Tag Archives: გაზაფხული-ზაფხული 2011

Neon Colours

3 Jun

გაზაფხული-ზაფხულმა შეცვალა და კიდევ უფრო გამიმძაფრდა შეგრძნება, გარშემო და ჩემს თავზე, უფრო ნათელი და კაშკაშა ფერები ვიხილო…ნათელი და კაშკაშა?! ეს კიდევ მსუბუქად ნათქვამია იმასთან შედარებით,რასაც ნეონური ფერები მოიცავენ!!!

შეყვარებული ვარ ამ ფერებზე!! იმდენად მომწონს, რომ ნეონურ მანიაკად ვიქეცი.ნეონური(neon) მწვანე, მკვახე(acid) ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი…უმაგრესია!!!თვალს იტაცებს და იპყრობს.

Christian Louboutin-საც არ დავიწყებია ახალ კოლექციაში ამ ფერის შეტანა,მხოლოდ მან შემოდგომა-ზამთრის სეზონზეც გაახანგრძლივა მათი აქტუალურობა:

თუ გინდათ რომ ქუჩაში ან წვეულებაზე ყველას დაანახოთ თქვენი სამოსი ან საკუთარი თავი, ეს ისაა რასაც თქვენ ეძებდით!!!ჩანთები, ფეხსაცმელი, მაისურები, კაბები, ქამრები და ათასი რამ…

შეგიძლიათ შეუფეროთ სადას, ხაკის(khaki),ხორცისფერს (nude) სამოსს ან ჭრელ სამოსში გამოიყენოთ.

თუ ფიქრობთ, რომ მწვანე და ყვითელი სახეზე ცუდად აირეკლება და გამწვანებთ, მაშინ სცადეთ ვარდისფერი და ნარინჯისფერი ან თუნდაც იისფერი.

ასევე შეგიძლიათ თქვენს ძირიძად სამოსში გამოიყენოთ მცირე აქცენტები, ქამრის , ჩანთის, ყელსაბამის, თუნდაც პრინტის სახით.

მე კი ერთი cache-cache-ს მაისური მაქვს ნეონური-ყვითელი და ასევე ნეონური ყვითელი პრინტით კიდევ ორი, ერთი ყვითელი ფეხსაცმელიც…მაგრამ არ მაკმაყოფილებს და ჩემს უკიდეგანო wishlist-ს ფსფორისფერ ჩანთას, ქამარს და ფეხსაცმელს ვამატებ, დიდი ხანია ფრჩხილის ლაქის შეკვრაც მაქვს, იმედია, ზაფხულის გასვლამდე, რეალობად იქცევა 🙂

შესაძლებლობა უამრავია, მთავარია ზაფხულით ისიამოვნოთ და თქვენი მხიარული ფერებით გარშემომყოფები!!

Advertisements

Sunglasses. S/S 2011 (part 1)

21 Apr

არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე სათვალეზე გადამკვდარი არ გახლავარ… მოდას რა ვუთხარი, თორემ სულ არ შემაწუხებდა მზის დაჟინებული მზერა თვალებში…თუმცა თუ მოვიხდინე რატომაც არა, ესეც ერთ-ერთი საშუალებაა გავიფერადო რუხი “ქვეყანა”.

ალბათ უკვე მიხვდი, რომ ამ პოსტში სათვალეზე და გაზაფხული-ზაფხული 2011-ის კონკრეტულ ტრენდზე მინდა დავწერო და გაგაცნო რა ფორმები ჭარბობს სხვადასხვა დიზაინერის პოდიუმზე 🙂 ბევრი ვიწოწიალე სხვადასხვა ბლოგზე, ბევრიც “დავა-copy-past-ე” და ბეევრიც გადავთარგმნე, სამაგიეროდ შეგიძლია ამ ინფორმაციას დაეყრდნო და სათვალეს გაკეთებისას არავინ გეტყვით:”რომელ საუკუნეს მიეკუთვნები?”-ო

Cat Eye Sunglasses(კატისთვალება, თუ პირდაპირ გადავთარგმნით :))

ასეთი ტიპის სათვალე პოპულარული 50იან – 60იან წლებში იყო, ეს სტილი უკვდავყო ოდრი ჰეპბერნმა ფილმში “საუზმე ტიფანისთან”(Breakfast at Tiffany’s)მეორე ვარსკვლავი, ვინც ასეთ ტიპის სათვალეს ატარებდა, სოფი ლორენია. ამ წელს კი Giles-მა, Dior-მა და სხვებმა ამაყად დააბრუნეს გასული საუკუნე, საინტერესო ფერებით და პრინტით.

Audrey Hepburn in Breakfast at Tiffany’s

Sophia Loren


Marilyn Monroe 1950იანი წლების განმავლობაში ატარებდა ასეთ ტიპის სათვალეს

Dior


Jeremy Scott

როგორ ტიპის სახეს უხდება Cat eye სათვალე:

ტრადიციულად, სათვალე უხდება გამხდარ, გრძელ ოვალურ სახეს. სათვალე ორი ტიპისაა, რკალისებური, 50-იანების გამოძახილი, როგორიც ეს Dior-ს აქვს და შედარებით უფრო ნაზი. თუ თავგადასავლების მაძიებელ ტიპაჟს მიეკუთვნებით, თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ სხვადასხვა ფერის და პრინტის მქონე სათვალე ხოლო თუ კონსერვატორულ მხარეს იჭერთ, შეარჩიეთ შავი ან ყავისფერი სათვალე.

Paul Smith

Giles Deacon

რა შევურჩიოთ:

იგი კარგად გამოიყურება როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ სამოსთან, თანამედროვე და ვინტაჟთან. ფორმალურ სამოსთან ტრადიციული შავი ან ყავისფერი შეარჩიეთ, შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ ჩარჩოს ორიგინალურობას, სიტყვაზე კოპლები ან რაიმე საინტერესო პრინტი. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ წვეულებას საზღვაო ან ყოველდღიური ხასიათი მიეცა, საშუალება გეძლევათ თქვენს ფანტაზიას მიეყრდნოთ და მკვეთრი ფერებით, სხვადასხვა ცხოველის პრინტით გაახალისოთ ჩაცმულობა… მაინც რაც არ უნდა იყოს გაზაფხული-ზაფხულის ტრენდზე ვსაუბრობთ 🙂

Prada