Tag Archives: დრო

და მაინც…

16 May

ზოგჯერ სიტყვები სანამ თითებამდე მივა და, თითები სანამ კლავიატურამდე, კლავიატურა კი სანამ თითოეულ სიტყვას ამობეჭდავს, მთელი ქაოსი სუფევს ჩემს გარშემო, რომელი პირველი სიტყვა,რომელი მომდევნო…ერთმანეთს არ აცდიან, დგება ხანი როდესაც ერთმანეთს ეხვეწებიან, რომ როგორმე ეკრანზე აღიბეჭდონ.

უამრავი იდეაა, უამრავი თემა, მე კი…ვზივარ და რაღაცეებს ვბოდიალებ…

ალბათ ჩემს ცხოვრებაში მშვიდი პერიოდია, არა გაღიზიანება, არა აღფრთოვანება,არა შფოთი,

ყველაზე მეტად კი იმის მეშინია რომ დრო მიდის, მიდის და ყველაფერს მინდა მოვეჭიდო, იქნებ მერე აღარ იყოს, არ მინდა ასაკთან ერთად ინტერესი იკარგებოდეს, არ მინდა წლების მატებასთან ერთად ხალისი მაკლდებოდეს…

მეშინია. რაღაც მისტიური და ჩემთვის საშიში, ამავდროულად სასიამოვნო და საინტერესო სასაკი მოდის ჩემს ცხოვრეაში…

უმცროსები იტყვიან, უჰ როგორ “დაბერებულაო”, უფროსები “რა დროს ასაკიაო”.

…და მაინც 23 წლის ვხდები 23-ში, ამას ოქროს დაბადების დღეს უწოდებენ, ბავშვობაში ვცქმუტავდი იმ ფაქტზე ფიქრით როგორ უნდა შევხვედროდი ამ წელს, მაგრამ ეხლა უარესად განვიცდი, რაიმე განსაკუთრებული მინდა, არა არ იფიქროთ იმიტომ ვწერ საჩუქარს ველი(ნუუ..უარს არ ვიტყვი :D)უბრალოდ ჩემში მინდა რაიმე განსაკუთრებული და განსხვავებული აღმოვაჩინო, მინდა სამუდამოდ დამამახსოვრდეს ეს დღე, მაინც ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და ყველას არ აქვს შანსი დაამახსოვრდეეს მისი ოქროს დაბადების დღე, განსაკუთრებით მათ, ვინც თვის დასაწყისშია დაბადებული, მე კი ბედმა მარგუნა ყველაზე ლამაზ წლოვანებას შევხვედროდი ოქროს დაბადების დღით.

მოკლედ გონება მეხშობა…მეტს ვერ ვაზროვნებ თვალი რომ გადავავლე პოსტს გამიკვირდა რამდენი მიჯღაპნია…არადა სულ ტყუილად…

…და მაინც რა არის დაბადების დღე?თან ოქროს?

Tick-Tack…

7 Apr

დრო..რას ნიშნავს იგი ჩვენთვის… სიცოცხლის ხანგრძლივობის მზომელი?! დრო როგორც ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის მთვლელი?! ზოგჯერ ელვის სისწრაფით გარბის, ზოგჯერ კი კუსავით მილასლასებს(თუმცა კუს საკმაოდ სწრაფადაც შეუძლია სიარული ;))არადა ყველა შემთხვევაში დღე-ღამე 24 საათს მოიცავს.

როგორ უნდა გავანაწილოთ ჩვენი დრო? ანუ ჩვენი სიცოცხხლის რა ნაწილი დავუთმოთ სწავლას, მუშაობას, ახლობლებს, სიყვარულს, სითბოს, ძილს, გართობას??? ეს საკითხი, ალბათ ყოველთვის მაწუხებდა, რადგან რამოდენიმე ხნის წინ გადავხედე ჩემს ძველ ჩანაწერებს, მაშინ პატარა, ასეთი აზრებისათვის კი ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც შავ წიგნაკში 11 წლისამ ჩავწერე, რომ ახალი წელი და დაბადების დღე ძალიან მიყვარს, მაგრამ ამავდროულად გული მწყდება, რომ ასაკი გვემატება…როგორც სჩანს ბავშვობიდანვე დროის მსვლელობის შიში მქონდა..ახალ წლამდე რამოდენიმე წუთით ადრე პანიკური შიში მეუფლება, რომ მომზადება ვერ მოვასწრო, ან გარეთ არ დავრჩე და ზუსტად 12 საათზე ჩემს ახლობლებთან ერთად ჭიქა შამპანურით შევხვდე… როდესაც ჩემი დაბადების დღე ახლოვდება, ერთი თვით ადრე განვიცდი, რომ კიდევ ერთი წელი და არაფერი განსაკუთრებული, იქნებ შემეძლო უფრო მეტის გაკეთება და ძალიან არ ვეცადე…შუქნიშანზეც კი, ერთ წუთს მივტირი როდესაც მის გამწვანებას ველი!!

შეიძლება ეს ჩემი გადაჭარბებული ემოციურობის ბრალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩემი ერთ-ერთი პრობლემაა…და ზუსტად იმის გამო, რომ ზედმეტად ვფიქრობ დროზე დრო თვალსა და ხელს შუა მეკარგება…ისე რომ უამრავ რამეს ვერ ვამჩნევ…

ვერ ვამჩნევ როგორ ზრუნავს ხალხი ჩემზე, ვერ ვამჩნევ როგორ ანათებს მზე, ვერ ვამჩნევ რამდენი რამის შეძენა უკვე მოვასწარი და, ვინ იცის რამდენი რამე მელის წინ…ცხოვრების ყოველი წამი მოულოდნელობებით აღსავსეა და უამრავ სიახლეს გვთავაზბს, ზუსტად ასეთი წამებისაგან შედგება ჩვენი ცხოვრება…ჩვენი დრო!!

არ მახსოვს საიდან ჩამრჩა თავში ეს განმარტება…თუ სწორად შევიხსენებ, ძალიან ადრე სატელევიზიო გადაცემიდან გავიგე ვიღაცის განმარტება სიტყვაზე “წამი”, რომელიც ალბათ არასოდეს დამავიწყდება “წ-არსული, “ა-წმყო, მ-ომავალი, ი-მედი” საოცრად შესაფერისი განმარტებაა, რადგან ყოველი მომავალი წამი, წამში აწმყოდ იქცევა, წამში წარსულად და დროს კი ყოველთვის იმედით შევცქერით, რომ რაიმე ახალი და სასიამოვნო მომენტი “შეგვიფუთოს”.

ასე რომ არ ღირს დროს ვერჩოდეთ, მას ხომ საოცრებების მოვლენა შეუძლია 🙂