიდიხართ, ყველაფერს თავიდან გადაავლეთ თვალი, რადგან შეიძლება ისეთი რამე დაგჭირდეთ, რაც შინ დიდი ხანია არც გაგხსენებიათ…

გაიხსენეთ რას აკეთებთ მთელი დღის განმავლობაში: დგებით, აბაზანაში შედიხართ, საუზმობთ და ა.შ. რა ნივთებს იყენებთ და საქმე ბევრად გაგიადვილდებათ…

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ სად მიდიხართ კარვით-სადაც ცივილიზაცია არაა, ანუ მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები, თუ პირიქით. ამაზე დაყრდნობით, თუ ადგილი ისეთია სადაც შეძლებთ რაიმეს ყიდვას, ისიც გასათვალისწინებელია ფული რამდენი გაქვთ,რადგან ეს ფაქტორიც მეტყველებს თქვენი ბარგის წონაზე, იმ შემთხვევაში თუ ფული საკმარისად გაქვთ, შეგიძლიათ დანისნულების ადგილას შეიძინოთ საკვები და წვრილმანები(ესეც ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობს)                                                                                                                      ყაზბეგი

  1. რაც ძალიან მნიშვნელვანია, გჭირდებათ კარავი, მხოლოდ გაითვალისწინეთ, როდესაც კარავი დასველდება წვიმისაგან, ან დაიორთქლება შიგნიდან, ხელი არ გაუსვათ, თქვენ გარანტირებული გექნებათ წვიმის ქვეშ ძილი.                                                                                          ნეძვი
  2. საძილე ტომარა, არ იფიქროთ, რომ იგი ზაფხულში არ გამოგადგებათ, შეიძლება ისეთ სიცივეში ამოყოთ თავი, თქვენს მეგობარსაც გააძროთ 😀 არის სხვადასხვაგვარი მატერიის, მე პირადად “დუტი” ქურთუკისმაგვარი მაქვს თან მსუბუქია.                                                                  ქობულეთი
  3. ე.წ. “პარალონი”, ქვეშაგი, რომელსაც საძილე ტომრის ქვეშ დებენ, რომ კენჭებმა და ზედმეტობებმა არ შეგიშალოთ ხელი ძილისას, იგი ბევრ რამეში გამოგადგებათ, დასაჯდომად, წამოსაწოლად დასვენებისას და ა.შ.
  4. პირსახოცი, რაც შეიძლება მსუბუქი და შეძლებისდაგვარად პატარა.
  5. მოკლე შარვალი(Shorts), შარვალი,თბილი და გრილი ზედა-რამოდენიმე, კეტები, ღია ფეხსაცმელი-სანდლები, ქუდი ან თავსაფარი, სათვალე, თხელი,სიფრიფანა კაბა(სურვილისამებრ. მე ბევრჯერ გამომდგომია, სწრაფად გადასაცმელად, ძალიან მოსახერხებელია).შეეცადეთ “პრონწკი ნივთები” დატოვოთ, რის გარეშეც ცხოვრება ფერებს არ დაკარგავს, გზაში ასანთის ღერიც კი ერთი ფუთი მოგეჩვენებათ, მაგრამ ისეც არ გამოვიდეს, რომ სუუარაფროდ წახვიდეთ 🙂                                                                                                 ბორჯომი
  6. წინდები, საცვლები-იმდენი ან მეტი რაოდენობით, რამდენი დღითაც მიდიხართ, საბანაო კოსტუმი.             ლიბანი(დაბაა საქართველოში, სხვა ლიბანში არ აგერიოთ)
  7. საწვიმარი, ბოტები-წვიმა თუ შემოგესწროთ, ჩანთებით დატვირთული-ქოლგას ვერ დაიჭერთ.                                                                       სოფ.ხვანი
  8. თერმოსი, ცხელი-ცივი წყლისათვის, ძალიან მოსახერხებელია, კარგი იქნება მისთვის სპეციალური ჩანთა თუ გექნებათ ძირითად ჩანთაზე გარედან დასაკიდად, რადგან მუდამ ხელთ გქონდეთ.
  9. ჭიქა, თეფში, ჩანგალი, დანა(“მონაირული”), შეგიძლიათ პატარა გაზის წაღებაც, რომელიც არც თუ ისე მძიმეა და საკმაოდ გამოსადეგია, ან ჩვეულებრივად კოცონის რომანტიკით დატკბეთ.                                                                          ნეძვი
  10. ასანთი, მარილი, შაქარი, ყავა, ჩაი(ერთჯერადი)…ეს ის ნივთებია, რომელიც  მძიმე არაა, თუ ქილაში არ ჩატოვებთ რა თქმა უნდა.
  11. ხელსახოცი(სველი-მშრალი), ბამბა, ხელის და სახის საცხი, საპონი,კბილის ჯაგრისი, კბ.პასტა, ჰიგიენური საფენები(ამ პოსტის მკითხველი გოგონებისათვის 🙂 ), ქლიბი, მაკრატელი, იარების დასამუშავებლად სპირტი, კოღოს საწინააღმდეგ სპრეი,პლასტერი(ჩემთვის ყველაზე საყვარელია “სანტავიკი” :D), ტკივილგამაყუჩებელი, დამწვრობის საწინააღმდეგო საცხი, ბამბა, ბამბის ჩხირები, სავარცხელი, თმის სამაგრი, შამპუნი, შხაპის გელი(ბოლო ორი პატარა ჭურჭელში გადაასხით) ნემსი და ძაფი(რამოდენიმე ფერის).
  12. ფოტოკამერა, ტელეფონი. იმერეთი(ადგილს ვერ ვიხსენებ 😦 )
  13. ეს არის ის სია, რაც ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ, რა თქმა უნდა გისურვებთ, რომ ტკივილგამაყუჩებელი არ დაგჭირდეთ და სასიამოვნოდ დაისვენოთ. ასევე არ იფიქროთ არაკომფორტულ გარემოზე, პირიქით ისიამოვნეთ და გაერთეთ მეგობრებთან ერთად, კარვით მოგზაურობა მეგობრებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში სალაპარაკო თემაა…

                                                                          ბათუმი

თუ ფიქრობთ რომ რაიმე გამომრჩა და  თქვენთვის აუცილებელია please welcome კომენტარებში 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: