Archive | Personal RSS feed for this section

??? ვერც მე ვერ მივხვდი

7 Jun

სახლში ამოვდიოდი და თავზე მაწვიმდა, მაწვიმდა მხრებზე, მაწვიმდა…არ ვიცოდი რა გრძნობა დამუფლებოდა…ბავშვობა გამახსენდა, ზაფხულის წვიმაში რომ დავტანტალებდი, მაგრამ მაშინ წვიმა უფრო სუფთა იყო, ეხლა კი ბინძური, ადამიანებმა დავაბინძურეთ…ჩემი თავი არ მადარდებდა, ფეხსაცმელი გაიჭყლიტა ჩემსა და ტალახს შორის…შემოვედი და ქუხილმაც შემომირიხინა ფეხებში, წამებით შემოვასწარი…დღეს ყველაფერი სხვანაირია…

ცხოვრებაში ორი fail მქონდა, უნივერსიტეტში, როდესაც საოპერატორიზე ვერ ჩავაბარე და სამსახურის ტესტირებაზე, რომელიც საოცრად დავწერე 😀 ალბათ, არც ერთი მინდოდა გულით და მეორეზეც ,რაც მაკავებდა ფული იყო..”.ოოო!!”…იფიქრებთ თქვენ!!.”სულ ფულზე როგორ უნდა ფიქრობდეს ადამიანი!!!”…ყველა მასზე ვფიქრობთ, მხოლოდ ზოგი ვაღიარებთ ამას, ეს სირცხვილი არაა, როდესაც ადამიანობა არაა, სირცხვილი არაა, მიდიოდე და არ გინდოდეს, ჰოდა იმიტომაც ვარ გარეთ, არ მოვინდომე ალბათ…რაც არ გკლავს გაძლიერებს, ეს ფრაზა უკვე მითქვამს,მაგრამ ყოველთვის ჭრის იგი? “თუ რაც არ გინდა ნუ გინდა” სჯობს? ისევ გავაცრუე იმედები, მაგრამ გარშემო ისევ ისინი მყავს, ვისაც მაინც რჩება იმედი ჩემს მიმართ, ისინიც რომ არ იყვნენ…

არადა, თავის დამშვიდებად არ ჩამომერთვას და უამრავი დადებითი მხარე აქვს ჩემს უმუშევრობას, ახალი სამსახურის ძებნის სტიმული, თან ისეთის სადაც უაზრო ხალხი, უაზრო კითხვებით არ იქნება, სადაც პირფერობა და ტყუილი არ იქნება, სადაც საკუთარი “ცოდნით” სიგარეტის ღერის თანხლებით უსაქმურ დაცვის თანამშრომლებს არ გააოცებ და ამის მოწმე არ იქნები 😀 ბევრი რამ ვისწავე, ბევრი წამოვიღე, და ბედნიერი ვარ, რომ უფორმო მაისურს და “კუბოს ქვას” არ დავიდებ გულზე 😀 ასე იყო საჭირო, უნდა მენახა და მესწავლა, მესწავლა პირფერობა და არ ვისწავლე…გამომიშვეს…მაგრამ ფეხსაცმელი დამრჩა საყიდელი, მეშინია არ ჩამოვრჩე ჩემს wish list-ს, ისედაც ვერ ვეწეოდი 😀 რომ იციან ხოლმე წყალი გადასახდელი, გაზი, საჭმელი…ჩემი ვერსია:მალე ინტერნეტი გამეთიშება, ფეხსაცმელი შემომაკლდება, ჩანთა, ახალი ტრენდები… 😀

არა!! მათ გამო ღირს ბრძოლა!!

რატომ მახრჩობს ცრემლი, მაშინ როდესაც ლაპარაკი მინდა, ოხ ეს ემოციურობა…მერე ჩერჩეტი გამოდიხარ…არადა დაწერ და ცხელ გულს დააბრალებენ 🙂 იყოს ცხელი!!

ახალი ცხოვრება იწყება, უკვე ნაკლები იმედებით, რომ ისევ არ გამიცრუვდეს და მეტი შემართებით, ჩემს თავს ვეძებ და ვიპოვი, მთავარია არ დამაგვიანდეს…

ჩემი ბიჭი დიდი ხანია უსაქმურად მელის, ჩემი ნიკალა, Nikon, ფოტოკამერა…ჩავკიდებ ხელს და ერთად ვიბოდიალებთ, ძველ დროს გავიხსენებთ, ერთად რომ ვატარებდით…

ისე დავწერე, ვერც მე ვერ გავიგე რა მინდოდა,მიხაროდა თუ მწყინდა, მიყვარდა თუ მძულდა, ბევრის თქმა რომ მინდოდა მეც ვიცი და თქვენც მიხვდით ალბათ…

გარეთ წვიმამაც გადაიღო, ყველაფერს ჰქონია დასასრული, ამ პოსტსაც 🙂

20110607-041141.jpg

20110607-041151.jpg

20110607-041204.jpg

20110607-041214.jpg

20110607-041237.jpg

Advertisements

Movie Day

27 May

ოხ ეს დილა, ერთი და იგივე კითხვით რა ჩავიცვა?!…მთელი ღამე წვიმდა და ვიფიქრე დილითაც გაგრძელდებოდა და დავგეგმე ბოტებისს ჩაცმა, მაგრამ უკვე გათენებულზე ისეთი პირი უჩანდა გადაიფიქრა ეწვიმა და ჩემი გეგმები წვიმის წყალში ჩაიყარა…ასე რომ მომიწია თავიდან გადამეხედა გარდერობისათვის…საეთოდ სამოსის შერჩევას ხშირ შემთხვევაში ფეხსაცმელით ვიწყებ და შემდეგ გადავდივარ სხვა დანარჩენზე…ქუსლების განწყობა არ მქონდა და არჩევანი “ლეო” პრინტიან ბაჩმაჩებზე შევაჩერე, შემდეგ ჯინსის შარვალი და გარფილდიანი, ძალიან მხიარული, ვარდისფერი მაისური, რომელზეც ლურჯი ჟილეტი შემოვიცვი და საბოლოო ჯამში საკმაოდ “ქეჟუალურად” გამოვიყურებოდი, ამავდროულად კომფორტულად ვგრძნობდი თავს 🙂

6-ზე სამსახურიდან გავედი და გეზი მამიდასკენ ავიღე რომელიც უკვე ვნახე(ძალიან ლამაზი ყელსაბამი მაჩუქა,მდინარის მარგალიტებით) და დავპირდი რომ აუცილებლად გავივილიდი მასთან, გზაში კი “ქარვასლასთვის” უნდა ამეარა გვერდი, მაგრამ ბოლო წუთს გზი ვიცვალე და მისი გავლით მივედი…რა მექნა?! პირდაპირ მეძახდა 😀 მოკლედ უმეტიჩრესი მაისური ვიყიდე, ძლივს გავაკეთე ორს შორის არჩევანი, ისეთი საყვარელი გოგოები ეხატა,ბოლოს “ლონდონელი მეტიჩარა” ავარჩიე და “კრეატიული” დავტოვე არადა უუუfff…აღარ მინდა გახსენება…ამ მაისურის ჩაცმას “წულის” ქვედაბოლოსთან ერთად ვგეგმავ, საინტერესო უნდა გამოვიდეს, და ელასტიკზე ჩასაცმელი, წვრილი კოპლით, უბრეტელო ზედა …ისიც ძალიან ბევრი ლამაზი რამე დავათვალიერე; yamamay-ში ისეთი “სიფერადე” იყო თვალები ამიჭრელდა…რაც ქარვასლას შევამჩნიე ჩანთებში ჭარბობს გველის ტყავის ფაქტურა, ფერები სხვადასხვა,ძირითადად პასტელი,სამოსში ყვავილებზე და ლეოპარდის პრინტზე ლაპარაკი ზედმეტია, კოპლები…რამოდენიმე ძალიან კარგი ფერი, სამომავლოდ ვაპირებ ერთიმასეთი შევიძინო, Lime green- ფერის ძალიან მყვირალა ზედები, rufle კაბები,ქვედაბოლოები, ჯამფერები(jumpsuit) და რომფერები(rompers)

როგორც იქნა გამოვაღწიე და წავედი მამიდასთან, რომელიც თამაშების, როგორიცაა ფერმა და ამდაგვარი რამ ძალიან დიდი მოყვარულია, ამიტომ ისე გავერთეთ ვერც კი ვიგრძენი დრო როგორ გავიდა და მოვიდა 21 საათი, დრო როდესაც თემო ამთავრებდა სამსახურს და უნდა წავსულიყავით კინოში, დღისით ვბჭობდით სად წავსულიყავით, მაგრამ რა მსჯელობა უნდოდა?! ახალმიტინგგადატანილ რუსთაველში ვერ წავიდოდით და რა არჩევანი დარჩა?-ამირანი…ფილმიც შერჩეული გვქონდა “კარიბის ზღვის მეკობრეები”.თუმცა ფილმის განხილვები წავიკითხე და ბევრი, პირველი ნაწილის გადამღერებად მიიჩნევდა და ბევრს აკრიტიკებდა, მაინც ეს ფილმი ძალიან მიყვარს, თავისი იუმორით, სპეც-ეფექტებით და ჯონი დეპით,რომელიც უუმაგრესად ასრულებს როლს.ეს ფილმი ინტერესის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა და არც ეხლა…ძალიან ბევრი ვიხალისე,ფილმი 3D-ში იყო და ეს უფრო ამძაფრებდა შეგრძნებებს.კინოთეატრიდან ძალიან დადებითი ემოციებით დამუხტული წამოვედი, შემდეგ Mcdonald’s-ის ყავა-ამერიკანო და “პო დამამ :D”

20110527-104819.jpg

20110527-104827.jpg

20110527-104835.jpg

20110527-104846.jpg

20110527-104900.jpg

20110527-104931.jpg

New Day, New Age

25 May

გავაცილე 23 მაისი, მაგრამ შევხვდი დაბადების დღის მეორე დღეს 😀 სამსახური, ტრადიციული ტორტი…სამსახურიდან მენეჯერს ადრე დავეთხოვეთ, რადგან ერეკლეს, ინას და ანის (უნი-ს ჯგუფელები და მეგობრები) ასევე თეატრალურის სხვა სტუდენტებს გამოფენა ჰქონდათ “აკადემია+”-ში, საგამოფენო, რომელიც ტკბილად მახსენდება უნივერსიტეტში ჩატარებული გამოფენებისას 🙂 ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვების ნახვა, მართლა ბედნიერი ვარ როდესაც მათ ვხედავ, სამწუხაროდ ამას ხშირად არ ვაკეთებ ხოლმე.

გამოფენასთან ერთად პირველი კურსის სტუდენტ ტატო სულაქველიძის და თედო გოგოლაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის,”ადამიანი…რომელმაც აირჩია”, ჩვენება იყო, რამაც ნამდვილად მომხიბლა, რადგან მშვენივრად დადგმული სცენარი,კარგი იუმორი, ტექნიკური გამართვა იყო, იმის მიუხედავად როგორი პირობრბი აქვთ თეატრალურში, ასე თუ გააგრძელეს და ჰქონდათ ამბიცია კარგად იმუშაონ მშვენიერ ქართულ ფილმებს მივიღებთ!

ფოტოების გადაღების და ძველი ხუმრობების გაგრძელების შემდეგ:

…”Parfois”, ქალთა აქსესუარების მაღაზია, რომელიც რამოდენიმე ხანია გახსნილია სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” და რომელიც 23-ში გაიხსნა ჭავჭავაძეზე, მათი რამოდენიმე ჩანთა მაქვს და ძალიან მომწონს, მომსახურეობაც კარგი აქვთ და დროდადრო მეტად მიმზიდველ საჩუქრებსა თუ ფასდაკლებებს სთავაზობენ ჩემნაირ მეტიჩრებს და არა მარტო! ასე რომ ახალგახსნილში კარგად ვიცოდი, რაღაც შეთავაზებები იქნებოდა და შევძვერი და თემოც შევიყოლე 😀 უჰ!!! სამაჯურები, ჭრელა-ჭრულა შარფები და ჩანთები!! საყვარლები!!! იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაბადების დღის მეორე რღე იყო, თემომ გადაწყვიტა აეღნიშნა და შარფი და უუულამაზესი საფულე დავიმსახურე, Parfois-ისაგან კი-საყურე პაწაწა პეპლებით, თან კონკურსი აქვთ facebook-ზე, შეგიძლია ნებისმიერი ნივთი ჩამოიმხო ან აიკიდო და ფოტოს გადაგიღებენ, შემდეგ “გამოგაჭენებენ” facebook-ზე და like-ბით საზღვრავენ გამარჯვებულს, იმდენად კონკურსმა არა, რამდენადაც აკინძვამ მომხიბლა, შევარჩიე ჩემი ჩაცმულობისათვის ასე თუ ისე შესაფერისი ჩანთა და სამაჯურები და “ჩავკარტოჩკდი”,შემდეგ კი ისევ მომშივდა და…

…”Segafredo“- უუუგემრიელესი ქათმის ფილე ანანასის სოუსით, Cosmopolitain-ძალიან, ძალიან მაგარი და თუ მანამდე არ მითქვამს იმასაც ვიტყვი რომ fries-იც უმაგრესი აქვთ 🙂

სეგაფრედოდან გადავწყვიტეთ გეზი ინასკენ, wheels-ში აგვეღო, იქაც ვისხედით, ინა ლუდ Guiness-ით გამიმასპინძლდა, ბევრი ამბავი გავიხსენეთ და ბევრიც ვიხალისეთ, ფოტოებიც გადავიღეთ 🙂

სახლში მოსული, კი ისეთი გათიშული ვიყავი, წინა პოსტი ძლივს ავტვირთე :)ქვემოთ კი 24-ში გადაღებული ფოტოების სლაიდი 🙂

This slideshow requires JavaScript.

20110526-012444.jpg

20110526-012452.jpg

One Day, One Story

25 May

დავიწყე პოსტი დაბადების დღეზე და ისეთი დაღლილი ვიყავი ემოციურადაც და ფიზიკურადაც, რომ მხოლოდ ფოტოებით  და ერთი წინადადებით შემოვიფარგლე 🙂 ეხლა გიამბობთ ჩემს ოქროს დაბადების დღეზე სრულად…

ჩემი დაბადების დღე, ანუ 23 მაისი, 12 საათიდანვე სასიამოვნოდ დაიწყო, 12 საათს ჩემს დებთან და დედასთან skype-თი ვიდეოკონფერენციით შევხვდი, რასაც ორივე მხრიდან სმა მოჰყვა, ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო, როდესაც ვიდეოთვალს შევსებულ ჭიქებს “ვიჭახუნებდით” ამას თან ერთვოდა პარალელური რეჟიმით თემოსთან საუბარი და ტელეფონით მილოცვები, ასევე facebook-ოც არ სდუმდა 🙂 მოკლედ უკვე კარგად შეზარხოშებულს პირდაპირ თვალის მოხუჭვა დამჭირდა, რადგან ვიწექი და ისე ვქეიფობდი 😀 ძალიან მაგარია, მთვრალს სულ არ გჭირდება ბევრი ბოდიალი.

გაღვიძებისთანავე დავიწყე რეკვა ჰეარ ჰაუსში(ამ სილამაზის სალონისშესახებ ბევრი მსმენია taa.ge-დან და sweet.ge-დან),რომლის შესახებაც ცალკე პოსტი მინდა დავწერო, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ძაან საყვარელი გოგოები არიან 🙂 სალონში ხანგრძლივი დროის დაყოფის შემდეგ, დადგა დრო საჩუქრების მეორე ეტაპისა, ფოტოებში ნახავთ მანქანაში დაწყობილ საჩუქრებს, რა თქმა უნდა, ყველა ჩემია 😀 ერთ-ერთ მათგანში ჩემი ნანატრი Christian Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელია, მეორეში კი არანაკლებ სასურველი სამფეხა, ეხლა საშუალება მექნება ყოველი ჩემი “პრიკიდი” გადავიღო და არ ვიწვალო 🙂 ყვავილები?! როგორი სურნელი ჰქონდა, ვინც იცით რომ გერბერი მიყვარს, ისიც იცოდეთ, რომ მათი მოტანის მცდელობა იყო, მხოლოდ ეხლა გერბერის დრო არ ყოფილა 😀

მოკლედ ზღვა ემოციის შემდეგ, რომელიც გამოვხატე და ვერ გამოვხატე, “შემოლამაზებული” ვარცხნილობით სახლში ავცუნცულდი გამოსაპრანჭად, Lou. ვერ გავიმეტე, თან სამოსი მჭირდება, განსაკუთრებულს ხომ განსაკუთრებული სამოსი უნდა, სამაგიეროდ არჩაცმული ე.წ. Plum ჩავიცვი და ვარდისფერი კაბა, რომლებიც ძალიან შეეფერენ ერთმანეთს 🙂

რაც შეეხება Lou-ს, მას წინ მთელი ისტორია უძღვის:იმ დროს როდესაც თემომ იგი ჩემთვის შეუკვეთა და გულმა ვერ გაუძლო, მაინც გამიმხილა საიდუმლო,სიხარულისაგან მოსასულიერებელი ვიგებ რომ ზომა 36-ია, რომელიც  დიდი უნდა მქონოდა,მთელი ჩემი პანიკისა და ისტერიკების შემდეგ, მატყობინებს, რომ ფეხსაცმელი გადაცვლილია და ველი 35, ამ ზომას ნამდვილად ველი, მაგრამ არა გაცვლილს, არამედ მეორეს, აღმოჩნდა, გადაცვლის შანსი არ ყოფილა და თემომ მეორე შეუკვეთა, ასე რომ ორი Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელი მექნება მხოლოდ სხვადასხვა ზომის, რომელიც ასევე დაბადების დღეს გავიგე.

წავედით PR. სკოლაში: შესვლისას ძალიან დადებითი ემოცია შემხვდა, არ ვიცი მე ვიყავი ასეთ განწყობაზე თუ ასე შემხვდენენ, ძალიან მესიამოვნა, ანანოს(ჯგუფელი PR.სკოლაში)დიდი მადლობა, რომ facebook-ის გვერდზე დაპოსტა ჩემი დაბადების დღის შესახებ, შეიძლება განსაკუთრებული ბეევრისათვის არაფერი მომხდარა, მაგრამ ყურადღებაა, თან მე ხომ ძალიან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომპლიმენტები 😀 ასე რომ არც ერთი დამაკლდა და არც მეორე 😀 საჩუქარიც კი მივიღე, ზარაფხანას უსაყვარლესი ბალერინა ქანდაკება და თაიგული, მოკლედ რომ ვთქვა ჭკუაზე არ ვიყავი, თან თმები?! აი თმებზე თუ მეტყვიან კარგიაო, ამას არასოდეს ვივიწყებ, მე კი ძალიან ბევრი ასეთი შინაარსის წინადადება მოვისმინე, ლექციაზე ალბათ პირველი არ ვიქნები, ვინც იტყვის, რომ ძალიან საინტერესო იყო, მედია-მენეჯმენტი, რომელსაც ზვიად ქორიძე კითხუობს 🙂

ეხლა კი საღამოს დასკვნით ეტაპზე გადავდივარ, ვახშამი ორისათვის, რესტორან Belle Ville-ში, ულამაზესი და უმყუდროვესი ადგილი, ქიაჩელის 26-ში, ალბათ ორშაბათი დღის გამო სულ ცარიელი იყო, მაგრამ ეს ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს 🙂 სპაგეტი, ქათმის სალათი, სტეიკი, ჭიქა წითელ ღვინოსთან; დამღლელი, ემოციური დღის შემდეგ ზუსტად ის იყო რაც გვინდოდა. უკვე 12-ის ნახევარზე, მოვინდომე, სანთლის ჩაქრობა, ჩემი საყვარელი რიტუალია დაბადების დღისას.ამისათვის უახლოესი Goodwill-ი აღმოჩნდა,პაწაწა ნამცხვარუკა ვიყიდეთ და დაბადების დღის სანთლის არქონის გამო ნამცხვრისხელა ჩვეულებრივი, ფერადი სანთელი ვიყიდეთ,თან ვნერვიულობდი ვერ მოვასწრებთ-მეთქი, მაგრამ სანთელი 12:55 წუთზე ჩავაქრე 😀 თან სურვილიც ჩავიფიქრე და ამით გავაცილე ჩემი დაუვიწყარი დღე 🙂

Happy Birthday To Me

24 May

უმაგრესი დღე მქონდა, დღე არა, 24 საათი.

This slideshow requires JavaScript.

თავდასხმა

22 May

ორი დღეა, რაღაც თავდასხმაა ჩემს თავს, ვიფიქრე თუ მესამედაც გაგრძელდა დავწერ მეთქი, მაგრამ სულსწრაფობამ მძლია და მესამე დღესაც აღარ დაველოდე.

ცრუმორწმუნე რომ ვიყო, ამ შემთხვევებს რაიმეს დავაბრალებდი, და ნიშანს მივაწერდი, რა ნიშანს ეგ უკვე დამოკიდებული იქნებოდა როგორ ხასიათზე ვიქნებოდი, ცუდისკენ წავიყვანდი საქმეს თუ კარგისაკენ, მაგრამ რეალურად ყველაფერს გაზაფხულს ანუ გამოღვიძებულ ბუნებას ვაბრალი.

ნუციკო(ჩემი მეგობარი)ამ ამბავს რომ გაიგებს არ გაუკვირდება, რადგან დარწმუნებული ვარ, კარგად ახსოვს ჩემი თავი ორ სკამზე ერთდროულად შემომხტარი, იატაკის ჯოხით ხელში, როგორ ვებრძოდი ოთახში შემოპარულ ხვლიკს, რომელიც ჩემი წიოკის მიუხედავად ადგილიდან არ იძვროდა, ეჰ, ნინ, სად არ იყავი დღეს, კრინტიც კი არ დამიძრავს, სანამ ათსანტიმეტრიანი კალია გარეთ არ გავსვი, უზრდელი, არც ის გეგმავდა განძრევას სანამ “ტაშტი” არ დავამხე და შემდეგ პარკი ამოვაცვი უფრო მეტი დაცულობისთვის, ვაი თუ გახვანხვალებულიყო!! მხოლოდ მაშინ ამომხდა ყვირილი, როდესაც უკვე გაძევებული კალია  პარკის ქვევიდან მიხვდა, რომ რაღაც ხდებდა მის თავს და ახტა!! იქ უნდა გენახა როგორ შევხტი და სახლში ტყვიასავით შემოვარდი.

ოჰ, ამის წინამორბედი ამბავი არ მომიყოლია…გუშინ სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი, როდესაც ზურგს უკან ხმაური შემომესმა, ფანჯრის მხრიდან, უკან ნელა მივტრიალდი, ხომ იცით, საშინელებათა ფილმებში რომ ხდება და რომ ვფიქრობთ: არ  მიტრიალდე!!გაიქეცი!! გასაქცევი არსად მქონდა და მეც მოვტრიალდი, მოტრიალება იყო და…თუ არ ვცდები ჩხიკვი იყო, აი მოზრდილი მტრედისხელა,ლამაზი კი იყო ეგ ოხერი… ცხვირამდე მოფრინდა და შემდეგ უკან გაბრუნდა და ფანჯარასთან ახლო-მახლო დასკუპდა, ისე რომ თვალის შევლება მოვასწარი…

და რატო წამოვიწყე ეს პოსტი, იმისათვის რომ მეკითხა რაიმეს ხომ არ ნიშნავს-თქო? არა, ალბათ კარგი მოგონებები გამიღვიძა ამ ამბებმა და მინდოდა ნინიკოსთვისაც მეთქვა რომ ძალიან მომენატრა და აუცილებლად დავპატიჟებ მომავალში “ავტობუსოფართიზე” რომელიც დიდი ხნის წინ დავგეგმეთ…

მოკლედ,ჩემო ლამაზო ხალხო, ამ პოსტით, ტკბილ მოგონებებს გაუმარჯოოოს!! 😀

ფოტო გადაღებულია ნუცას დაბადების დღეს,2009 წელს,ერთ-ერთ ყველაზე საყვარელი დღე,ალბათ არ მიწყენს 🙂

დიალოგი “მე”-სთან

20 May

-თავი მტკივა…თუ სკეპტიციზმმა შემომიტია ისევ?!

-რატომ? რატომ!

-ალბათ სკეპტიციზმმა,საიდან დაიწყო? სამსახურში ვიყავი-ნუ გასაგებია! იქიდან PR-ზე წავედი…

-ტაპი რა საყვარელია არა?!

-კი საყვარელია მართლა, სულ უნდა, რომ ისე შეგისწოროს,  არ გეწყინოს თან გასწავლის, თან გესმის…ტაპი რა შუაშია?! სკეპტიციზმი მეთქი, თავი მეთქი..PR-ზე ვიყავი…იქაც მომაგნეს კოშმარებმა, დღის კოშმარებმა…ჩემმა პრობლემებმა, ოხ ეს ადამიანები,დაბოღმილი-აგრესიომანები…როდის უნდა ვისწავლო?

-ხო, ხო! არ გეუბნებოდი ყურადღება არ მიაქციო, ზოგადად უამრავია ასეთი და ცხოვრებაში გაგიჭირდება თუ ყოველი ადამიანის არაადამიანურ საქციელს მიაქციე ყურადღება. თავს მიქნევდი, რამოდენიმე ხანი დამიჯერე, ითვალისწინებდი…ეხლა რა მოგივიდა? ისევ გჭირდება კარგი ლექცია ჩემგან…

-მორჩი, ეგ ყველაფერი გადასარევად მახსოვს და დიდ ნაწილს ვეთანხმები, მაგრამ ეგ უკვე არაადამიანურ საქციელად აღარ მიიჩნევა, ეს უკვე ადამიანური გახდა, სხვის დამცირება, უპატივცემულობა, საკუთარი “მე”-ს გაღმერთება.

-მერე გააღმერთე შენც, ვინ გიშლის და შენც მათნაირი “მუტანტი” იქნები ეს კითხვები კი აღარ დაგებადება და თავის ტკივილიც მოგეხსნება 😀

-სასაცილოდ გაქვს საქმე? ან შენ ან მე? არ მინდა მათნაირობა, სხვა გზაც ხომ არსებობს…რატომ! რატომ ვერ ვპოულობ? შენ-მე მაინც არ იყო და მე-შენ?!არ იცოდე მაინც რეალობა …თავი მტკივა…ფუ, ხასიათი სულ გამიფუჭდა…აი ტაპი, ხომ კარგია, სათნო, სამ დღეში ყველას შეაყვარა თავი, მას ეტყობა, რომ სულ მასეთია და გაუძლო, ნეტა როგორ უძლებს, ხომ უამრავი ასეთი “მუტანტი” ხვდება?!

-ხომ ხედავ თავად გაეცი კითხვას პასუხი, ხომ გაუძლო?!, ე.ი. შეუძლებელი არაფერია,ერთხელ გახსოვს გითხრეს: “რაც არ გკლავს-გაძლიერებს”-ვიცი, რომ არასოდეს დაგავიწყდება ეს რჩევა. სავსე-ცარიელი ჭიქის პრინციპი ხომ გაგიგია?! სავსე მხრიდან უნდა უყურო,ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ისიც უნდა იცოდე , რომ ნახევარი აკლია და ნახევარიც დაგრჩა :)კარგია, რომ ადამიანებს “მუტანტებისაგან”არჩევ, ე.ი. იცი როგორი არ! უნდა იყო! მე ისიც ვიცი, რომ ჩანთაში შოკოლადი გაქვს…მაქვს?…გვაქვს?! 😀 ცოტა გამოგიკეთდება ხასიათ…მეც მაჭამე რაა!!

– 🙂  ვიცოდი რომ საბოლოოოდ განწირული არ ვიყავი, მაგრამ რატომ? რატომ?

-ოჰ 😉 კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი, ორი დღე და დაბადების დღე!! თან ოქროსი 🙂 იქიდან დავითვალოთ ოქროს წარმატებები 🙂

-ჰმ!! შენსას არ იშლი 🙂 შენ რომ არ იყო რა მუდო ვიქნებოდი!!