Tag Archives: კაფე ვერნიანო

ცხელი ზაფხული და თბილისი

1 Aug

პირველ რიში სანამ პოსტს დავიწყებ, ვიტყვი, რომ ძალიან ცხელა, თბილისი დაცარიელდა, არც საცობები, არც ხმაური, ცოტა არ იყოს მომენატრა ეს ადამიანები.

ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვაგრძელებ აქ ყოფნას, PR სკოლა დავამთავრე, ტორტიც ვჭამე და ღვინოც დავლიე 😀 და დიპლომიც მაქვს! ყველა ამაყობს და მეც რაღა დამრჩენია. ეხლა მინდა რაიმე პრაქტიკასავით გავიარო, მინდა…

ამ ფიქრებისას და სურვილებისას კი ხან facebook-ს მივჯდომივარ და ხან გრილ ადგილებს ვაფარებ თავს, როგორიცაა მაგალითად რესტორანი “picasso” მიმინოშვილის 4 ნომერში, მაღაზია სუპერის გვერდით-პირდაპირ (ვისთვის როგორ)- დღეს ცარიელ დარბაზში მოგვიწია სადილობამ, რაც ჩემთვის სასიამოვნო იყო,წყნარად და მშვიდად მივირთვი უგემრიელესი “გუმბაო”(ხორცი არჩევით ტკბილ სოუსში არაქისით და სხვადასხვა პრიბამბასებით :D), ბრინჯი კვერცხითა და ბოსტნეულით, კარტოფილი ძალიან წვრილად დაჭრილ – ძაფებივითაა და ულუფებიც საკმაოდ დიდია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცოტა სტუმარი რესტორანს ახარებს.

რაც განსაკუთრებულად მომეწონა მოაქვთ დესერტად საზამთრო დაწესებულების ხარჯზე და საღეჭი რეზინი, ხომ ტრადიციაა. მაინც როგორ გვიყვარს ადამიანებს ყველაფერი უფასოდ. 

რესტორნიდან ყავის დასალევად და ნაყინისათვის “Vergnano”-ს მივაშურეთ, გადასარევი ინტერიერია, კარგი მომსახურეობა, სიმშვიდე და მყუდროება, კარგი ადგილია ყველანაირი შეხვედრებისათვის, საქმიანი იქნება ეს თუ მეგობრული. არ მესმის ცოტა სტუმარი რატომ ჰყავთ ხოლმე, ადგილიც კარგია, აბაშიძის #37.

ადრეც ვამბობდი, რომ უბრალოდ დეტალებია დასახვეწი, თორე კოჭებში ვატყობ კარგი უნდა იყოს. მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, დაარსებულია 1882 წელს იტალიაში, პატარა მაღაზიად, ტურინის ძირში მდებარე ქალაქ ჩიერიში,, დომინიკო ვერნიანოს მიერ.  ჰოდა, წარმოიდგინეთ რამხელა დრო გავიდა მას შემდეგ: ნამდვილად იტალიიდან ჩამოტანილი ყავა აქვთ, ეგ ვიცი დანამდვილებით, ნაცნობობით (“ჩერეზ-ჩერეზ”) :D:D არა, ნაცნობობით არ ვაქებ, მართლა მომწონს 🙂

ვერნიანოს შემდეგ კი სახლში, სასწრაფოდ გამოვიცვალე და ჰოლიდი ინში(holiday Inn) გავეშურე, სადაც მის თინეიჯერ 2011ს ირჩევდნენ… ამას კი შემდეგ პოსტში მოვყვები, ვიდეომასალაც უნდა განახოთ თან…

Advertisements