Tag Archives: ზებრა პრინტი

Zebra Everywhere

25 Jun

Photo: Irinka(Fefinio), Nikon and My Tripod

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe

Continue reading

NK style. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 2011

14 Jun

ნანუკა ქართველიშვილი, უსაყვარლესი  და ძალიან გემოვნებიანი ადამიანია, დაამთავრა სამხატვრო აკადემია, MASICHI Shoes-ში ფეხსაცმლის დიზაინერია.

საგამოფენო ცენტრ “მუზაში” მას კოლექცია NK style-ით ჰქონდა გატანილი.

როგორც თვითონ აღნიშნა, კოლექცია შთაგონებული იყო მერლინ მონროთი, ალბათ იმიტომ, რომ იგი ყველა დროის ძალიან მოდურ ადამიანად რჩება და დღესაც აქტუალურია სამოსი მერლინის გამოსახულებით, ნანუკამ კი მისი ფოტო საკუთარ ფეხსაცმელებზე გამოიყენა და საკმაოდ კარგადაც!!

ფეხსაცმელები ტენდენციებს პასუხობდა: წინ მოჭრილი ცხვირით(peep toe), ცხოველური-კერძოდ ზებრის პრინტით, რეპტილიის პრინტით. ასევე, არ შემძლია არ ვახსენო ყვეელაზე ლამაზი და მიმზიდველი ფეხსაცმელი ეგვიპტური იეროგლიფებით, რომელიც ფოტოს გარეშე ჩამრჩა მეხსიერებაში, მაგრამ თქვენთვის ფოტო მაინც წამოვიღე, რომ დარწმუნდეთ, მართლა რა ლამაზად გამოიყურება 🙂

ნანუკას კი წარმატებას ვუსურვებ 🙂

African Style

6 Jun

2009 წელს აფრიკულმა სტილმა განმსჭვალა მოდური სამყარო, რომელმაც Christian Dior-ის მოდის სახლის დიზაინერებმაც გამოიყენეს.2011  წელს არავინ საუბრობს ამ ტრენდზე, მაგრამ აქტუალურია მისი დეტალები, თუნდაც ფერის მრავალსახეობა, ამიტომ თამამად შეიძლება გადაავლოთ თვალი მის სილამაზეს და თქვენს გარდერობს ფერადი ეგზოტიკურობა შემატოთ 🙂

Dior-ის უულამაზესი ფეხსაცმელი:

ფერები და პრინტი რომელიც გაჯერებულია დინკა, მაასი და ზულუს ტომების ინდივიდუალურობით, ასევე ცხოველის პრინტი: ანტილოპა, ზებრა, დიდად ცნობილი თანამედროვეობაში ლეოპარდი.საფარი სტილის მოსაცმელი , ჟილეტი, ნაქარგი “დაშიკი”(dashiki-დასავლეთ აფრიკის ჩაცმულობის ნაწილი), შიფონის დაპრინტული კაბები.

ტონები მრავალფეროვანია, ოქროსფერი,  ქვიშის ტონები,ცისფერი,წითელი, ყვითელი, მწვანე, ყავისფერი და მისი ვარიაციები ნარინჯისფერისაკენ და პირიქით-მუქისაკენ..და კიევ უფრო მრავალია მათი კომბინაციები.

აქსესუარები, რაც მეტი მით უკეთესი, ნიღბებით, იეროგლიფებით და ტყავით დამშვენებული.

ძალიან ლამაზი კლაჩები:

ჩემი უფავორიტესი ფეხსაცმელი Louis Vuitton-ისაგან:

თმის ვარცხნილობა: დაწნილი, ხვეული თმის შემთხვევაში დიდი მოცულობით გაკეთებული,  თავსაფარი – მომღერალ ერიკა ბადუს მსგავსად.

აფრიკული სტილის დეტალები არასოდეს გადის ან შემოდის მოდაში ის თავისი ინდივიდუალურობით ყოველთვის გამორჩეულია, ამასთან მოდა წელს ნებას გვრთავს სხვადასხვა ტრენდები ავურიოთ ერთმანეთს და  რაც ადრე წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, წელს ერთად მოვირგოთ.