Archive | Handmade RSS feed for this section

NK style. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 2011

14 Jun

ნანუკა ქართველიშვილი, უსაყვარლესი  და ძალიან გემოვნებიანი ადამიანია, დაამთავრა სამხატვრო აკადემია, MASICHI Shoes-ში ფეხსაცმლის დიზაინერია.

საგამოფენო ცენტრ “მუზაში” მას კოლექცია NK style-ით ჰქონდა გატანილი.

როგორც თვითონ აღნიშნა, კოლექცია შთაგონებული იყო მერლინ მონროთი, ალბათ იმიტომ, რომ იგი ყველა დროის ძალიან მოდურ ადამიანად რჩება და დღესაც აქტუალურია სამოსი მერლინის გამოსახულებით, ნანუკამ კი მისი ფოტო საკუთარ ფეხსაცმელებზე გამოიყენა და საკმაოდ კარგადაც!!

ფეხსაცმელები ტენდენციებს პასუხობდა: წინ მოჭრილი ცხვირით(peep toe), ცხოველური-კერძოდ ზებრის პრინტით, რეპტილიის პრინტით. ასევე, არ შემძლია არ ვახსენო ყვეელაზე ლამაზი და მიმზიდველი ფეხსაცმელი ეგვიპტური იეროგლიფებით, რომელიც ფოტოს გარეშე ჩამრჩა მეხსიერებაში, მაგრამ თქვენთვის ფოტო მაინც წამოვიღე, რომ დარწმუნდეთ, მართლა რა ლამაზად გამოიყურება 🙂

ნანუკას კი წარმატებას ვუსურვებ 🙂

Advertisements

ნუცას აქსესუარები. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 2011

14 Jun

ნუცას აქსესუარები პირველად ჩემს ბლოგზე მოდის კვირეულზე ვახსენე, მაშინ გავცანი ნუცას ქმნილება Fefe(კონკია), რომელიც ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა, ერთად დავდივართ ყველგან…ამ გამოფენაზეც ერთად წავცუნცულდით.

ასე შეყვარებული ნუცას თოჯინებზე-აქსესუარებზე მარტო მე არ ვარ, ისინი პირველივე დანახვისას რაღაც საოცარ მიმზიდველობას ფლობენ.როგორც თავად ნუცა ამბობს მათი კეთებისას საკუთარ ნაწილსაც აყოლებს და ეს იგრძნობა კიდევაც…

ქვემოთ კი ამ გამოფენის მონაწილენი:

ფისო, უულამაზესი..ძალიან საყვარელი, თავიდან იმდენი სილამაზე იყო ვერ შევამშნიე, რომ დავინახე თვალი ვერ მოვწყვიტე, სამწუხაროა, რომ არ შევიძინე.

Continue reading

ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა 2011

14 Jun

12-13 ივნისს, კულტურის ცენტრ “მუზა”-ში 2011 წლის ხელნაკეთ აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა,სადაც ბევრმა ოქროს-ხელის მქონე ადამიანმა მოიყრარა  თავი საკუთარი ნაკეთობებით.

მომივიდა თუ არა მოწვევა, მაშინვე ამენთო ინტერესის გრძნობა გულში, მე და Fefeმ გამოვპრანჭეთ ერთმანეთი და გავემართეთ გამოფენისაკენ.

შესვლისთანავე არნახული სიჭრელე დამხვდა და კიდევ უფრო გავხალისდი, რადგან კარგად იგრძნობოდა რომ ზაფხული იყო…მაქმანები, მძივები, ტყავი, მინანქარი, თექა….სამაჯური, ყელსაბამი, გულსაბნევი, საყურე….ფეხსაცმელი…ყველანაირი აქსესუარის გამოვლენა.სადაც აშკარად ჩანდა ზაფხულის ყველა ტრენდი.

გადავიღე ბევრი ფოტო, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, თან კომენტარებსაც დავურთავ.

Continue reading

იქ, საიდანაც წვიმის ხმა ისმის

2 Apr

იცით რომელი საათია?! თუ ჩემი ვაშლის დროით ვიმსჯელებთ და დარწმუნებული ვარ, იგი ზუსტ დროს მიჩვენებს 7:51,ზოგი ამ დროს იღვიძებს, რომ სავარჯიშოდ წავიდეს, ან სამსახურში, ან კიდევ რა ვიცი ათასი მიზეზისათვის…თუნდაც, სხვის სახლში გაიღვიძა და სწრაფად უნდა წავიდეს, რომ არავინ წაასწროს 😀 ეს სულ ჩემი საყვარელი ფილმ-სერიალის ბრალია 😀

უსაქმური დღის, საკმაოდ გემრიელი საღამოს-ჩინურ რესტორანში”Picasso”,მყუდრო ადგილას, “Vergnano”ში  კაპუჩინოს სმის შემდეგ, თავში აზრად იდეა მომივიდა, რამდენად კარგი გამოვიდა მისი შესრულება მე ვერ ვიტყვი, რადგან მას სხვა მსაჯულები უნდა ჰყავდეს(თუმცა ვერ მოვითმენ და დავამატებ, რომ მე მომწონს :))

მოკლედ ერთხელ უკვე ვისაუბრე ხელნაკეთობაზე და ახლაც წამოვჭერი ეს თემა…ამას SATC-ის VI სეზონის მთელი 8სერია მოვანდომე და…მთელი 5საათი… ქვეყანას ახალი ხელნაკეთი ჩანთა მოევლინა, სულ ჩვეულებრივი, მაგრამ ვფიქრობ თავი უკვე შემაყვარა, შემაყვარა იმით, რომ სულ უბრალო ჯვალოს ნაჭერია, აი ისეთი ტომრებს რომ კერავენ, მაგრამ როგორც კი პაიეტკებით შევალამაზე, გაბრწყინდა თვალის მოჭრამდე 🙂 საბედნიეროდ მისი კეთება იმ დროისათვის მოვასწარი, რომ სერიალის ბოლო, მე-20-ე სერიას მშვიდად ვუყურე(კიდევ ერთი მიზეზი, რატომ მიყვარს ჩემი ჩანთა :))

მოკლედ გათენდა, ზოგისათვის დღე დაიწყო,ჩემი დღე კი უკვე დიდი ხანია დაიწყო და სულაც არ მეძინება, დილისათვის არადამახასიათებლად, რაღაც რომანტიულად წვიმს, მაგრამ არა ჩემთვის, 7დან-8საათამდე ჩემი საყვარელი დროა წვიმისათვის, ყოველთვის მიყვარდა მისი ხმა სახურავებზე,ნახევრადმძინარეს რომ ჩამესმოდა, ახლა კი სრულიად ფხიზელი ფანჯარასთან მივედი და საოცარი რამ დავინახე, რამაც განწყობა გამიორმაგა…გამიათმაგა…პირდაპირ ჩემს თვალწინ გადათეთრებული ბლის ხე აღმოჩნდა, და რატომ ეხლა?! ეტყობა დიდი ხანია უკვე გაიშალა და მე მხოლოდ დილის 8 საათზე ვხედავ…ულამაზესი სანახაობაა, იქნებ მე ვარ ისეთ ხასათზე რომ ყველაფერში ლამაზს ვხედავ?!

არც ერთია შედევრი და არც მეორე, ორივე ჩემი ემოციური შეტევის ბედკრული შვილია 😀

მაგრამ არა, ხეც, ჩანთა და ჩემი მომავალი ცხოვრება absolutely fabulous!!!-როგორც თავად სამანტა იტყოდა 😀

საათი 19:29

“დამქანცველი” სეირნობის , “Entree”- ში ორი ბურთულა საყვარელი ალუბლის ნაყინის შემდეგ, საკუთარმა ფეხებმა “4SeasoS”-ში მომიყვანა, სასიამოვნო გარემო, ზოგჯერ ცოტა ხმაურიანიც, მაგრამ აქ რაღაცნაირად არაშემაწუხებლად ხმაურიანი, გემრიელი “Cosmo” და არა მარტო ეგ…აქ რატომღაც ძალიან მომწონს ყოფნა… რა კარგია შვებულება, როდესაც არაფრის კეთებით იღლები… დღევანდელ ხასიათზე უკვე მეორედ მოქმედებს რაღაც, მხოლოდ ვერ ვხვდები ეს ჩემი კოქტეილის ბრალია, თუ აქაური ინტერიერის 🙂

დღე ჯერ არ დასრულებულა, მართალია, არაფრისკეთებისაგან ცუდ ხასიათზე ვდგები ხოლმე, მაგრამ გამონაკლისი ყოველთვის არსებობ, ეს კი ის შემთხვევაა…

თმისსამაგრი 15 წუთში

20 Mar

რამდენი ხანი გჭირდებათ იმისათვის, რომ მაღაზიამდე მიხვიდეთ და თქვენთვის ან ვინმესთვის რაიმე აქსესუარი შეარჩიოთ, თან განსაკუთრებული და ექსკლუზიური, (არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ ძალიან მიყვარს როდესაც ჩემნაირი ნივთი არავის უკეთია და სამოსიც არავის აცვია)..ან რამდენი ხანი დაბოდიალებთ საიტებზე რაიმე სასურველის ძიებაში ამ უსასრულო არჩევანში..არა ამას არ ვუარყოფ, ძალიან სასიამოვნო საქმიანობაა ჩემთვის, თან ზედმეტად სასიამოვნო რომ რაიმეში ნაკლი ვუპოვო 😀

მაგრამ, ჩემთვის კიდევ ერთი სასიამოვნო რამ აღმოვაჩინე, (ეს ეხლა არ მომხდარა…არის ხანდახან აღმაფრენა :D)… სულ რაღაც 30 წუთში ორი აქსესუარის(თმისამაგრისა და გულსაბნევის) გაკეთება და მორგება მოვასწარი..

საერთოდ “შენახული” ადამიანი ვარ და რაღაც ნაკუწებს, გაწყვეტილ მძივებს ბაფთებს ყოველთვის ვინახავ, ხანდახან ეს ცუდ ჩვევაშიც გადადის რადგან თუ არ გამოგადგა, გამოდის, ნაგავს ტყუილად ინახავ, მაგრამ ზოგჯერ დგება დრო, როდესაც ძველი ჯინსის შარვლის ტოტისგან მშვენიერი თმისსამაგრი გამოდის 😀

ზუსტად ესაა რის შესახებაც ეხლავე მინდა დაწერა:

პირველი რაც  გავაკეთე: ავიღე ჯინსის მრგვალი ნაჭერი, შუაგულში ისე გავკერე რომ ყვავილივით მოვპრუჭნე, შემდეგ ზედ ატლასის ბაფთით შეკრული ძველი სამაჯურის საკიდები დავაკერე,ცოტა დაძველების ეფექტი მივეცი, ანუ დავძენძე და ეს იყო მთელი ჩემი შემოქმედებითი წვა..უკან ე.წ. ნევეძიმკა 😀 (ქართულად სახელი ვერ მოვუფიქრე :D) -უხილავი თმისსაბნევი დავამაგრე და თავზე წამოვიცვი… 🙂

ახლა გულსაბნევის ჯერიც მოვიდა..შემორჩენილი ყვავილი უცნობი წარმომავლობის, რომელსაც საბედნიეროდ დასაბნევი(სამაგრი) თავად ჰქონდა, საკერავი ძაფით დახვეულ ბაფთას დავაკერე, ზედ ჯაჭვიც დავამაგრე და საკმაოდ ლამაზი გულსაბნევი გამომივიდა 🙂 რომელსაც სავარაუდოდ ახლო მომავალში მივიბნევ შარფზე ან ქურთუკზე..ადგილის მოფიქრება არ გამიჭირდება 😀 თან ორივე 2011 წლის საგაზაფხულო ტრენდს, ყვავილს, სწორად პასუხობს… ან რად უნდა პასუხი ქალები ხომ ისედაც ამ ტრენდის “პასუხები”ვართ 😀 :*

ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ცოტაოდენი სამუშაო მასალა, ცოტაც დრო,და კრეატივი გემოვნებით, წესით მშვენიერი აქსესუარის კოქტეილი უნდა გამოგივიდეთ.