Archive | GoogleNews RSS feed for this section

Happy, Many Birthday!!

22 Jul

ალბათ ყველას ყავს საყვარელი ადამიანი/ები, რომლის დაბადების დღეც განსაკუთრებით გახარებთ, განსაკუთრებულად გულით ულოცავთ და განსაკუთრებით საუკეთესო სურვილებს უსურვებთ ხოლმე…

დღეს კი,ერთ-ერთი ასეთივე ძვირფასი ადამიანის, ჩემი დაიკოს დაბადების დღეა და არ შემიძლია მას ყოველივე გრანდიოზულად კარგი არ ვუსურვო და არ ვუთხრა, რომ ასევე გრანდიოზულად მიყვარს 😀 Kiss, Love, Hug!!!

ჩემი “სისტრიჩკა”

დაბადების დღე ვახსენე და დღეს GoogleNews-ით ალექსანდრ ქოლდერი-ს დაბადების დღეცაა (Alexander CalderJuly 22, 1898 – November 11, 1976), მოქანდაკე, რომელმაც მსოფლიო აღიარება ე.წ. “მობილურით” მოიპოვა-კინესტეტიკური მოწყობილობა, რომელიც მოძრაობაში მოდის დენის ან ქარის მეშვეობით…ბევრი რომ არ ვიბოდიალო, ფოტოსაც დავურთავ 😀

Happy Chocolate Day

11 Jul

ტკბილეულის მოყვარულთათვის განსაკუთრებული დღეა…გადადეთ ყველანაირი დიეტა, ყველანაირი აკრძალვები…11 ივლისს, დღეს შოკოლადის საერთაშორისო დღეა!!!(World Chocolate Day)

შოკოლადის დღე პირველად ფრანგების მიერ იყო მოფიქრებული 1995 წელს.

შოკოლადს როგორ არ უწოდებდნენ და ეხლაცაა მათზე გამონათქვამი “შავი ოქრო”.

Continue reading

მთვარის დაბნელება

16 Jun

სულ რამოდენიმე წუთის წინ 15 ივნისისა და 16 ივნისის გასაყარზე, ნდაიწყო მთვარის დაბნელება.მოვლენა, როდესაც მთვარე ექცევა დედამიწის ჩრდილის ქვეშ, ყოველ 11 წელიწადში ერთხელ ხდება.

დღევანდელი მთვარის დაბნელება, შეიძლება უნიკალურად ჩაითვალოს, , რადგან იგი ყველაზე ხანგრძლივად ითვლება ბოლო 11 წლის განმავლობაში.სრული ფაზის ხანგრძლივობა გასტანს 1საათსა და 40 წუთს, საერთო დრო კი 6 სააათი.

კიდევ ერთი მთვარის დაბნელება მოსალოდნელია 10 დეკემბერს,2011 წელს

Mr.Men and Little Miss

9 May

ჩარლზ როჯერ ჰარგრეივსი Charles Roger Hargreaves(9მაისი 1935-11სექტემბერი 1988)ბავშვების წიგნების ბრიტანელი ავტორი და ილუსტრატორი.Mr. Men და Little Miss სერიის შემქმნელი,რომელიც მოიცავდა ძალიან პატარა მკითხველთა ყურადღებას. მარტივი და სულელური ამბებია, ფერადი ილუსტრაციები 25 წლის განმავლობაში პოპულარობას არ კარგავდა, 85 მილიონი გაყიდული წიგნით, 20 ენაზე.

160 anniversary of the first World’s Fairs

1 May

World’s FairWorld FairUniversal Exposition, და World Expo-სახელებია საზოგადო გამოფენა-გაყიდვების რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იხილავთ. პირველი ასეთი ექსპოზიცია Crystal PalaceHyde Park -ში,  London,United Kingdom, 1851 წელს სახელწოდებით “Great Exhibition of the Works of Industry of All Nations”. ექსპოზიციის იდეა პრინც Albert-ს, დედოფალ  Victoria-ს მეუღლეს ეკუთვნის, და იყო  წარმოებული პროდუქციის პირველი საერთაშორისო გამოფენა. ასევე იყო საწყისი ბევრი საერთაშორისო გამოფენებისა, მოგვიანებით წოდებული “World’s Fairs”

დედამიწის დღე

22 Apr

პირველი ერთჯერადი აქცია 22 აპრილსგაიმართა 1970 წელს შეერთებულ შტატებში. მისი წარმატებისას ეს დღე რეგულარული გახდა.

იმის მიუხედავად რომ ორგანიზატორებს სახსრები არ ჰქონდათ, მაინც ეწყობოდა სხვადასხვა აქციები, როგორიცაა 20 მილიონიანი დემონსტრაცია ასობით სკოლის მონაწილეობით. როგორც გ.ნელსონი ამბობდა “დედამიწის დღემ თავად დააწესა საკუთარი თავი”

1971 წელს, წარმატებილი პირველი დღის შემდეგ, ნელსონმა დააწესა დედამიწის კვირეული, აპრილის მესამე კვირის განმავლობაში.ეს კვირეული ყოველწლიურად საკმაოდ პოპულარული გახდა ამერიკის მოსახლეობისათვის.

20 წლის თავისათვის კი ამ დღისადმი მიძღვნილი გახდა ევერესტის დალაშქვრა საბჭოთა კავშირის, აშშ-სა და ჩინეთის ალპინისტების მიერ.

2009 წელს გენერალურმა ანსამბლეამ გაერომ, 22აპრილი დაამტკიცა  დედამიწის საერთაშორისო დღედ.

პირველი ადამიანი კოსმოსში…და50 წელი…

12 Apr

იური ალექსანდრეს ძე გაგარინი(9მარტი1934-27მარტი 1968) საბჭოთა პილოტი და კოსმონავტი.პირველი ადამიანი, რომელიც გაიჭრა ღია სივრცეში ხომალდით “ვოსტოკ 1” 12 აპრილს 1961 წელს.

გაგარინი სერთაშორისო ცნობადი სახე გახდა და დაჯილდოვებულ იქნა მრავალი მედლით მათ შორის საბჭოთა კავშირის გმირის წოდებითაც.

12 აპრილი კი სამუდამოდ ჩაეწერა ისტორიაში. მას მერე კი, ზუსტად 50 წელი გავიდა.