Tag Archives: ფოტოგრაფია

Tbilisi Open Air 2011 (June 11)

15 Jun

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 11-12 ივნისს გაიმართა, სადაც მონაწილეობას 20 მუსიკალური ბენდი იღებდა: საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ფესტივალზე:საკვები და სასმელი არც ისე ძვირი იყო, მაგამ არც ისე გემრიელიც, პირველ დღეს მოედანი განათებული არ იყო, თამამად შეგეძლო გადაგეარა ვინმესათვის თავზე, მაგრამ მეორე დღეს ეს პრობლემაც გამოსწორდა და ძალიან გამიხარდა. იმედია, დროთა განმავლობაში ფესტვალი უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ იგი არა ნაწილს, არამედ მთლიან იპოდრომს გაავსებს.

Street Style:ფესტივალები მისასალმებელია და მხიბლავს თავისი გამორჩეული ჩაცმის სტილით,აქ იკრიბება ხალხი ვისთვისაც გართობა, დასვენება და მუსიკა წინა პლანზეა წამოწეული.

ჩემი მიზანი იყო შემეფასებინა აქაური street style და გამეგო რამდენადაა ჩვენში ჩამოყალიბებული ფესტივალის კულტურა, ასევე მომესმინა მუსიკისათვის და შევხვედროდი მეგობრებს.

ასე რომ, მოვიმარჯვე ფოტოკამერა და…სამწუხაროდ ძალიან ბევრი განსაკუთრებული ვერ ვნახე, ძირითადად პანკური სტილი ჭარბობდა და თითქმის ერთნაირად, მხოლოდ ფერები თუ განსხვავდებოდა.ტრენდებს “სანთლით ვეძებდი”, რამოდენიმე ვიპოვე, მაგრამ არ კმარა…ფესტივალია!!

Continue reading

Advertisements

Tbilisi Photo Festival 2011

2 Jun

ფესტივალი, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა, 25 მაისიდან-30 მაისამდე საკმაოდ ბევრ ღონისძიებას,დისკუსიას, საჯარო ლექციას და მასტერ კლასებს მოიცავდა.სამწუხაროდ ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ გამოფენის დახურვის დღეს, დიმიტრი ერმაკოვის XIX საუკუნიის კოლექციაზე ვიყავი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც კარგად გაარემონტეს;ევროპელ და ქართველ ფოტოგრაფთა ერთობლივ გამოფენაზე, ევროპის სახლში, changes”, მიძღვნილს რევოლუციების ტალღას საქართველოში, უკრაინაში, ტუნსიში, ეგვიპტეში… ასევე, რაღა თქმა უნდა, ვიყავი ფოტოგრაფიის ღამეზე, რომელიც ფოტოფესტივალის მთავარი ნაწილია ჩემი აზრით, მართლა ძალიან სასიამოვნო და აქტიურ საქმიანობას მოიცავს, როდესაც  ძალიან თბილ საღამოს,მეგობრებთან ერთად,ძველი თბილისის ქუჩებში დაიარები.
10 დიდ ეკრანზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ევროპელი ფოტო-ასოციაციების, სააგენტოს, ჟურნალების და სხვა პუბლიკაციების ფოტო-რეპორტაჟები.

ფესტივალი, ცნობილი “არლის”(d’Arles photo festival)ფოტოფესტივალიდან “იკვებება” ფოტოებით, რომელზე დასწრებაც ჩემს ოცნებად იქცა, იგი საფრანგეთის ქალაქ არლიში იმართება და ერთი თვის განმავლობაში იგი “ფოტოქალაქად” იქცევა,ყოველი საგამოფენო, ნანგრევი, თავისუფალი დარბაზი გახსნილია ფოტოდამთვალიერებლისათვის, სადაც ყველა ფოტოცხოვრებით ცხოვრობს, ჩადის უამრავი ფოტომოყვარული და არა მარტო!! მოკლედ უმაგრესია!!

დავუბრუნდე ისევ თბილისს…რომელიც ამ ფესტივალს შარშანაც მასპინძლობდა, მისგან მაისური და ჩანთა დამრჩა საჩუქრად, ამჯერად ვერ მოვახერხე, რომ ერთი მათგანი მაინც მქონოდა. რაც შეეხება ფოტოებს იყო უამრავი მიმდინარეობის, ხასიათის, შინაარსის და ქვეყნის ფოტო, რომელთაგან ბევრი ჩემი არმოსაწონი, ბევრი იდეის დონეზე მოსაწონი და ბევრიც კარგი იყო, მაგრამ მათი განხილვა შორს წაგვიყვანს და არც მახსოვს წესიერად ყველა მათგანი.იმის გამო, რომ ზოგიერთი მეგობარი დაიღალა თვალიერებით ან სულაც არ აინტერესებდა, ყველა პუნქტი ვერ მოვიარეთ.

გადავიღე ფოტოები და გადავიღე სამოსი თუ როგორ ეცვათ ფესტივალზე, სადაც ბევრი საინტერესო ტრენდი ვნახე,საერთოდ ასეთ ღონისძიებებზე სადაც ბევრი შემოქმედეითი ადამიანია, ხშირია ალბათობა წააწყდეთ განსხვავებულ, გემოვნებიან, უგემოვნო მაგრამ განსხვავებულ და გამორჩეულ ადამიანებს…

მას შემდეგ როდესაც მოვისეირნეთ და ასე თუ ისე გული ვიჯერეთ გარესამყაროთი, შიმშილმაც შეგვაწუხა და ახალგახსნილ ბარს მივაკითხეთ, რომელიც შოთიკომ მიგვასწავლა და რომელიც საკმაოდ საინტერესო ინტერიერით გამოირჩევა…შესვლისას, იგი სხვადასხვა ქვეყნის კუთხეებად იყოფა: იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ჩინეთი…ჯერ ახალი გახსნილია და სრული მენიუ არ აქვთ, ქვეყნებში დამახასიათებელი კერძებით, ასევე Wi-Fi არ აქვთ და ვიმედოვნებ, რომ მალე იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი ვიხალისეთ და გემრიელადაც მივირთვით,ჩემ მენიუს არ ვუღალატე და frie-ც მოვატანინეთ, გემრიელი იყო.  სადაც ღამის 4საათამდე დავყავით და მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, იმის მიუხედავად, რომ მეორე დღეს სამსახურში ტესტირება მელოდა, ხასიათი არ გამფუჭებია, რა ვქნა ძალიან მიყვარს გარეთ “წანწალი”.

ფოტო: ირინკა ანდრეევა (Fefinio)

მონტაჟი: თემო ბაბუნაშვილი (iTemo)

ფოტო: ირინკა ანდრეევა (Fefinio), and friends…

Photomarathon Tbilisi

17 May

საქართველოში ფოტოკამერა მომარჯვებულ ადამიანებთთან ერთად, იზრდება ფოტოგრაფიის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების, გამოფენების კონკურსების და მარათონების რაოდენობა.

ამ მარათონის შესახებ თუ facebook-ით სარგებლობთ ყველას თუ დაწვრილებით არა, რაღაც მაინც გექნებათ გაგონილი.მე დახურვაზე ფოტოგრაფ ნატა აბაშიძის ინფორმაციით მოვხვდი, რომელიც ჟიურის წევრი იყო ამ მარათონის.

ფოტომარათონის დაჯილდოვება დღეს 16-ში, არა…უკვე გუშინ…16 მაისს გაიმართა გოეთეს თბილისის ინსტიტუტში. დაჯილდოვებას კი წინ უძღვოდა რამოდენიმედღიანი ფოტომარათონი, (აბა მარათონი მარათონის გარეშე რისი მარათონია?!) სადაც მონაწილეობას იღებდა უამრავი დამწყები თუ ჩამოყალიბებული ფოტოგრაფი და ისინიც ვისაც უბრალოდ ფოტოკამერა აქვს და გარეთ გასვლა არ ეზარება.მონაწილეებს ეძლეოდათ კონკრეტული დავალებები რაც გარკვეული დროის განმავლობაში უნდა შეესრულებინა და შემდეგ “გარკვეულვე” ადგილას მომდევნო დავალებისათვის მისულიყო.

მარათონის ფარგლებში გადაღებულ იქნა ათასობით ფოტო, წარმომიდგენია ჟიურის გაწამაწია მათ გადარჩევაში.დარბაზში რომ შევედი რამოდენიმე ხანი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად იმდენი ფოტო დამხვდა.

This slideshow requires JavaScript.

პრიზები:კ/თ. ამირაზნის ორი ბილეთი, ფოტოკამერები canon sx20,(თუ მეშლება შემისწორეთ :)) Tbilisi Open Air-ზე დასასწრები ორი ბილეთი,ერთკვირიანი პერსონალური გამოფენა გოეთეში. რომელიც მე-4-ე, მე-3-ე და მე-2-ე დაგილზე გასულებმა დაინაწილეს და ჩამოთვლილი პრიზები, საერთო ჯამში პირველ ადგილზე გასულს, თამარ ბოლქვაძეს, ერგო.კიდევ საუბრობდნენ საზღვარგარეთ გამგზავრებაზე, შემდეგ თანხები არ ყოფნისო, მოკლედ ეგ ვერ გავიგე 😀

თამარ ბოლქვაძე, ავტოპორტრეტი


ორგანიზების მხრივ, სრული ქაოსი და დაბნეულობა სუფევდა, თუმცა იგი მეტს არც მოითხოვდა და არც მისგანაა მეტი მოსათხოვი, რადგან იგი ჯერ პირველად შესდგა საქართველოში.არც ფოტოები გამოირჩეოდა საოცრებებით, უფრო სწორად ძალიან ბევრი იყო და შესაძლოა გამომრჩა. ან ამის მეორე მხარე ისაა, რომ ნამდვილად არ იყო კარგი ფოტოები.მიზეზად კი იმას დავასახელებ რომ საქართველოში, ზოგადად ფოტოგრაფის გაგება მაღალ დონეზე არაა. აქ თუ კარგი კამერა გიჭირავს,კარგის განმსაზღვრელი არის “დიდი ფოტოკამერა”, ე.ი. პროფესიონალი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ იღებ, რას იღებ ვისთვის, რისთვის.შემდეგ კი ბევრს პრეტენზია აქვს გადანათებულ, ბრტყელ-ბრტყელ კადრებზე. თანამედროვე ხელოვნებაში, მართალია ჩარჩოები და  კლასიკური ფოტოს გადაღების წესები უგულვებელყოფილია და ეს ცუდი არაა, მაგრამ ყოველთვის იგრძნობა კარგი და ცუდი ფოტო.ვფიქრობ ფოტოს გადაღება შათერზე(ღილაკზე)თითის დაჭერა არაა მხოლოდ, მთელი რიყუალია წამში მოქცეული, დაინახე, მოგეწონა, კამერა მოამზადე, გაიაზრე, კადრირება გაუკეთე და მხოლოდ შემდეგ დააჭირე…ამის შესაძლებლობა კი ბევრს არ აქვს.

გამოფენაზე ფოტოებთან ერთად, ყოველთვის საინტერესოა ხალხის ჩაცმულობაზე თვალის შევლება, სამწუხარდ ჩემი დაუდევრობის გამო ფოტოკამერის მეხსიერების ბარათი დამრჩა და მის გარეშე ჩემი ბიჭი უსუსურია, ამიომ კვლავ iPod-ით მომიწია ფოტოების გადაგება და შემდეგ ნატა შემომეშველა თავისით, მაგრამ ძირითადი ნაკადი უკვე წასული იყო, არადა უამრავი უცნაური ნივთი ვიხილე, სხვადასხვა დასამახსოვრებელი ტიპაჟები. ძველი მაგნიტოფონის კასეტისაგან გაკეთებული საფულე, “პლასტინკისაგან”-ჩანთა, თმის ვარცხნილობა და ა.შ.ასევე, რაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს და საერთოდ თბილისის ჩაცმულობას შევამჩნიე იმატა ზურგჩანთებმაც.

Postქოლგა

16 May

წინასწარ შერჩეულ 100 ფოტოდან უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული, საპრიზო ფონდი 5000 ლარი იყო და იგი უნდა გადანაწილებულიყო გამარჯვებულებზე, ასევე იყო სხვადასხვა ნომინაცია.

უკვე დავწერე ფოტოკონკურს ქოლგის გახსნის შესახებ და ჩემი ფავორიტებიც გამოვავლინე, სამწუხაროდ დახურვაზე არ ვყოფილვარ და არ ვიცი როგორ ჩაიარა, თუმცა გამარჯვებული გავარკვიე ვინ იყო და მინდა გითხრათ, არა თუ ფავორიტებში არამედ ნეგატიურ ემოციებსაც კი იწვევდა ჩემში და არა მარტო.მაპატიოს ავტორმა, ეს მისი ბრალი არაა, ფოტოები საერთოდ გამოფენაზე რომ გაიტანეს 😀 სამწუხაროდ ფოტოს ელექტრონული ვერსია არ მაქვს, თუ სადმე მოვიძიე აუცილებლად დავდებ, გამარჯვებული კი ნატა სოფრომაძეა ფოტოსერიით “შავი ზღვის პირას”.

აღვნიშნავ, რომ ჩემ ფავორიტ ფოტომ, მაკა კუკულავას ავტორობით “ეშმაკი ატარებს პრადას”ნომინაციაში პრიზი აიღო (ესეც რაღაცაა :))

სამწუხაროდ ფოტო-ფოტოზეა გადაღებული და ორიგინალს ცოტა აცდა, მაგრამ წარმოდგენა რომ გქონდეთ რას ვგულშემატკივრობდი.

როგორც სხვადასხვა ფოტობლოგებიდან შევიტყვე და არა მარტო ამ წყაროდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანია უკმაყოფილო ფოტოკონკურსის ობიექტურობით, იმასაც ამბობენ ეს პირველად არ ხდებაო, თუმცა არ ვიცი რა ვთქვა, ან მათი ბრალია ვინც საკუთარ ფოტოში ზედმეტად დარწმუნებულია და ჰგონია რომ დაჩაქრეს ან ნამდვილად მასეა, თუმცა რას გაიგებ

ინფორმაციას ვეძებდი 2011 წლის ქოლგაზე,ვერსად ვიპოვე, რომ გამარჯვებულთა სრული სია მაინც დამეწერა…არც ქოლგას საიტზეა, უცნაურია, ასე ორგანიზებული და ინფორმაცია არაა თავს დროზე.მაგრამ, იმედი მაინც ბოლოს კვდებაო და ველი რომ საქართველოში ფოტოგრაფია კიდევ უფრო განვითარდება და ქოლგა არ იქნება ერთადერთი პერმანენტული ფოტოკონკურსი, რომელსაც გაწბულებული თუ იმედგამართლებული ფოტოგრაფები წლიდან-წლამდე ელიან 🙂