Archive | Fe-Fix RSS feed for this section

Happy Birthday To Ya!!(or Most Stylish Girl)

28 Jun

25 ივნისს ელისაბედის(ჩემი დისშვილი) დაბადების დღე იყო და ყველა ვეცადეთ რაც შეიძლება ლამაზი დღე ჰქონოდა, ვფიქრობ გამოვიდა:

Happy … Friends

22 Jun

ორი დღე, 20-21 ივნისი ერთ-ერთ ტკბილ დღეებად დამამახსოვრდება…შეიძლება ითქვას “უმიზეზოდ-ჩემი დღე” იყო. ჯერ ერთი, ბევრი საჩუქარი მივიღე ამ დღეს და მეორე, დრო ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან გავატარე…

20 ივნისს განსხვავებულ ხასიათზე ვიყავი, wheels-იდან- misson-ში დავასრულეთ საღამო.სადაც, სხვათაშორის საკმაოდ კარგი მომსახურეობაა, მართალია, შოთიკოს მწვანეს ნაცვლად პიტნის ჩაი მოუტანეს, მაგრამ საკმაოდ კარგი განწყობა შემექმნა მათზე.ზაფხულის თბილ და სასიამოვნო საღამოს მეტად ბევრი სიცილი დაერთო თან.

მეორე დღეს, 21 ივნისს, ინასთან ერთად უნდა წავსულიყავი გადასაღებად, მას უნდა დავხმარებოდი სახლების ინტერიერების გადაღებაში(თუ ხელი არ შევუშალე :D) და ჩემთვისაც სასარგებლო იქნებოდა გარეთ გასვლა, ფოტოკამერის ხელში დაჭერა.მართალია ძალიან დავიღალე, მაგრამ უძალიანესად კმაყოფილი დავრჩი, რადგან უამრავი საინტერესო და უინტერესო ადამიანებს შევხვდი და მათი სახლი თუ ფასადი ვნახე,რომელნიჩ ერთმანეთზე მეტყველებდნენ.თბილისში მართლაც ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, სამწუხაროდ ბინები საკმაოდ ავარიულია 🙂

წერა, იმისათვის არ დამიწყია, მომეყოლა რა კარგი დღე მქონდა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობის ფაქტი, მაშინ ყველაფერი გიხარია, გინდა გაუზიარო ყველანაირი გრძნობა, თუნდაც ისულელო და ამისათვის არ მოგეკითხება, ჰოდა, ამ პოსტით ყველა ჩემს მეგობარს მადლობა მინდა ვუთხრა მათი მეგობრობისათვის 🙂

Tbilisi Open Air. June 12

18 Jun

ფესტივალი, Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს ჩატარდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, როგორც ხალხში ასევე მედიაში.

მუსიკალური ფესტივალების, ამ შემთხვევაში Tbilisi Open Air-ის მიზანი, არა მარტო მუსიკალური მხარეა, არამედ ცდილობენ ხალხს დასვენების, გართობის და დროის საინტერესოდ გატარების საშუალება მიეცეთ.

შევეცადე ფოტოებზე მაქსიმალურად ამესახა ადამიანები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს (დასვენება, გართობა და დროის საინტერესოდ გატარება) კარგად ასახავდა,ასევე არ დამვიწყებია დაფიქსირება ჩაცმულობის, რადგან მეორე დღეს შედარებით უფრო ნათელი და ფერადი ადამიანები მოვიდნენ.

Continue reading

Tbilisi Open Air 2011 (June 11)

15 Jun

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 11-12 ივნისს გაიმართა, სადაც მონაწილეობას 20 მუსიკალური ბენდი იღებდა: საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ფესტივალზე:საკვები და სასმელი არც ისე ძვირი იყო, მაგამ არც ისე გემრიელიც, პირველ დღეს მოედანი განათებული არ იყო, თამამად შეგეძლო გადაგეარა ვინმესათვის თავზე, მაგრამ მეორე დღეს ეს პრობლემაც გამოსწორდა და ძალიან გამიხარდა. იმედია, დროთა განმავლობაში ფესტვალი უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ იგი არა ნაწილს, არამედ მთლიან იპოდრომს გაავსებს.

Street Style:ფესტივალები მისასალმებელია და მხიბლავს თავისი გამორჩეული ჩაცმის სტილით,აქ იკრიბება ხალხი ვისთვისაც გართობა, დასვენება და მუსიკა წინა პლანზეა წამოწეული.

ჩემი მიზანი იყო შემეფასებინა აქაური street style და გამეგო რამდენადაა ჩვენში ჩამოყალიბებული ფესტივალის კულტურა, ასევე მომესმინა მუსიკისათვის და შევხვედროდი მეგობრებს.

ასე რომ, მოვიმარჯვე ფოტოკამერა და…სამწუხაროდ ძალიან ბევრი განსაკუთრებული ვერ ვნახე, ძირითადად პანკური სტილი ჭარბობდა და თითქმის ერთნაირად, მხოლოდ ფერები თუ განსხვავდებოდა.ტრენდებს “სანთლით ვეძებდი”, რამოდენიმე ვიპოვე, მაგრამ არ კმარა…ფესტივალია!!

Continue reading

Night Shooting

11 Jun

Photo: Irinka(Fefinio); Temo(iTemo) ; Tripod and Nikon

On photo:Irinka(Fefinio); Temo(iTemo)

Tbilisi Photo Festival 2011

2 Jun

ფესტივალი, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა, 25 მაისიდან-30 მაისამდე საკმაოდ ბევრ ღონისძიებას,დისკუსიას, საჯარო ლექციას და მასტერ კლასებს მოიცავდა.სამწუხაროდ ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ გამოფენის დახურვის დღეს, დიმიტრი ერმაკოვის XIX საუკუნიის კოლექციაზე ვიყავი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც კარგად გაარემონტეს;ევროპელ და ქართველ ფოტოგრაფთა ერთობლივ გამოფენაზე, ევროპის სახლში, changes”, მიძღვნილს რევოლუციების ტალღას საქართველოში, უკრაინაში, ტუნსიში, ეგვიპტეში… ასევე, რაღა თქმა უნდა, ვიყავი ფოტოგრაფიის ღამეზე, რომელიც ფოტოფესტივალის მთავარი ნაწილია ჩემი აზრით, მართლა ძალიან სასიამოვნო და აქტიურ საქმიანობას მოიცავს, როდესაც  ძალიან თბილ საღამოს,მეგობრებთან ერთად,ძველი თბილისის ქუჩებში დაიარები.
10 დიდ ეკრანზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ევროპელი ფოტო-ასოციაციების, სააგენტოს, ჟურნალების და სხვა პუბლიკაციების ფოტო-რეპორტაჟები.

ფესტივალი, ცნობილი “არლის”(d’Arles photo festival)ფოტოფესტივალიდან “იკვებება” ფოტოებით, რომელზე დასწრებაც ჩემს ოცნებად იქცა, იგი საფრანგეთის ქალაქ არლიში იმართება და ერთი თვის განმავლობაში იგი “ფოტოქალაქად” იქცევა,ყოველი საგამოფენო, ნანგრევი, თავისუფალი დარბაზი გახსნილია ფოტოდამთვალიერებლისათვის, სადაც ყველა ფოტოცხოვრებით ცხოვრობს, ჩადის უამრავი ფოტომოყვარული და არა მარტო!! მოკლედ უმაგრესია!!

დავუბრუნდე ისევ თბილისს…რომელიც ამ ფესტივალს შარშანაც მასპინძლობდა, მისგან მაისური და ჩანთა დამრჩა საჩუქრად, ამჯერად ვერ მოვახერხე, რომ ერთი მათგანი მაინც მქონოდა. რაც შეეხება ფოტოებს იყო უამრავი მიმდინარეობის, ხასიათის, შინაარსის და ქვეყნის ფოტო, რომელთაგან ბევრი ჩემი არმოსაწონი, ბევრი იდეის დონეზე მოსაწონი და ბევრიც კარგი იყო, მაგრამ მათი განხილვა შორს წაგვიყვანს და არც მახსოვს წესიერად ყველა მათგანი.იმის გამო, რომ ზოგიერთი მეგობარი დაიღალა თვალიერებით ან სულაც არ აინტერესებდა, ყველა პუნქტი ვერ მოვიარეთ.

გადავიღე ფოტოები და გადავიღე სამოსი თუ როგორ ეცვათ ფესტივალზე, სადაც ბევრი საინტერესო ტრენდი ვნახე,საერთოდ ასეთ ღონისძიებებზე სადაც ბევრი შემოქმედეითი ადამიანია, ხშირია ალბათობა წააწყდეთ განსხვავებულ, გემოვნებიან, უგემოვნო მაგრამ განსხვავებულ და გამორჩეულ ადამიანებს…

მას შემდეგ როდესაც მოვისეირნეთ და ასე თუ ისე გული ვიჯერეთ გარესამყაროთი, შიმშილმაც შეგვაწუხა და ახალგახსნილ ბარს მივაკითხეთ, რომელიც შოთიკომ მიგვასწავლა და რომელიც საკმაოდ საინტერესო ინტერიერით გამოირჩევა…შესვლისას, იგი სხვადასხვა ქვეყნის კუთხეებად იყოფა: იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ჩინეთი…ჯერ ახალი გახსნილია და სრული მენიუ არ აქვთ, ქვეყნებში დამახასიათებელი კერძებით, ასევე Wi-Fi არ აქვთ და ვიმედოვნებ, რომ მალე იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი ვიხალისეთ და გემრიელადაც მივირთვით,ჩემ მენიუს არ ვუღალატე და frie-ც მოვატანინეთ, გემრიელი იყო.  სადაც ღამის 4საათამდე დავყავით და მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, იმის მიუხედავად, რომ მეორე დღეს სამსახურში ტესტირება მელოდა, ხასიათი არ გამფუჭებია, რა ვქნა ძალიან მიყვარს გარეთ “წანწალი”.

ფოტო: ირინკა ანდრეევა (Fefinio)

მონტაჟი: თემო ბაბუნაშვილი (iTemo)

ფოტო: ირინკა ანდრეევა (Fefinio), and friends…