Tag Archives: მუსიკა

Tbilisi Open Air. June 12

18 Jun

ფესტივალი, Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს ჩატარდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, როგორც ხალხში ასევე მედიაში.

მუსიკალური ფესტივალების, ამ შემთხვევაში Tbilisi Open Air-ის მიზანი, არა მარტო მუსიკალური მხარეა, არამედ ცდილობენ ხალხს დასვენების, გართობის და დროის საინტერესოდ გატარების საშუალება მიეცეთ.

შევეცადე ფოტოებზე მაქსიმალურად ამესახა ადამიანები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს (დასვენება, გართობა და დროის საინტერესოდ გატარება) კარგად ასახავდა,ასევე არ დამვიწყებია დაფიქსირება ჩაცმულობის, რადგან მეორე დღეს შედარებით უფრო ნათელი და ფერადი ადამიანები მოვიდნენ.

Continue reading

Advertisements

West End

4 Jun

West End, ყაზბეგის 12, ლონდონის პეიზაჟებით შთაგონებული ინტერიერი,ოთხი განყოფილება, აქედან ერთი შედარებით ნათელი, სმის და დროსტარების მოყვარულთათვის 🙂 დანარჩენი შედარებით დაბნელებული, რომანტიული არსებებისათვის 🙂 “შოტლანდკა” ბალიშები და მომსახურე პერსონალის სამოსი,სასიამოვნო, შეიძლება ითქვას 10ბალიანი მუსიკა, ვიოლინოს თანხლებით, მათი წასვლისას-რადიო ირთვვება,რაც არ არის მისასალმებელი. ლუდი “Franziskaner”-შავი, fries+, ნივრიანი გახუხული პური; სამზარეულო 11-ისათვის იკეტება,ამიტომ წასვლისას გაითვალისწინეთ;  სამწუხაროდ ქალების საპირფარეშოში სარკე არაა, ამიტომ მანდილოსნებო! ცხვირის შესაპუდრად ტყუილად წახვალთ… მაგრამ მამაკაცების საპირფარეშოშია საკმაიდ საინტერესო ადგილას იგივე ნივთი 😀 დანარჩენ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ… მომსახურეობა 10ბალიანი სისტემით: მე-7, თემო უფრო ლოიალური აღმოჩნდა და -8, ყოველ შემთხვევაში არ დაუბღვერიათ, ასევე ძალიან საყვარელი წითელთმიანი გოგონა ჰყავთ 🙂 წყნარი და მშვიდი გარემოა, ალბათ ჯერ ახალგახსნილებს იმდენად არ იცნობენ ქალაქში  … Wi-Fi აქვთ,რაც ჯერ არ იცოდნენ,ან დასმული კითხვა ვერ გაიგეს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მაინც მივაგენით 😀

20110604-104432.jpg

20110604-104444.jpg

20110604-104456.jpg

20110604-104504.jpg

20110604-104517.jpg

20110604-104523.jpg

20110604-104530.jpg