Archive | My Advices RSS feed for this section

Internet shopping

20 Mar

“შოპინგის” ახალი მანია დაიწყო- ინტერნეტ-შოპინგი…ვერ ვიტყვი, რომ ცუდია, რადგან იმედები ჯერ-ჯერობით არ გამცრუებია…თუ რა თქმა უნდა ლოდინს არ ჩავთვლი, მაგრამ მასაც თავისი ხიბლი აქვს. ვნახულობ, ვარჩევ ზომას, ვუკვეთავ და ვიცი რომ ჩემია და ჩემთან არ არის..ვითვლი დღეებს, ყოველდღე ვამოწმებ ფოსტას..წინასწარ ვუმზადებ გარდერობს…Voila…აქ არის…

ბოლო რასაც ასე სულმოუთმენლად ველოდი, კლაჩია, ბისერებით, მრავალ ფერში..

მაგრამ, რამდენად ჩაანაცვლებს ინტერნეტ-შოპინგი თავად შოპოინგს?!

არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რატომ სჯობს საქართველოში ინტერნეტ-შოპინგი…თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტით ძალიან დიდი საშუალებაა იყიდო საყვარელი ბრენდის საყვარელი ნაწარმი,სახლიდან გაუსვლელად, მშვიდად, არავინ შეგაწუხებს მომაბეზრებელი თავაზიანობით ან უტაქტობით, ხშირია ალბათობა იმისა რომ შენნაირი არავის ეცმევა, არც შენს მეგობარს, მეზობელს..უბრალო გამვლელს და არჩევანი ხომ უსასრულოა..მთავარი ამ შემთხვევაში რაც უნდა გაგაჩნდეს:ფული ბარათზე, მოთმინება და გემოვნება 🙂

არის მეორე რამაც,შოპინგი მაღაზიებში!! სიარული, რომელიც სასარგებლოა ფიგურის შესანარჩუნებლად, ამას დამატებული მოზომვისას დახარჯული ენერგია, 😀 შეფასება რეალური ფერისა, რეალურ ფაქტურისა, საკუთარ თავზე ნახვა, რამდენად გვიხდება თუ არა…მაგრამ დიდია რისკი იმისა, რომ რომელიმე წვეულებაზე ზუსტად შენნაირად გამოპრანჭული ვინმე ნახო 😦 ამ დროს ეს საშისი არაა, თუ კრეატივი არ გაკლია, მაშინ შეიძლება რაიმე მივამატოთ რაიმე გამოვაკლოთ..რაიმეც შევუცვალოთ და ესეც შენი არითმეტიკული მოდა.

Advertisements

მეტიჩარა ფეხსაცმელი

15 Mar

დღეს ჩემი დიდი ხნის ნანატრი ფეხსაცმელი ჩამოვიდა, ლეოპარდის პრინტით. სახლში შეტანისთანავე ჩემი გარდერობის კარი გავაღე და…აი აქ დაიწყო წამება…თურმე ჩემი მეტიჩარა ფეხსაცმელი ისეთი წუნია და წუწუნა ყოფილა გადამრია..”ეს არ მინდა, ის არ მინდა, ეს არ მიხდება,ძალიან მუქია, ძალიან ღიაა,სულ სხვანაირია…” მოკლედ, მთელი გარდერობი რომ გამოვაცარიელე, თვითონ მივუშვი და ავარჩევინე სამოსი 😀 თან ცალი თვალით ვაკვირდებოდი როგორ აარჩია..

ჯერ ვერ ვხვდებოდი რა ლოგიკით აწყობდა ყველაფერს..შემდეგ საკუთარ თავზე დაყრდნობით კი დიდი Google-ის დახმარებით მივხვდი როგორ შეიძლება შეარჩიო სხვადასხვა ფერის სამოსი და არ გამოიყურებოდე სასაცილოდ.

ეს საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: ყველაფერი ისე უნდა დაიწყოთ რომ არ გეზარებოდეთ, თან თავისუფალი დროც უნდა გქონდეთ, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს. თქვენი გარდერობის შემადგენლობა მთლიანად გამოყარეთ გარეთ და დაიწყეთ დალაგება ტონალობის მიხედვით, თითო ჯგუფში შეიძლება მოხვდეს სულ სხვადასხვა ფერი წითლიდან ლურჯამდე, მხოლოდ ერთ ტონალობაში, ძალიან მკვეთრი ერთად დააწყვეთ, გაცრეცილი ფერები ერთად, ეს ჯგუფები შეგიძლიათ ქსოვილის ფაქტურითაც დაანაწევროთ, ანუ იმდენი ჯგუფი შეგიძლიათ გააკეთოთ რამდენიც გაგიხარდებათ 🙂 და ამდენი წვალება თუ დაგეზარათ, კიდევ ერთი კარგი რჩევა ამოვიკითხე…საყიდლებზე მაღაზიაში შესვლისას, ის სამოსი შეარჩიეთ რომელიც ერთმანეთის გვერდით კიდია, რადგან იქ უკვე განსაზღვრულია და წინასწარ შერჩეულია შესაფერისი ნივთები..ან აარჩიეთ ის რაც მანეკენს აცვია..

ზუსტად ასე მოიქცა ჩემი ფეხსაცმელიც გადააწყო გადმოაწყო, შემდეგ ტონალობა მოირგო, შემდეგ ფერი აარჩია, და იქიდან გამომდინარე რომ თვითონ სამი ტონალობის ყავისფრიდან შესდგება, ბევრი წვალება არ უყვარს და პირველად მეც ვერ გავბედე ბევრი ფერის შეხამება, ყავისფერ-შავში გადავწყდით მარტივად. მაგრამ სამომავლოდ უფრო მეტ გამბედაობას გამოვიჩენ და სხვა რაიმეებსაც შევარჩევ. როგორც ვიცი და მგონია მას მუქი ლურჯი(denim), მწვანე, ყავისფერი, წითელი ძალიან უხდება.