Tag Archives: ფოტოკონკურსი “ქოლგა”

Postქოლგა

16 May

წინასწარ შერჩეულ 100 ფოტოდან უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული, საპრიზო ფონდი 5000 ლარი იყო და იგი უნდა გადანაწილებულიყო გამარჯვებულებზე, ასევე იყო სხვადასხვა ნომინაცია.

უკვე დავწერე ფოტოკონკურს ქოლგის გახსნის შესახებ და ჩემი ფავორიტებიც გამოვავლინე, სამწუხაროდ დახურვაზე არ ვყოფილვარ და არ ვიცი როგორ ჩაიარა, თუმცა გამარჯვებული გავარკვიე ვინ იყო და მინდა გითხრათ, არა თუ ფავორიტებში არამედ ნეგატიურ ემოციებსაც კი იწვევდა ჩემში და არა მარტო.მაპატიოს ავტორმა, ეს მისი ბრალი არაა, ფოტოები საერთოდ გამოფენაზე რომ გაიტანეს 😀 სამწუხაროდ ფოტოს ელექტრონული ვერსია არ მაქვს, თუ სადმე მოვიძიე აუცილებლად დავდებ, გამარჯვებული კი ნატა სოფრომაძეა ფოტოსერიით “შავი ზღვის პირას”.

აღვნიშნავ, რომ ჩემ ფავორიტ ფოტომ, მაკა კუკულავას ავტორობით “ეშმაკი ატარებს პრადას”ნომინაციაში პრიზი აიღო (ესეც რაღაცაა :))

სამწუხაროდ ფოტო-ფოტოზეა გადაღებული და ორიგინალს ცოტა აცდა, მაგრამ წარმოდგენა რომ გქონდეთ რას ვგულშემატკივრობდი.

როგორც სხვადასხვა ფოტობლოგებიდან შევიტყვე და არა მარტო ამ წყაროდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანია უკმაყოფილო ფოტოკონკურსის ობიექტურობით, იმასაც ამბობენ ეს პირველად არ ხდებაო, თუმცა არ ვიცი რა ვთქვა, ან მათი ბრალია ვინც საკუთარ ფოტოში ზედმეტად დარწმუნებულია და ჰგონია რომ დაჩაქრეს ან ნამდვილად მასეა, თუმცა რას გაიგებ

ინფორმაციას ვეძებდი 2011 წლის ქოლგაზე,ვერსად ვიპოვე, რომ გამარჯვებულთა სრული სია მაინც დამეწერა…არც ქოლგას საიტზეა, უცნაურია, ასე ორგანიზებული და ინფორმაცია არაა თავს დროზე.მაგრამ, იმედი მაინც ბოლოს კვდებაო და ველი რომ საქართველოში ფოტოგრაფია კიდევ უფრო განვითარდება და ქოლგა არ იქნება ერთადერთი პერმანენტული ფოტოკონკურსი, რომელსაც გაწბულებული თუ იმედგამართლებული ფოტოგრაფები წლიდან-წლამდე ელიან 🙂

Advertisements

ფოტოკონკურსი “ქოლგა” 2011

10 May

ფოტოკონკურსი “ქოლგა”, რომელიც უკვე რამოდენიმე წელიწადია ტარდება საქართველოში და ყოველწლიურად მრავალი ფოტოგრაფის და უბრალოდ ფოტომოყვარულის ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ წელს “ქოლგა” წინა წელთან შედარებით უკეთესია, წოგორც აღნიშნავს მრავალი დამსწრე,თუმცა არსებობს განსხვავებული აზრიც.
ჩემის მხრივ კი მინდა დავამატო საოცრად კარგი ორგანიზებულობა თავად ფოტოების წარმოდგენის მხრივ საზოგადოებისათვის, ფოტოები ლაითბოქსშია მოქცეული და ბნელ ოთახში საკმაოდ კარგ სანახაობას წარმოადგენს, ისე რომ სრუილად წარმოუდგენელი ფოტოც კი კარგად გამოიყურება.
უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რაც ძალიან მახარებს, ეს კი თავად ადგილმდებარეობის დამსახურებაცაა, რადგან იგი ყველასთვის ახლოსაა და ადვილი მისაღწევია,სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალში”და არა სადღაც ლისის ტბაზე ან გადაკარგულში.საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ამდაგვარ ადგილების, მაგრამ ჩვენს ზარმაც საზოგადოებას ბევრად შეუმსუბუქდა მდგომარეობა.

მე კი ჩემი დაუდევრობის გამო, სამწუხაროდ ფოტოკამერა დამრჩა სახლში და როგორც კი შევეგუე აზრს, რომ მომიწევდა მხოლოდ iPod-ით გადაღება,ნატა აბაშიძემ, ფოტოგრაფმა საკუთარი ფოტოკამერა მათხოვა, საბედნიეროდ, თორემ გული დამწყდებოდა.

გამოფენაზე საყვარელი ფოტოც შევარჩიე (სლაიდშოუში იქნება),სახელწოდებით”ეშმაკი ატარებს პრადას”.მე, როგორც მოდის მოყვარული ამ ფოტოთი მოვიხიბლე,იგი პირველ საქართველოს მოდის კვირეულზე იყო გადაღებული,მაშინ როდესაც მერგო პატივი “Agatha Ruiz De La Prada”-ს ჩვენებას დავსწრებოდი, ფოტოზეც ზუსტად ამ კოლექციის რამოდენიმე მოდელი იყო აღბეჭდილი, მართალია უფოკუსო, მაგრამ ზუსტად ეს იყო ფოტოს ხიბლიც.ამით ჩემი ფავორიტები არ დასრულდა, რომელთაც ქვემოთ იხილავთ.

გამოფენაზე,საქართველოში ცნობილი ფოტოგრაფი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, გოგა ჩანადირი ვნახე, მასთან შეხვედრა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს, უკვე დიდი ხანია თბილისის ფარგლებში ღამის გადაღებას ვგეგმავთ გოგასთან ერთად, მე და ჩემი მეგობრები, იმედია ამ გაზაფხულსაც არ ჩაიშლება გეგმები.

ფოტოების დათვალიერების შემდეგ არ დამვიწყებია დამვიწყებია სამოსის შეთვალიერება. ძირითადად დაბალძირიან ფეხსაცმელს ვხედავდი:კეტები,ბათინკი,ინსპექტორი,ბალეტკა და გასაკვირიც არაა,რადგან ის უმეტესობა ფოტოკამერით დადიოდა ხელში, თუმცა street fashion-ს რაღაც ტენდენციები შევამჩნიე.ზურგჩანთები: კოპლით,ყვავილით და gingham პრინტით.შევნიშნე თამარ კიკალეიშვლის, “TAMARI jewelery & Accessories” თმისსაბნევი ელვისაგან.
რაც მე დამავიწყდა ფოტოებით გიამბობთ.

This slideshow requires JavaScript.