Tag Archives: დიდი შუშა

Retro Sunglasses. S/S 2011 (part3)

5 Jun

რამოდენიმე ხნის წინ დავიწყე, სათვალის ტრენდებზე წერა და რაღაც მიზეზების გამო ვეღარ განვაგრძე, ეხლა კი ისევ დავუბრუნდი და გთავაზობთ რეტრო სათვალეს მიმოხილვას.

დიდი შუშა, ერთსა  თუ გარდამავალ ფერში გადაწყვეტილი, ასევე მრავალფერიან ჩარჩოში ჩასმული,აბრუნებს გლამურს, რომელიც შთაგონებულია 50, 60-იან და 70იანი  წლებისგან. სახის ფორმიდან გამომდინარე შეარჩიეთ მრგვალი ან სწორკუთხა სათვალე, გადახედეთ წლევანდელ კოლექციებს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმა.

ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური სათვალე, რომელიც ერგება ყველანაირ ტიპის სახეს, მათი ფორმათა სიმრავლის გამო-არის რეტრო სათვალე.დიდი ჩარჩო, რომელიც ფარავს სახის მესამედს, ძალიან მოსახერხებელია ადამიანებისათვის ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს მზისადმი.გეომეტრიული ჩარჩოები-მრგვალ სახეს, შედარებით მომრგვალებული, მსუბუქფორმიანი კი ოვალურ, კვადრატულ,გულისა და წაგრძელებული ფორმის სახეს.

სათვალე პრაქტიკულად ყველა “აუთფიტს” უხდება.შეგიძლიათ ძირითადად თმის ვარცხნილობას, მაკიაჟს და აქსესუარებს შეუსადაგოთ და ერთი და იგივე სათვალით სხვადასხვა სახე შეიქმნათ.

Stella McCartney

D&G

Dsquared2

ეს კი ჩემი რეტრო სათვალე , ფოტო ადრეა გადაღებული, მაგრამ გამომადგა :D:D

ამ ფოტოს ხილვით, ამ ზაფხულში, არ დაგცხეთ, 🙂 დაბლა არ შეხედოთ, მხოლოდ სათვალე :D:D

Advertisements