Archive | Personal RSS feed for this section

Keep Moving

1 Aug

ბევრი მუშაობის და წვალების შემდეგ, თამამად შემიძლია უკვე განახლებულ fefe.ge-ზე ვწერო, ცოტას ვნერვიულობ, რადგან ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მმართებს და კიდევ უფრო საინტერესო უნდა გავხადო ჩემი ბლოგის შემადგენლობა…

ასე რომ Keep Moving და იმედი მაქვს თქვენც ჩემი ხშირი სტუმრები იქნებით 🙂

Advertisements

ცხელი ზაფხული და თბილისი

1 Aug

პირველ რიში სანამ პოსტს დავიწყებ, ვიტყვი, რომ ძალიან ცხელა, თბილისი დაცარიელდა, არც საცობები, არც ხმაური, ცოტა არ იყოს მომენატრა ეს ადამიანები.

ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვაგრძელებ აქ ყოფნას, PR სკოლა დავამთავრე, ტორტიც ვჭამე და ღვინოც დავლიე 😀 და დიპლომიც მაქვს! ყველა ამაყობს და მეც რაღა დამრჩენია. ეხლა მინდა რაიმე პრაქტიკასავით გავიარო, მინდა…

ამ ფიქრებისას და სურვილებისას კი ხან facebook-ს მივჯდომივარ და ხან გრილ ადგილებს ვაფარებ თავს, როგორიცაა მაგალითად რესტორანი “picasso” მიმინოშვილის 4 ნომერში, მაღაზია სუპერის გვერდით-პირდაპირ (ვისთვის როგორ)- დღეს ცარიელ დარბაზში მოგვიწია სადილობამ, რაც ჩემთვის სასიამოვნო იყო,წყნარად და მშვიდად მივირთვი უგემრიელესი “გუმბაო”(ხორცი არჩევით ტკბილ სოუსში არაქისით და სხვადასხვა პრიბამბასებით :D), ბრინჯი კვერცხითა და ბოსტნეულით, კარტოფილი ძალიან წვრილად დაჭრილ – ძაფებივითაა და ულუფებიც საკმაოდ დიდია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცოტა სტუმარი რესტორანს ახარებს.

რაც განსაკუთრებულად მომეწონა მოაქვთ დესერტად საზამთრო დაწესებულების ხარჯზე და საღეჭი რეზინი, ხომ ტრადიციაა. მაინც როგორ გვიყვარს ადამიანებს ყველაფერი უფასოდ. 

რესტორნიდან ყავის დასალევად და ნაყინისათვის “Vergnano”-ს მივაშურეთ, გადასარევი ინტერიერია, კარგი მომსახურეობა, სიმშვიდე და მყუდროება, კარგი ადგილია ყველანაირი შეხვედრებისათვის, საქმიანი იქნება ეს თუ მეგობრული. არ მესმის ცოტა სტუმარი რატომ ჰყავთ ხოლმე, ადგილიც კარგია, აბაშიძის #37.

ადრეც ვამბობდი, რომ უბრალოდ დეტალებია დასახვეწი, თორე კოჭებში ვატყობ კარგი უნდა იყოს. მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, დაარსებულია 1882 წელს იტალიაში, პატარა მაღაზიად, ტურინის ძირში მდებარე ქალაქ ჩიერიში,, დომინიკო ვერნიანოს მიერ.  ჰოდა, წარმოიდგინეთ რამხელა დრო გავიდა მას შემდეგ: ნამდვილად იტალიიდან ჩამოტანილი ყავა აქვთ, ეგ ვიცი დანამდვილებით, ნაცნობობით (“ჩერეზ-ჩერეზ”) :D:D არა, ნაცნობობით არ ვაქებ, მართლა მომწონს 🙂

ვერნიანოს შემდეგ კი სახლში, სასწრაფოდ გამოვიცვალე და ჰოლიდი ინში(holiday Inn) გავეშურე, სადაც მის თინეიჯერ 2011ს ირჩევდნენ… ამას კი შემდეგ პოსტში მოვყვები, ვიდეომასალაც უნდა განახოთ თან…

Day Time

20 Jul

გასული დღე საკმაოდ სასიამოვნო იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ რამოდენიმე ადგილას ვიყავი რამაც პოსტის თემა მომცა, მერე Sophie Grioto-საგან წერილი მივიღე რასაც მოგვიანებით პოსტში მოვყვები და კიდევ ერთი  PR. სკოლაში ვიყავი და საკმაოდ დამღლელი ლექცია იყო, რამაც კმაყოფილების გრძნობა გამიჩინა.

ახლა კი თავიდან: პირველი რაც გავაკეთეთ მე და თემომ Coffe Time-ში შევლა. იყო coupon.ge-დან კუპონი გვქონდა შეძენილი და ამის ექსპერიმენტირებას პირველად ვახდენდით, სხვათაშორის ძალიან კარგი შემოთავაზებებია ხოლმე, ნახევარ ფასად ან რაღაც ფასდაკლებებით სხვადასხვა პროდიქტზე, ასეთივეა swoop.ge-ც, სადაც სხვადასხვა შემოთავაზებაა ფასდაკლებით. ერთ-ერთი დაწესებულება Coffe Time იყო,რომელსაც ეს აქცია ჰქონდა, თან ჩემთვისაც საინტერესო იყო ეს ადგილი, რომ თქვენთვის მომეყოლა რა ხდება იქ, იქნებ უცებ  გამოგადგეთ ინფორმაცია. Continue reading

Modern Serenade

6 Jul

გრძნობის  რამდენი გამოვლინება არსებობს??  ბევრნაირი, სულ სხვადასხვა. ერთ-ერთი მათგანი კი სერენადაა. რა არის სერენადა?-მუსიკალყრი შესრულება, კომპლიმენტის სახით, რომელიც შესრულებულია პატივისცემის, დაფასების და სიყვარულის გამოვლინების მიზნით… აპრობირებული მრავალი საუკუნეების და მრავალი ქვეყნის მიერ 😀  დრო კი მიდის და გრძნობის გამოვლინებების მუსიკალური ფორმებიც იცვლება.

რას აკეთებდნენ ადრე:

1. იძიებდნენ  სა თავს იჭყლეტდნენ გოგოს საყვარელ სიმღერას.

2. სწავლობდნენ ამ სიმღერას, თუნდაც ცუდი სმენა ჰქონოდათ.

3. იგონებდნენ შესრულების ადგილს, ყველაზე ცნობილია-გოგოს აივანთან. (ამასაც კარგი event management უნდა..აქსესუარები-სანთლები, ცეცხლი… გულები და ათასი რამ).

Continue reading

One Colorful Evening

4 Jul

ყოველი ურთიერთობა, დროთა განმავლობაში მოითხოვს update-ს, ეს გასაკვირი არაა და იმას არ გულისხმობს, რომ ადამიანებს შორის რაიმე პრობლემაა… უბრალოდ, ინგლისურში კაგი სიტყვაა-refresh-ს საჭიროებს(შესატყვის ქართულს ვერ ვუძებნი.)

რით შეიძლება გაიხალისო და გაიმრავალფეროვნო ურთიერთობა?! სულ მარტივია, არ არის ყოველი დღე რესტორნით თუ განსაკუთრებული საჩუქრებით დაიტვირთოს, მთავარია გინდოდეს ამრავალფეროვნო და ყველაფერი კარგად იქნება.

ე.ი. გვესაჭიროება:

Continue reading

Happy … Friends

22 Jun

ორი დღე, 20-21 ივნისი ერთ-ერთ ტკბილ დღეებად დამამახსოვრდება…შეიძლება ითქვას “უმიზეზოდ-ჩემი დღე” იყო. ჯერ ერთი, ბევრი საჩუქარი მივიღე ამ დღეს და მეორე, დრო ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან გავატარე…

20 ივნისს განსხვავებულ ხასიათზე ვიყავი, wheels-იდან- misson-ში დავასრულეთ საღამო.სადაც, სხვათაშორის საკმაოდ კარგი მომსახურეობაა, მართალია, შოთიკოს მწვანეს ნაცვლად პიტნის ჩაი მოუტანეს, მაგრამ საკმაოდ კარგი განწყობა შემექმნა მათზე.ზაფხულის თბილ და სასიამოვნო საღამოს მეტად ბევრი სიცილი დაერთო თან.

მეორე დღეს, 21 ივნისს, ინასთან ერთად უნდა წავსულიყავი გადასაღებად, მას უნდა დავხმარებოდი სახლების ინტერიერების გადაღებაში(თუ ხელი არ შევუშალე :D) და ჩემთვისაც სასარგებლო იქნებოდა გარეთ გასვლა, ფოტოკამერის ხელში დაჭერა.მართალია ძალიან დავიღალე, მაგრამ უძალიანესად კმაყოფილი დავრჩი, რადგან უამრავი საინტერესო და უინტერესო ადამიანებს შევხვდი და მათი სახლი თუ ფასადი ვნახე,რომელნიჩ ერთმანეთზე მეტყველებდნენ.თბილისში მართლაც ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, სამწუხაროდ ბინები საკმაოდ ავარიულია 🙂

წერა, იმისათვის არ დამიწყია, მომეყოლა რა კარგი დღე მქონდა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობის ფაქტი, მაშინ ყველაფერი გიხარია, გინდა გაუზიარო ყველანაირი გრძნობა, თუნდაც ისულელო და ამისათვის არ მოგეკითხება, ჰოდა, ამ პოსტით ყველა ჩემს მეგობარს მადლობა მინდა ვუთხრა მათი მეგობრობისათვის 🙂

New, Empty Diary

8 Jun

მეგობრები იმიტომ არსებობენ, რომ საჭირო დრო მონახონ, აგაწევინონ უკანალი, როდესაც რბილად ხარ მორგებული სახლში და არც კი გაქვს გეგმაში და ხასიათში სადმე გასვლა.

ზუსტად ასე დაუნდობლად მომექცა ინა, როდესაც დამირეკა და თითქმის მბრძანებლური ტონით-მითხრა, რომ გავსულიყავი გარეთ…არც ვინანე, პირიქით მისი მადლობელი ვარ, რომ ახალი…ფურცელი-ბანალური ნათქვამი იქნება…სულ ახალი წიგნაკი  ძალიან ხალისიანი დღით დავიწყე.

საღამომ სტარტი ზოოპარკთან აიღო, სულ სამნი: მე, ინა და მარიამი ვიყავით…მარიამმა გიდობა ითავა და ყველა გალია შემოგვატარა, ფოტოების ჩხაკუნიც არ დაგვიწყებია, გაგვიმართლა და კუდგაშლილ ფარშევანგებსაც მივუსწარით, სირაქლემას ცეკვასაც ვუყურეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, მეტად არამომხიბვლელი იყო, საინტერესოა, როგორ ებმებიან ასეთ ანკესს სირაქლემა გოგოშკები 😀

ცხოველ-ფრინველ-ქვეწარმავალ-ზღვის ბინადართა თვალიერებით, ბევრი ახალი აზრი მოვიდა ისევ და ისევ სამოსთან დაკავშირებით…არა, არა! არ იფიქროთ მათი გატყავება მომინდა! პირიქით,მასეთი რამეების წინააღმდეგი ვარ, მირჩევნია ჩამნაცვლებელი მეცვას ცხოველური პრინტით…უბრალოდ ძალიან ლამაზი ფომა-ფერი ჰქონდა ზოგიერთ მათგანს და ვიფიქრე,ალბათ ბევრ დიზაინერის შთაგონების  წყაროცაა მათი სილამაზის ხილვა…მე forever21 ელასტიკი და ფეხსაცმელი მეცვა და მისივე კულონი-ფოტოკამერა, Cache-cache-ს ნეონ-ყვითელი მაისური,ლეოპარდის პრინტით თავზე შემოხვეული შარფი და ადრე ნაყიდი ჩანთა-ამოქარგული ყვავილით,რომელიც ძალიან პრაქტიკულია ბოდიალისას 🙂

ზოოპარკში რომ გალია აღარ დარჩა უნახავი და ორჯერადი გემზე კატაობის შემდეგ, გზას გავუდექით ჩილიმ ბარისაკენ, მაგრამ სანამ გადავწყვეტდით სად მივსულიყავით, ძალიან ბევრი ვიარეთ-ქვეყანა შემოვიარეთ 😀

დაღლილები Wheels-ში ვიყავით, ცოტა რომ ამოგვესუნთქა, სადაც დამაპურეს 😀

ჩილიმობისას შოთიკოც შემოგვიერთდა და ჩილიმ ბარიდან ოთხი ბილიარდის უცოდინარი-საბილიარდოში წავედით, იქაც ფეხით- ძაალიან მაგარი იყო…ბილიარდის ბურთებიც ვაგორავეთ პროფესიონალუური სახეებით,ბევრი ვიხალისეთ…

ამ პოსტით არა მარტო დღევანდელი დღის შესახებ მინდოდა  მოყოლა, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენს ნიშნავს ცალკეული, ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი, მე კიდევ ჯანდაბების გამო გადავიკარგები ხოლმე,ან ვერ ვამჩნევ.მივხვდი, რომ მშვიდად ვარ და დავუბრუნდი ჩემს თავს, ვიცი, რომ ბევრის იმედი მაქვს და ყველას მადლობა 🙂

ასევე, ერთ კარგ ადამიანს მინდა პატარა”персик”ის დაბადება მივულოცო: ტატა! მთელი გულით გილოცავ და გისურვებ უპრობლემო ცხოვრებას, შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად !

ეს კი ჩემი დღის ფრაგმენტები:

ფოტოები: ირინკა(fefinio)

ინაჩკა

შოთიკო(საბილიარდოს რამოდენიმე pic.)