Archive | FefEvents RSS feed for this section

Art გენი 2011

22 Jul

ვგიჟდები Art გენზე…ასე რომ არ დამეწყო, სათანადოდ ვერ შევაფასებდი იმას, თუ როგორ მომწონს ეთნოგრაფიულ მუზემში გამოფენილი ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა ტრადიციულ სამოსში გამოწკეპილი გოგო-ბიჭები, სხვადასხვა ადგილიდან მონამღერი სიმღერები. თითქოს სხვაგან ხვდები…ამ ფესტივალს წლიდან-წლამდე ველი და მიყვარს, რაღაც განსაკუთრებული დადებითი მუხტი მოაქვს ჩემთვის და გარშემომყოფებისათვის.

ფესტივალზე სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფი იყრის თავს და გვანებივრებს.

ყოველწლიური ტრადიცია ნონო ქათამაძე და ჯგფი “Insight”  ყველაზე გულიანი შემსრულებელი, რომლის ყოველი სიტყვა და ჟღერადობა გულამდე ჩადის და გულიდან ამოდის და მთელი წელი გახსენებისას ტანში ჟრუანტელი მივლის. ამ წელს დასწრება მე არ გამომივიდა და მომავალში აუცილებლად ავანაზღაურებ.

20ივლისის პროგრამა კი ასეთი იყო(www.artgeni.ge) :

თბილისის ფოლკლორული ანსამბლები: “სახიობა”. მონასთრის მგალობელთა ჯგუფი. გიორგი ჩიტაური და ანსამბლი  “ჩელა”.

22:00 სტუმრები  საფრანგეთიდან “სამშაბათი”;

სტუმრები ავსტრიიდან“The Pond Pirates”

ავსტრიულმა ჯგუფმა განსაკუთრებულად დაქოქა აუდიტორია, ბოლოს არც უშვებდნენ სცენიდან და ბონუს სიმღერები შეასრულებინეს,მეც უზომოდ მომეწონა და უდიესი სიამოვნება მივიღე. თუ ვინმეს გაუჩნდა სურვილი 22 ივნისს PurPur-ში იქნებიან და შეგიძლიათ დაესწროთ.

სამწუხაროდ ფოტოები არ გადამიღია, თან არ მქონდა ფოტოკამერა, სამაგიეროდ ვიდეომასალა მაქვს 🙂

ანსამბლი “აისი” სოფო ქირიას ხელმძღვანელობით

“The Pond Pirates”

ეს კი მე, სამწუხაროდ, ისევ და ისევ ფოტოკამერის უქონლობის გამო ვერ ვჩანვარ  ნორმალურად 😀

Soap Bubbles Day

16 Jul

15 ივლისს,კუს ტბაზე დიდი ხნის დაგეგმილი საპნის ბუშტების დღე გაიმართა, სულ რაღაც ერთი საათი მქონდა იმისათვის, რომ იქაურობის შეთვალიერება მომესწრო, რადგან 7ზე PR. სკოლაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ არც თუ ისე უკმაყოფილო ვარ.

თავიდან ძაალიან ცოტა, სულ რაღაც 3იოდე ადამიანი იყო მოსული თავისივე აღჭურვილობით, ფოტოგრაფები, თუ ფოტოაპარატიანნი აშკარად ჭარბობდა, შემდეგ შემოემატა ხალხი, თუმცა ქართული წესისამებრ, ძირთადად მაყურებლები იყვნენ…არც მე მქონია თან არაფერი 😦 ( ისევ PR. სკოლით და დროის უკმარისობით ვიმართლებ თავს) ყველაფერი საკმაოდ მშვიდად, მაგრამ კარგი განწყობით მიმდინარეობდა.ძააალიან ლამაზი სანახაობაა, სულაც არაა საჭირო გრანდიოზული “ივენთი” მოაწყო რომ ისიამოვნო, ერთი ჯოხი, თოკი და  საპნიანი წყალი, სულ ესაა…

Continue reading

Tbilisi Open Air. June 12

18 Jun

ფესტივალი, Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს ჩატარდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, როგორც ხალხში ასევე მედიაში.

მუსიკალური ფესტივალების, ამ შემთხვევაში Tbilisi Open Air-ის მიზანი, არა მარტო მუსიკალური მხარეა, არამედ ცდილობენ ხალხს დასვენების, გართობის და დროის საინტერესოდ გატარების საშუალება მიეცეთ.

შევეცადე ფოტოებზე მაქსიმალურად ამესახა ადამიანები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს (დასვენება, გართობა და დროის საინტერესოდ გატარება) კარგად ასახავდა,ასევე არ დამვიწყებია დაფიქსირება ჩაცმულობის, რადგან მეორე დღეს შედარებით უფრო ნათელი და ფერადი ადამიანები მოვიდნენ.

Continue reading

Tbilisi Open Air 2011 (June 11)

15 Jun

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 11-12 ივნისს გაიმართა, სადაც მონაწილეობას 20 მუსიკალური ბენდი იღებდა: საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ფესტივალზე:საკვები და სასმელი არც ისე ძვირი იყო, მაგამ არც ისე გემრიელიც, პირველ დღეს მოედანი განათებული არ იყო, თამამად შეგეძლო გადაგეარა ვინმესათვის თავზე, მაგრამ მეორე დღეს ეს პრობლემაც გამოსწორდა და ძალიან გამიხარდა. იმედია, დროთა განმავლობაში ფესტვალი უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ იგი არა ნაწილს, არამედ მთლიან იპოდრომს გაავსებს.

Street Style:ფესტივალები მისასალმებელია და მხიბლავს თავისი გამორჩეული ჩაცმის სტილით,აქ იკრიბება ხალხი ვისთვისაც გართობა, დასვენება და მუსიკა წინა პლანზეა წამოწეული.

ჩემი მიზანი იყო შემეფასებინა აქაური street style და გამეგო რამდენადაა ჩვენში ჩამოყალიბებული ფესტივალის კულტურა, ასევე მომესმინა მუსიკისათვის და შევხვედროდი მეგობრებს.

ასე რომ, მოვიმარჯვე ფოტოკამერა და…სამწუხაროდ ძალიან ბევრი განსაკუთრებული ვერ ვნახე, ძირითადად პანკური სტილი ჭარბობდა და თითქმის ერთნაირად, მხოლოდ ფერები თუ განსხვავდებოდა.ტრენდებს “სანთლით ვეძებდი”, რამოდენიმე ვიპოვე, მაგრამ არ კმარა…ფესტივალია!!

Continue reading

Tbilisi Photo Festival 2011

2 Jun

ფესტივალი, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა, 25 მაისიდან-30 მაისამდე საკმაოდ ბევრ ღონისძიებას,დისკუსიას, საჯარო ლექციას და მასტერ კლასებს მოიცავდა.სამწუხაროდ ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ გამოფენის დახურვის დღეს, დიმიტრი ერმაკოვის XIX საუკუნიის კოლექციაზე ვიყავი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც კარგად გაარემონტეს;ევროპელ და ქართველ ფოტოგრაფთა ერთობლივ გამოფენაზე, ევროპის სახლში, changes”, მიძღვნილს რევოლუციების ტალღას საქართველოში, უკრაინაში, ტუნსიში, ეგვიპტეში… ასევე, რაღა თქმა უნდა, ვიყავი ფოტოგრაფიის ღამეზე, რომელიც ფოტოფესტივალის მთავარი ნაწილია ჩემი აზრით, მართლა ძალიან სასიამოვნო და აქტიურ საქმიანობას მოიცავს, როდესაც  ძალიან თბილ საღამოს,მეგობრებთან ერთად,ძველი თბილისის ქუჩებში დაიარები.
10 დიდ ეკრანზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ევროპელი ფოტო-ასოციაციების, სააგენტოს, ჟურნალების და სხვა პუბლიკაციების ფოტო-რეპორტაჟები.

ფესტივალი, ცნობილი “არლის”(d’Arles photo festival)ფოტოფესტივალიდან “იკვებება” ფოტოებით, რომელზე დასწრებაც ჩემს ოცნებად იქცა, იგი საფრანგეთის ქალაქ არლიში იმართება და ერთი თვის განმავლობაში იგი “ფოტოქალაქად” იქცევა,ყოველი საგამოფენო, ნანგრევი, თავისუფალი დარბაზი გახსნილია ფოტოდამთვალიერებლისათვის, სადაც ყველა ფოტოცხოვრებით ცხოვრობს, ჩადის უამრავი ფოტომოყვარული და არა მარტო!! მოკლედ უმაგრესია!!

დავუბრუნდე ისევ თბილისს…რომელიც ამ ფესტივალს შარშანაც მასპინძლობდა, მისგან მაისური და ჩანთა დამრჩა საჩუქრად, ამჯერად ვერ მოვახერხე, რომ ერთი მათგანი მაინც მქონოდა. რაც შეეხება ფოტოებს იყო უამრავი მიმდინარეობის, ხასიათის, შინაარსის და ქვეყნის ფოტო, რომელთაგან ბევრი ჩემი არმოსაწონი, ბევრი იდეის დონეზე მოსაწონი და ბევრიც კარგი იყო, მაგრამ მათი განხილვა შორს წაგვიყვანს და არც მახსოვს წესიერად ყველა მათგანი.იმის გამო, რომ ზოგიერთი მეგობარი დაიღალა თვალიერებით ან სულაც არ აინტერესებდა, ყველა პუნქტი ვერ მოვიარეთ.

გადავიღე ფოტოები და გადავიღე სამოსი თუ როგორ ეცვათ ფესტივალზე, სადაც ბევრი საინტერესო ტრენდი ვნახე,საერთოდ ასეთ ღონისძიებებზე სადაც ბევრი შემოქმედეითი ადამიანია, ხშირია ალბათობა წააწყდეთ განსხვავებულ, გემოვნებიან, უგემოვნო მაგრამ განსხვავებულ და გამორჩეულ ადამიანებს…

მას შემდეგ როდესაც მოვისეირნეთ და ასე თუ ისე გული ვიჯერეთ გარესამყაროთი, შიმშილმაც შეგვაწუხა და ახალგახსნილ ბარს მივაკითხეთ, რომელიც შოთიკომ მიგვასწავლა და რომელიც საკმაოდ საინტერესო ინტერიერით გამოირჩევა…შესვლისას, იგი სხვადასხვა ქვეყნის კუთხეებად იყოფა: იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ჩინეთი…ჯერ ახალი გახსნილია და სრული მენიუ არ აქვთ, ქვეყნებში დამახასიათებელი კერძებით, ასევე Wi-Fi არ აქვთ და ვიმედოვნებ, რომ მალე იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი ვიხალისეთ და გემრიელადაც მივირთვით,ჩემ მენიუს არ ვუღალატე და frie-ც მოვატანინეთ, გემრიელი იყო.  სადაც ღამის 4საათამდე დავყავით და მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, იმის მიუხედავად, რომ მეორე დღეს სამსახურში ტესტირება მელოდა, ხასიათი არ გამფუჭებია, რა ვქნა ძალიან მიყვარს გარეთ “წანწალი”.

ფოტო: ირინკა ანდრეევა (Fefinio)

მონტაჟი: თემო ბაბუნაშვილი (iTemo)

ფოტო: ირინკა ანდრეევა (Fefinio), and friends…

New Day, New Age

25 May

გავაცილე 23 მაისი, მაგრამ შევხვდი დაბადების დღის მეორე დღეს 😀 სამსახური, ტრადიციული ტორტი…სამსახურიდან მენეჯერს ადრე დავეთხოვეთ, რადგან ერეკლეს, ინას და ანის (უნი-ს ჯგუფელები და მეგობრები) ასევე თეატრალურის სხვა სტუდენტებს გამოფენა ჰქონდათ “აკადემია+”-ში, საგამოფენო, რომელიც ტკბილად მახსენდება უნივერსიტეტში ჩატარებული გამოფენებისას 🙂 ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვების ნახვა, მართლა ბედნიერი ვარ როდესაც მათ ვხედავ, სამწუხაროდ ამას ხშირად არ ვაკეთებ ხოლმე.

გამოფენასთან ერთად პირველი კურსის სტუდენტ ტატო სულაქველიძის და თედო გოგოლაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის,”ადამიანი…რომელმაც აირჩია”, ჩვენება იყო, რამაც ნამდვილად მომხიბლა, რადგან მშვენივრად დადგმული სცენარი,კარგი იუმორი, ტექნიკური გამართვა იყო, იმის მიუხედავად როგორი პირობრბი აქვთ თეატრალურში, ასე თუ გააგრძელეს და ჰქონდათ ამბიცია კარგად იმუშაონ მშვენიერ ქართულ ფილმებს მივიღებთ!

ფოტოების გადაღების და ძველი ხუმრობების გაგრძელების შემდეგ:

…”Parfois”, ქალთა აქსესუარების მაღაზია, რომელიც რამოდენიმე ხანია გახსნილია სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” და რომელიც 23-ში გაიხსნა ჭავჭავაძეზე, მათი რამოდენიმე ჩანთა მაქვს და ძალიან მომწონს, მომსახურეობაც კარგი აქვთ და დროდადრო მეტად მიმზიდველ საჩუქრებსა თუ ფასდაკლებებს სთავაზობენ ჩემნაირ მეტიჩრებს და არა მარტო! ასე რომ ახალგახსნილში კარგად ვიცოდი, რაღაც შეთავაზებები იქნებოდა და შევძვერი და თემოც შევიყოლე 😀 უჰ!!! სამაჯურები, ჭრელა-ჭრულა შარფები და ჩანთები!! საყვარლები!!! იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაბადების დღის მეორე რღე იყო, თემომ გადაწყვიტა აეღნიშნა და შარფი და უუულამაზესი საფულე დავიმსახურე, Parfois-ისაგან კი-საყურე პაწაწა პეპლებით, თან კონკურსი აქვთ facebook-ზე, შეგიძლია ნებისმიერი ნივთი ჩამოიმხო ან აიკიდო და ფოტოს გადაგიღებენ, შემდეგ “გამოგაჭენებენ” facebook-ზე და like-ბით საზღვრავენ გამარჯვებულს, იმდენად კონკურსმა არა, რამდენადაც აკინძვამ მომხიბლა, შევარჩიე ჩემი ჩაცმულობისათვის ასე თუ ისე შესაფერისი ჩანთა და სამაჯურები და “ჩავკარტოჩკდი”,შემდეგ კი ისევ მომშივდა და…

…”Segafredo“- უუუგემრიელესი ქათმის ფილე ანანასის სოუსით, Cosmopolitain-ძალიან, ძალიან მაგარი და თუ მანამდე არ მითქვამს იმასაც ვიტყვი რომ fries-იც უმაგრესი აქვთ 🙂

სეგაფრედოდან გადავწყვიტეთ გეზი ინასკენ, wheels-ში აგვეღო, იქაც ვისხედით, ინა ლუდ Guiness-ით გამიმასპინძლდა, ბევრი ამბავი გავიხსენეთ და ბევრიც ვიხალისეთ, ფოტოებიც გადავიღეთ 🙂

სახლში მოსული, კი ისეთი გათიშული ვიყავი, წინა პოსტი ძლივს ავტვირთე :)ქვემოთ კი 24-ში გადაღებული ფოტოების სლაიდი 🙂

This slideshow requires JavaScript.

20110526-012444.jpg

20110526-012452.jpg

Postქოლგა

16 May

წინასწარ შერჩეულ 100 ფოტოდან უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული, საპრიზო ფონდი 5000 ლარი იყო და იგი უნდა გადანაწილებულიყო გამარჯვებულებზე, ასევე იყო სხვადასხვა ნომინაცია.

უკვე დავწერე ფოტოკონკურს ქოლგის გახსნის შესახებ და ჩემი ფავორიტებიც გამოვავლინე, სამწუხაროდ დახურვაზე არ ვყოფილვარ და არ ვიცი როგორ ჩაიარა, თუმცა გამარჯვებული გავარკვიე ვინ იყო და მინდა გითხრათ, არა თუ ფავორიტებში არამედ ნეგატიურ ემოციებსაც კი იწვევდა ჩემში და არა მარტო.მაპატიოს ავტორმა, ეს მისი ბრალი არაა, ფოტოები საერთოდ გამოფენაზე რომ გაიტანეს 😀 სამწუხაროდ ფოტოს ელექტრონული ვერსია არ მაქვს, თუ სადმე მოვიძიე აუცილებლად დავდებ, გამარჯვებული კი ნატა სოფრომაძეა ფოტოსერიით “შავი ზღვის პირას”.

აღვნიშნავ, რომ ჩემ ფავორიტ ფოტომ, მაკა კუკულავას ავტორობით “ეშმაკი ატარებს პრადას”ნომინაციაში პრიზი აიღო (ესეც რაღაცაა :))

სამწუხაროდ ფოტო-ფოტოზეა გადაღებული და ორიგინალს ცოტა აცდა, მაგრამ წარმოდგენა რომ გქონდეთ რას ვგულშემატკივრობდი.

როგორც სხვადასხვა ფოტობლოგებიდან შევიტყვე და არა მარტო ამ წყაროდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანია უკმაყოფილო ფოტოკონკურსის ობიექტურობით, იმასაც ამბობენ ეს პირველად არ ხდებაო, თუმცა არ ვიცი რა ვთქვა, ან მათი ბრალია ვინც საკუთარ ფოტოში ზედმეტად დარწმუნებულია და ჰგონია რომ დაჩაქრეს ან ნამდვილად მასეა, თუმცა რას გაიგებ

ინფორმაციას ვეძებდი 2011 წლის ქოლგაზე,ვერსად ვიპოვე, რომ გამარჯვებულთა სრული სია მაინც დამეწერა…არც ქოლგას საიტზეა, უცნაურია, ასე ორგანიზებული და ინფორმაცია არაა თავს დროზე.მაგრამ, იმედი მაინც ბოლოს კვდებაო და ველი რომ საქართველოში ფოტოგრაფია კიდევ უფრო განვითარდება და ქოლგა არ იქნება ერთადერთი პერმანენტული ფოტოკონკურსი, რომელსაც გაწბულებული თუ იმედგამართლებული ფოტოგრაფები წლიდან-წლამდე ელიან 🙂