Tag Archives: მეგობრები

New, Empty Diary

8 Jun

მეგობრები იმიტომ არსებობენ, რომ საჭირო დრო მონახონ, აგაწევინონ უკანალი, როდესაც რბილად ხარ მორგებული სახლში და არც კი გაქვს გეგმაში და ხასიათში სადმე გასვლა.

ზუსტად ასე დაუნდობლად მომექცა ინა, როდესაც დამირეკა და თითქმის მბრძანებლური ტონით-მითხრა, რომ გავსულიყავი გარეთ…არც ვინანე, პირიქით მისი მადლობელი ვარ, რომ ახალი…ფურცელი-ბანალური ნათქვამი იქნება…სულ ახალი წიგნაკი  ძალიან ხალისიანი დღით დავიწყე.

საღამომ სტარტი ზოოპარკთან აიღო, სულ სამნი: მე, ინა და მარიამი ვიყავით…მარიამმა გიდობა ითავა და ყველა გალია შემოგვატარა, ფოტოების ჩხაკუნიც არ დაგვიწყებია, გაგვიმართლა და კუდგაშლილ ფარშევანგებსაც მივუსწარით, სირაქლემას ცეკვასაც ვუყურეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, მეტად არამომხიბვლელი იყო, საინტერესოა, როგორ ებმებიან ასეთ ანკესს სირაქლემა გოგოშკები 😀

ცხოველ-ფრინველ-ქვეწარმავალ-ზღვის ბინადართა თვალიერებით, ბევრი ახალი აზრი მოვიდა ისევ და ისევ სამოსთან დაკავშირებით…არა, არა! არ იფიქროთ მათი გატყავება მომინდა! პირიქით,მასეთი რამეების წინააღმდეგი ვარ, მირჩევნია ჩამნაცვლებელი მეცვას ცხოველური პრინტით…უბრალოდ ძალიან ლამაზი ფომა-ფერი ჰქონდა ზოგიერთ მათგანს და ვიფიქრე,ალბათ ბევრ დიზაინერის შთაგონების  წყაროცაა მათი სილამაზის ხილვა…მე forever21 ელასტიკი და ფეხსაცმელი მეცვა და მისივე კულონი-ფოტოკამერა, Cache-cache-ს ნეონ-ყვითელი მაისური,ლეოპარდის პრინტით თავზე შემოხვეული შარფი და ადრე ნაყიდი ჩანთა-ამოქარგული ყვავილით,რომელიც ძალიან პრაქტიკულია ბოდიალისას 🙂

ზოოპარკში რომ გალია აღარ დარჩა უნახავი და ორჯერადი გემზე კატაობის შემდეგ, გზას გავუდექით ჩილიმ ბარისაკენ, მაგრამ სანამ გადავწყვეტდით სად მივსულიყავით, ძალიან ბევრი ვიარეთ-ქვეყანა შემოვიარეთ 😀

დაღლილები Wheels-ში ვიყავით, ცოტა რომ ამოგვესუნთქა, სადაც დამაპურეს 😀

ჩილიმობისას შოთიკოც შემოგვიერთდა და ჩილიმ ბარიდან ოთხი ბილიარდის უცოდინარი-საბილიარდოში წავედით, იქაც ფეხით- ძაალიან მაგარი იყო…ბილიარდის ბურთებიც ვაგორავეთ პროფესიონალუური სახეებით,ბევრი ვიხალისეთ…

ამ პოსტით არა მარტო დღევანდელი დღის შესახებ მინდოდა  მოყოლა, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენს ნიშნავს ცალკეული, ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი, მე კიდევ ჯანდაბების გამო გადავიკარგები ხოლმე,ან ვერ ვამჩნევ.მივხვდი, რომ მშვიდად ვარ და დავუბრუნდი ჩემს თავს, ვიცი, რომ ბევრის იმედი მაქვს და ყველას მადლობა 🙂

ასევე, ერთ კარგ ადამიანს მინდა პატარა”персик”ის დაბადება მივულოცო: ტატა! მთელი გულით გილოცავ და გისურვებ უპრობლემო ცხოვრებას, შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად !

ეს კი ჩემი დღის ფრაგმენტები:

ფოტოები: ირინკა(fefinio)

ინაჩკა

შოთიკო(საბილიარდოს რამოდენიმე pic.)

Advertisements

Tbilisi Photo Festival 2011

2 Jun

ფესტივალი, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა, 25 მაისიდან-30 მაისამდე საკმაოდ ბევრ ღონისძიებას,დისკუსიას, საჯარო ლექციას და მასტერ კლასებს მოიცავდა.სამწუხაროდ ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ გამოფენის დახურვის დღეს, დიმიტრი ერმაკოვის XIX საუკუნიის კოლექციაზე ვიყავი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც კარგად გაარემონტეს;ევროპელ და ქართველ ფოტოგრაფთა ერთობლივ გამოფენაზე, ევროპის სახლში, changes”, მიძღვნილს რევოლუციების ტალღას საქართველოში, უკრაინაში, ტუნსიში, ეგვიპტეში… ასევე, რაღა თქმა უნდა, ვიყავი ფოტოგრაფიის ღამეზე, რომელიც ფოტოფესტივალის მთავარი ნაწილია ჩემი აზრით, მართლა ძალიან სასიამოვნო და აქტიურ საქმიანობას მოიცავს, როდესაც  ძალიან თბილ საღამოს,მეგობრებთან ერთად,ძველი თბილისის ქუჩებში დაიარები.
10 დიდ ეკრანზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ევროპელი ფოტო-ასოციაციების, სააგენტოს, ჟურნალების და სხვა პუბლიკაციების ფოტო-რეპორტაჟები.

ფესტივალი, ცნობილი “არლის”(d’Arles photo festival)ფოტოფესტივალიდან “იკვებება” ფოტოებით, რომელზე დასწრებაც ჩემს ოცნებად იქცა, იგი საფრანგეთის ქალაქ არლიში იმართება და ერთი თვის განმავლობაში იგი “ფოტოქალაქად” იქცევა,ყოველი საგამოფენო, ნანგრევი, თავისუფალი დარბაზი გახსნილია ფოტოდამთვალიერებლისათვის, სადაც ყველა ფოტოცხოვრებით ცხოვრობს, ჩადის უამრავი ფოტომოყვარული და არა მარტო!! მოკლედ უმაგრესია!!

დავუბრუნდე ისევ თბილისს…რომელიც ამ ფესტივალს შარშანაც მასპინძლობდა, მისგან მაისური და ჩანთა დამრჩა საჩუქრად, ამჯერად ვერ მოვახერხე, რომ ერთი მათგანი მაინც მქონოდა. რაც შეეხება ფოტოებს იყო უამრავი მიმდინარეობის, ხასიათის, შინაარსის და ქვეყნის ფოტო, რომელთაგან ბევრი ჩემი არმოსაწონი, ბევრი იდეის დონეზე მოსაწონი და ბევრიც კარგი იყო, მაგრამ მათი განხილვა შორს წაგვიყვანს და არც მახსოვს წესიერად ყველა მათგანი.იმის გამო, რომ ზოგიერთი მეგობარი დაიღალა თვალიერებით ან სულაც არ აინტერესებდა, ყველა პუნქტი ვერ მოვიარეთ.

გადავიღე ფოტოები და გადავიღე სამოსი თუ როგორ ეცვათ ფესტივალზე, სადაც ბევრი საინტერესო ტრენდი ვნახე,საერთოდ ასეთ ღონისძიებებზე სადაც ბევრი შემოქმედეითი ადამიანია, ხშირია ალბათობა წააწყდეთ განსხვავებულ, გემოვნებიან, უგემოვნო მაგრამ განსხვავებულ და გამორჩეულ ადამიანებს…

მას შემდეგ როდესაც მოვისეირნეთ და ასე თუ ისე გული ვიჯერეთ გარესამყაროთი, შიმშილმაც შეგვაწუხა და ახალგახსნილ ბარს მივაკითხეთ, რომელიც შოთიკომ მიგვასწავლა და რომელიც საკმაოდ საინტერესო ინტერიერით გამოირჩევა…შესვლისას, იგი სხვადასხვა ქვეყნის კუთხეებად იყოფა: იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ჩინეთი…ჯერ ახალი გახსნილია და სრული მენიუ არ აქვთ, ქვეყნებში დამახასიათებელი კერძებით, ასევე Wi-Fi არ აქვთ და ვიმედოვნებ, რომ მალე იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი ვიხალისეთ და გემრიელადაც მივირთვით,ჩემ მენიუს არ ვუღალატე და frie-ც მოვატანინეთ, გემრიელი იყო.  სადაც ღამის 4საათამდე დავყავით და მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, იმის მიუხედავად, რომ მეორე დღეს სამსახურში ტესტირება მელოდა, ხასიათი არ გამფუჭებია, რა ვქნა ძალიან მიყვარს გარეთ “წანწალი”.

ფოტო: ირინკა ანდრეევა (Fefinio)

მონტაჟი: თემო ბაბუნაშვილი (iTemo)

ფოტო: ირინკა ანდრეევა (Fefinio), and friends…

New Day, New Age

25 May

გავაცილე 23 მაისი, მაგრამ შევხვდი დაბადების დღის მეორე დღეს 😀 სამსახური, ტრადიციული ტორტი…სამსახურიდან მენეჯერს ადრე დავეთხოვეთ, რადგან ერეკლეს, ინას და ანის (უნი-ს ჯგუფელები და მეგობრები) ასევე თეატრალურის სხვა სტუდენტებს გამოფენა ჰქონდათ “აკადემია+”-ში, საგამოფენო, რომელიც ტკბილად მახსენდება უნივერსიტეტში ჩატარებული გამოფენებისას 🙂 ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვების ნახვა, მართლა ბედნიერი ვარ როდესაც მათ ვხედავ, სამწუხაროდ ამას ხშირად არ ვაკეთებ ხოლმე.

გამოფენასთან ერთად პირველი კურსის სტუდენტ ტატო სულაქველიძის და თედო გოგოლაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის,”ადამიანი…რომელმაც აირჩია”, ჩვენება იყო, რამაც ნამდვილად მომხიბლა, რადგან მშვენივრად დადგმული სცენარი,კარგი იუმორი, ტექნიკური გამართვა იყო, იმის მიუხედავად როგორი პირობრბი აქვთ თეატრალურში, ასე თუ გააგრძელეს და ჰქონდათ ამბიცია კარგად იმუშაონ მშვენიერ ქართულ ფილმებს მივიღებთ!

ფოტოების გადაღების და ძველი ხუმრობების გაგრძელების შემდეგ:

…”Parfois”, ქალთა აქსესუარების მაღაზია, რომელიც რამოდენიმე ხანია გახსნილია სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” და რომელიც 23-ში გაიხსნა ჭავჭავაძეზე, მათი რამოდენიმე ჩანთა მაქვს და ძალიან მომწონს, მომსახურეობაც კარგი აქვთ და დროდადრო მეტად მიმზიდველ საჩუქრებსა თუ ფასდაკლებებს სთავაზობენ ჩემნაირ მეტიჩრებს და არა მარტო! ასე რომ ახალგახსნილში კარგად ვიცოდი, რაღაც შეთავაზებები იქნებოდა და შევძვერი და თემოც შევიყოლე 😀 უჰ!!! სამაჯურები, ჭრელა-ჭრულა შარფები და ჩანთები!! საყვარლები!!! იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაბადების დღის მეორე რღე იყო, თემომ გადაწყვიტა აეღნიშნა და შარფი და უუულამაზესი საფულე დავიმსახურე, Parfois-ისაგან კი-საყურე პაწაწა პეპლებით, თან კონკურსი აქვთ facebook-ზე, შეგიძლია ნებისმიერი ნივთი ჩამოიმხო ან აიკიდო და ფოტოს გადაგიღებენ, შემდეგ “გამოგაჭენებენ” facebook-ზე და like-ბით საზღვრავენ გამარჯვებულს, იმდენად კონკურსმა არა, რამდენადაც აკინძვამ მომხიბლა, შევარჩიე ჩემი ჩაცმულობისათვის ასე თუ ისე შესაფერისი ჩანთა და სამაჯურები და “ჩავკარტოჩკდი”,შემდეგ კი ისევ მომშივდა და…

…”Segafredo“- უუუგემრიელესი ქათმის ფილე ანანასის სოუსით, Cosmopolitain-ძალიან, ძალიან მაგარი და თუ მანამდე არ მითქვამს იმასაც ვიტყვი რომ fries-იც უმაგრესი აქვთ 🙂

სეგაფრედოდან გადავწყვიტეთ გეზი ინასკენ, wheels-ში აგვეღო, იქაც ვისხედით, ინა ლუდ Guiness-ით გამიმასპინძლდა, ბევრი ამბავი გავიხსენეთ და ბევრიც ვიხალისეთ, ფოტოებიც გადავიღეთ 🙂

სახლში მოსული, კი ისეთი გათიშული ვიყავი, წინა პოსტი ძლივს ავტვირთე :)ქვემოთ კი 24-ში გადაღებული ფოტოების სლაიდი 🙂

This slideshow requires JavaScript.

20110526-012444.jpg

20110526-012452.jpg

ორი ბაჭია, მე კი პრანჭია :D

29 Apr

დღეს განსაკუთრებული დღეა, დიდი ხანია ასეთი შემართებით არ ვყოფილვრ, ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა…

მოდი არ დავნომრავ,რადგან ისე გამოვა, რომელსაც პირველს შევარქმევ უფრო მინშვნელოვანია, ორივე აბსოლუტურად სხვადასხვა კატეგორიაშია და შედარებას არ ექვემდებარება… უბრალოდ ისე მოხდა, რომ მათი დრო ერთმანეთს დაემთხვა და გუშინ საღამოს იმის გარდა, რომ სამოსზე მეფიქრა, იმაზეც მომიწია ფიქრმა როგორ მოვახერხო, რომ ორი კურდღელი ერთდროულად დავიჭირო:D

მოვლენა რომელიც მნიშვნელოვანია, ჩემს სამომავლო საქმიანობას თუ საქმიანობის ნაწილს, თუნდაც ცოდნას უკავშირდება, PR. სკოლაში(PR. School) პირველი გაკვეთილია და გაცდენის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, რადგან უკვე საკმაოდ დიდი ხანია, თვეზე მეტია ამ დღეს ველი.პირველი დღეა და შესაბამისად ხალხს არ ვიცნობ, მინდა სახეზე დავინახო და ერთმანეთის გაცნობის პროცესს დავესწრო, პირვლი დღის პირველი შთაბეჭდილება განვიცადო და არ გადავდო მეორე გაკვეთილისათვის.

მოვლენა, რომელსაც ასევე დიდი ხანია ველი, და არანაკლები დრო თუ მეტი არა, ისე დიდი დრო, რომ უკვე რამოდენიმეჯერ მოვასწარი სამოსის მოფიქრება და გადაფიქრება, არის ჩემი მეგობრის, შოთიკო ბოჭორიშვილის გამოფენა, სახელწოდებით 12PM. ამ პროექტისათვის საკმაოდ დიდი ხანია ემზადება და საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა,იღებდა საქართველოში ცნობილ, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს. მეც, აქტიურად თუ შორიდან, ვგულშემატკივრობდი და ვხედავდი, როგორ ისხამდა ხორცს ჩანაფიქრი და ნამდვილად არანაირი სურვილი არ მაქვს მისი შედეგი გამოვტოვო, მეგობრის წინაშე მოსახდელ ვალს რომ თავი დავანებო…(ეს ისე, სიტყვის მასალად,უბრალოდ ძალიან მინდა წასვლა მეგობრის გამოფენაზე!) ამასთან იმედია, შვედური სუფრაც იქნება 😀 (ესეც ისე,მიხვდებიან :D)

გეგმები კი ასე დავაწყვე: მთელი ღამე ფიქრის შემდეგ რა ჩამეცვა, დასიებული და ჩაღამებული თვალებით 9.30საათზე სამსახურში მივდივარ, მოფიქრებული სამოსი თან მიმაქვს, სამსახურს 6სთ-ზე ვამთავრებ, PR. სკოლა კი 7სთ-ზე მეწყება, ვასწრებ გამზადებას, მივდივარ გაკვეთილზე და ვრჩები 9სთ-მდე, შემდეგ ბოდიშს ვიხდი, რომ ადრე უნდა დავტოვო ლექცია და 9სთ-ზე გავრბივარ გამოფენაზე, ამ შემთხვევაში, მიხარია, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, რადგან სტუმრები არაპუნქტუალურად 9 საათზე მოიყრიან თავს(გამოფენა 8საათზე იწყება).

რამდენად მოვახერხებ ორი ბაჭიის დაჭერას და გამოპრანჭვასაც, ამაზე უკვე ხვალ დავწერ 🙂

ეს კი ინფორმაცია შოთიკოს გამოფენაზე:

EXHIBITION SHOTIKO BOCHORISHVILI, PROJECT CREATOR KRISTI KIPSHIDZE, AFTER PARTY DJ REMBO
29 აპრილს, საღამოს 9 საათზე, შარდენის 14 ნომერში მდებარე ფრანგული კაფე L’EXSPRESS შოთიკო ბოჭორიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა 12 PM კომპანია M GROUP ის ორგანიზებით იმართება. ფოტოებზე აღბეჭდილია საქართელოში კარგად ცნობილი შვიდი ადამიანის ცხოვრების ერთი დღე.
პროექტის იდეა დეკემბერში გაჩნდა და თბილისური საზოგადოება, გადაღების პროცესს, შორიდან, თუმცა ხშირად ადევნებდა თვალს ტელეეკრანებიდან.
პროექტის მონაწილეები არიან : კრისტი ყიფშიძე, ბიჭოლა, თიკო სადუნიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, ლიზა ვადაჭკორია, Dj Rembo და ირმა შარიქაძე