Tag Archives: დიმიტრი ერმაკოვი

Tbilisi Photo Festival 2011

2 Jun

ფესტივალი, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა, 25 მაისიდან-30 მაისამდე საკმაოდ ბევრ ღონისძიებას,დისკუსიას, საჯარო ლექციას და მასტერ კლასებს მოიცავდა.სამწუხაროდ ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ გამოფენის დახურვის დღეს, დიმიტრი ერმაკოვის XIX საუკუნიის კოლექციაზე ვიყავი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც კარგად გაარემონტეს;ევროპელ და ქართველ ფოტოგრაფთა ერთობლივ გამოფენაზე, ევროპის სახლში, changes”, მიძღვნილს რევოლუციების ტალღას საქართველოში, უკრაინაში, ტუნსიში, ეგვიპტეში… ასევე, რაღა თქმა უნდა, ვიყავი ფოტოგრაფიის ღამეზე, რომელიც ფოტოფესტივალის მთავარი ნაწილია ჩემი აზრით, მართლა ძალიან სასიამოვნო და აქტიურ საქმიანობას მოიცავს, როდესაც  ძალიან თბილ საღამოს,მეგობრებთან ერთად,ძველი თბილისის ქუჩებში დაიარები.
10 დიდ ეკრანზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ევროპელი ფოტო-ასოციაციების, სააგენტოს, ჟურნალების და სხვა პუბლიკაციების ფოტო-რეპორტაჟები.

ფესტივალი, ცნობილი “არლის”(d’Arles photo festival)ფოტოფესტივალიდან “იკვებება” ფოტოებით, რომელზე დასწრებაც ჩემს ოცნებად იქცა, იგი საფრანგეთის ქალაქ არლიში იმართება და ერთი თვის განმავლობაში იგი “ფოტოქალაქად” იქცევა,ყოველი საგამოფენო, ნანგრევი, თავისუფალი დარბაზი გახსნილია ფოტოდამთვალიერებლისათვის, სადაც ყველა ფოტოცხოვრებით ცხოვრობს, ჩადის უამრავი ფოტომოყვარული და არა მარტო!! მოკლედ უმაგრესია!!

დავუბრუნდე ისევ თბილისს…რომელიც ამ ფესტივალს შარშანაც მასპინძლობდა, მისგან მაისური და ჩანთა დამრჩა საჩუქრად, ამჯერად ვერ მოვახერხე, რომ ერთი მათგანი მაინც მქონოდა. რაც შეეხება ფოტოებს იყო უამრავი მიმდინარეობის, ხასიათის, შინაარსის და ქვეყნის ფოტო, რომელთაგან ბევრი ჩემი არმოსაწონი, ბევრი იდეის დონეზე მოსაწონი და ბევრიც კარგი იყო, მაგრამ მათი განხილვა შორს წაგვიყვანს და არც მახსოვს წესიერად ყველა მათგანი.იმის გამო, რომ ზოგიერთი მეგობარი დაიღალა თვალიერებით ან სულაც არ აინტერესებდა, ყველა პუნქტი ვერ მოვიარეთ.

გადავიღე ფოტოები და გადავიღე სამოსი თუ როგორ ეცვათ ფესტივალზე, სადაც ბევრი საინტერესო ტრენდი ვნახე,საერთოდ ასეთ ღონისძიებებზე სადაც ბევრი შემოქმედეითი ადამიანია, ხშირია ალბათობა წააწყდეთ განსხვავებულ, გემოვნებიან, უგემოვნო მაგრამ განსხვავებულ და გამორჩეულ ადამიანებს…

მას შემდეგ როდესაც მოვისეირნეთ და ასე თუ ისე გული ვიჯერეთ გარესამყაროთი, შიმშილმაც შეგვაწუხა და ახალგახსნილ ბარს მივაკითხეთ, რომელიც შოთიკომ მიგვასწავლა და რომელიც საკმაოდ საინტერესო ინტერიერით გამოირჩევა…შესვლისას, იგი სხვადასხვა ქვეყნის კუთხეებად იყოფა: იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ჩინეთი…ჯერ ახალი გახსნილია და სრული მენიუ არ აქვთ, ქვეყნებში დამახასიათებელი კერძებით, ასევე Wi-Fi არ აქვთ და ვიმედოვნებ, რომ მალე იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი ვიხალისეთ და გემრიელადაც მივირთვით,ჩემ მენიუს არ ვუღალატე და frie-ც მოვატანინეთ, გემრიელი იყო.  სადაც ღამის 4საათამდე დავყავით და მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, იმის მიუხედავად, რომ მეორე დღეს სამსახურში ტესტირება მელოდა, ხასიათი არ გამფუჭებია, რა ვქნა ძალიან მიყვარს გარეთ “წანწალი”.

ფოტო: ირინკა ანდრეევა (Fefinio)

მონტაჟი: თემო ბაბუნაშვილი (iTemo)

ფოტო: ირინკა ანდრეევა (Fefinio), and friends…

Advertisements