Archive | FefeLand RSS feed for this section

High Wasted Shorts

29 Jul

სიახლე არ იქნება ის ფაქტი, რომ მაღალწლიანი ქვედაბოლო იქნება ის თუ შარვალი, კვლავ დაიბრუნა თავისი ტენდენციურობა. მე კი ამ მაღალწელიანი შორტების დემონსტრირება მინდა, რადგან ძალიან კარგად ერგება როგორც მაღალქუსლიან, ისე დაბალძირიან ფეხსაცმელს, მაისური  ძირითადად ტანზე მომდგარი უხდება, ან წელთან შევიწროებული…

,

Advertisements

Festival Clothing

22 Jul

Art გენის ფესტივალმა თემის საბაბი მომცა, თემა კი ასეთია: რა ჩავიცვათ და რა ნივთები დაგვჭირდება ფესტივალზე?

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში იმრავლა სხვადასხვა სახის ფესტივალებმა აუცილებლად უნდა გვქონდეს ერთი Kit-ი საჭირო ნივთებისა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება.

პიველ რიგში, ჩაცმულობას უნდა მივაქციოთ ყურადღება,რადგან სამოსი , რაშიც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ხელს უწყობს ჩვენს განწყობას და იქაური სიტუაციის უფო კარგად “შერგებას” მართალია ბევრ გოგოს უყვარს “წკაპუნებზე” გამოპრანჭვა, როდესაც სახალხოდ გადის გარეთ, მაგრამ ფესტივალზე სასურველი არაა, ერთი, იმიტომ რომ არაკომფორტულად იგრძნობთ თავს, რადგან უმეტესობა ფესტივალების ისეთ გარემოშია, სადაც მინდორი, მიწა ან ათასი ქუსლებისათვის მოუხერხებელი ადგილია, თუ მაღალი ფეხსაცმელი აუცილებლობას წარმოადგენს, რაიმე კომფორტული პლატფორმიანი(ტანკეტკა) ფეხსაცმელი ჩაიცვით, ზაფხულში კი ე.წ. სანდლები გადასარევი ვარიანტია, ასევე კეტები და სხვადასხვა სპორტული ფეხსაცმელი. წვიმიანი ამინდისას კი ბოტებიც თქვეს განკარგულებაშია. Continue reading

Fest-Set

22 Jul
Fest-Set

Festival Kit

22 Jul

 

Festival Kit

Another Session

20 Jul

რას არ გაგვაკეთებთ სამოსის გამო, მამაკაცებისაგან შარვალი გადმოვიტანეთ ჩვენთან და დროდადრო სხვადასხვა აქსესუარს ვხმარობთ მათი კუთვნილებიდან და ეს არ მოგვეკითხება, ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ იმდენად მესაკუთრეები ვართ, მამაკაცმა რომ ქალის აქსესუარი გაიკეთოს, მას ცუდ ტონად ან სულ ცოტა განსხვავებულ ორიენტაციად ჩავუთვლით 😀

მე კი მშვენივრად ვგრძნობ ორი ზომით დიდ, მამაკაცის თეთრ პერანგში, რომელსაც საკმაოდ მრავალი აქსესუარი უხდება.

Photo:Temo Babunashvili (iTemo)

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe

Summer Photo Hunting

19 Jul

Photo:Temo Babunashvili (iTemo)

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe

Soap Bubbles Day

16 Jul

15 ივლისს,კუს ტბაზე დიდი ხნის დაგეგმილი საპნის ბუშტების დღე გაიმართა, სულ რაღაც ერთი საათი მქონდა იმისათვის, რომ იქაურობის შეთვალიერება მომესწრო, რადგან 7ზე PR. სკოლაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ არც თუ ისე უკმაყოფილო ვარ.

თავიდან ძაალიან ცოტა, სულ რაღაც 3იოდე ადამიანი იყო მოსული თავისივე აღჭურვილობით, ფოტოგრაფები, თუ ფოტოაპარატიანნი აშკარად ჭარბობდა, შემდეგ შემოემატა ხალხი, თუმცა ქართული წესისამებრ, ძირთადად მაყურებლები იყვნენ…არც მე მქონია თან არაფერი 😦 ( ისევ PR. სკოლით და დროის უკმარისობით ვიმართლებ თავს) ყველაფერი საკმაოდ მშვიდად, მაგრამ კარგი განწყობით მიმდინარეობდა.ძააალიან ლამაზი სანახაობაა, სულაც არაა საჭირო გრანდიოზული “ივენთი” მოაწყო რომ ისიამოვნო, ერთი ჯოხი, თოკი და  საპნიანი წყალი, სულ ესაა…

Continue reading