Tag Archives: ყვავილის პრინტი

I’m attending the Photo fest

4 Jul

რატომ ასეთი სახელწოდებით? უბრალოდ მინდოდა რაიმე დამერქმია, ასეთი ჩაცმულობით უკვე გადაღებული მაქვს ფოტოები, სადაც ზოლების ნაცვლად ყვავილებია შეხამებული.ყვავილის პრინტით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია…აქ კი ესპადრელები…

რა უნდა ჩაიცვა, როდესაც ფოტოფესტივალზე მიდიხარ, ან საერთოდ ფესტივალზე, თუ არა ესპადრელი-დაბალ ძირზე?!…ძალიან კომფორტულია.

ჩანთა, გასული წლის ფოტოფესტივალიდან შემომრჩა, ამ წელს ვერ მოვახერხე 😦

Photo: Irinka(Fefinio), Nikon and My Tripod

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe
ეს კი ყელსაბამი, რომელიც ფოტოებში კარგად არ სჩანს 🙂

Poppy Girl

3 Jul

Photo: Irinka(Fefinio), Nikon and My Tripod

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe

Polka Dot VS Floral

24 Jun

Photo: Irinka(Fefinio), Nikon and My Tripod

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe


Evening Sunlight

19 Jun

Photo: Irinka(Fefinio), Nikon and My Tripod

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe



Continue reading

Movie Day

27 May

ოხ ეს დილა, ერთი და იგივე კითხვით რა ჩავიცვა?!…მთელი ღამე წვიმდა და ვიფიქრე დილითაც გაგრძელდებოდა და დავგეგმე ბოტებისს ჩაცმა, მაგრამ უკვე გათენებულზე ისეთი პირი უჩანდა გადაიფიქრა ეწვიმა და ჩემი გეგმები წვიმის წყალში ჩაიყარა…ასე რომ მომიწია თავიდან გადამეხედა გარდერობისათვის…საეთოდ სამოსის შერჩევას ხშირ შემთხვევაში ფეხსაცმელით ვიწყებ და შემდეგ გადავდივარ სხვა დანარჩენზე…ქუსლების განწყობა არ მქონდა და არჩევანი “ლეო” პრინტიან ბაჩმაჩებზე შევაჩერე, შემდეგ ჯინსის შარვალი და გარფილდიანი, ძალიან მხიარული, ვარდისფერი მაისური, რომელზეც ლურჯი ჟილეტი შემოვიცვი და საბოლოო ჯამში საკმაოდ “ქეჟუალურად” გამოვიყურებოდი, ამავდროულად კომფორტულად ვგრძნობდი თავს 🙂

6-ზე სამსახურიდან გავედი და გეზი მამიდასკენ ავიღე რომელიც უკვე ვნახე(ძალიან ლამაზი ყელსაბამი მაჩუქა,მდინარის მარგალიტებით) და დავპირდი რომ აუცილებლად გავივილიდი მასთან, გზაში კი “ქარვასლასთვის” უნდა ამეარა გვერდი, მაგრამ ბოლო წუთს გზი ვიცვალე და მისი გავლით მივედი…რა მექნა?! პირდაპირ მეძახდა 😀 მოკლედ უმეტიჩრესი მაისური ვიყიდე, ძლივს გავაკეთე ორს შორის არჩევანი, ისეთი საყვარელი გოგოები ეხატა,ბოლოს “ლონდონელი მეტიჩარა” ავარჩიე და “კრეატიული” დავტოვე არადა უუუfff…აღარ მინდა გახსენება…ამ მაისურის ჩაცმას “წულის” ქვედაბოლოსთან ერთად ვგეგმავ, საინტერესო უნდა გამოვიდეს, და ელასტიკზე ჩასაცმელი, წვრილი კოპლით, უბრეტელო ზედა …ისიც ძალიან ბევრი ლამაზი რამე დავათვალიერე; yamamay-ში ისეთი “სიფერადე” იყო თვალები ამიჭრელდა…რაც ქარვასლას შევამჩნიე ჩანთებში ჭარბობს გველის ტყავის ფაქტურა, ფერები სხვადასხვა,ძირითადად პასტელი,სამოსში ყვავილებზე და ლეოპარდის პრინტზე ლაპარაკი ზედმეტია, კოპლები…რამოდენიმე ძალიან კარგი ფერი, სამომავლოდ ვაპირებ ერთიმასეთი შევიძინო, Lime green- ფერის ძალიან მყვირალა ზედები, rufle კაბები,ქვედაბოლოები, ჯამფერები(jumpsuit) და რომფერები(rompers)

როგორც იქნა გამოვაღწიე და წავედი მამიდასთან, რომელიც თამაშების, როგორიცაა ფერმა და ამდაგვარი რამ ძალიან დიდი მოყვარულია, ამიტომ ისე გავერთეთ ვერც კი ვიგრძენი დრო როგორ გავიდა და მოვიდა 21 საათი, დრო როდესაც თემო ამთავრებდა სამსახურს და უნდა წავსულიყავით კინოში, დღისით ვბჭობდით სად წავსულიყავით, მაგრამ რა მსჯელობა უნდოდა?! ახალმიტინგგადატანილ რუსთაველში ვერ წავიდოდით და რა არჩევანი დარჩა?-ამირანი…ფილმიც შერჩეული გვქონდა “კარიბის ზღვის მეკობრეები”.თუმცა ფილმის განხილვები წავიკითხე და ბევრი, პირველი ნაწილის გადამღერებად მიიჩნევდა და ბევრს აკრიტიკებდა, მაინც ეს ფილმი ძალიან მიყვარს, თავისი იუმორით, სპეც-ეფექტებით და ჯონი დეპით,რომელიც უუმაგრესად ასრულებს როლს.ეს ფილმი ინტერესის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა და არც ეხლა…ძალიან ბევრი ვიხალისე,ფილმი 3D-ში იყო და ეს უფრო ამძაფრებდა შეგრძნებებს.კინოთეატრიდან ძალიან დადებითი ემოციებით დამუხტული წამოვედი, შემდეგ Mcdonald’s-ის ყავა-ამერიკანო და “პო დამამ :D”

20110527-104819.jpg

20110527-104827.jpg

20110527-104835.jpg

20110527-104846.jpg

20110527-104900.jpg

20110527-104931.jpg

Feel On You Spring-Summer 2011

1 Apr

ყოველ დღე თავს ვიტეხთ იმაზე ფიქრით რა ჩავიცვათ? რა-რას შევუხამოთ? რა არის ამ დროის ტრენდი?…რა ფერია მოდაში? რა ფორმა? და კიდევ ათასი რამ…

მაგრამ ამასთან დაკავშირებით კარგი ამბავი მაქვს, რითაც ყველა მოდის თაყვანისმცემელი, თუ უბრალოდ ლამაზად ჩაცმის მოყვარული კმაყოფილი დარჩება:

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის  მოდა ყველაფერს ერთად მოიცავს, გავიხედავ დავინახავ რაიმე ახალს, როგორც კი მის შეძენას დავაპირებ, უკვე სულ სხვა რამ წარმოდგება ჩემს თვალწინ…სამოსის და ფეხსაცმლის ზომა-ფორმა, ფერი ელვის სისწრაფით იცვლება..ეს არ ნიშნავს იმას, თუ ერთს ჩაიცვამთ და მეორეს პოდიუმზე ნახავთ, მოდას ჩამორჩით, უბრალოდ დიზაინერები ძალიან ცდილობენ, რომ თავი მოგვაწონონ, რითაც ასევე საშუალებას გავძლევენ  თავბრუდამხვევი რაოდენობიდან ზუსტად ის შევარჩიოთ რაც უშუალოდ ჩვენ გვიხდება…

ყვავილის პრინტი, ეს ნამდვილ სინაზის მოყვარულებს გაახარებს, რადგან ყვავილი ქალს საოცარ სინაზეს სძენს…უამრავნაირი შერწყმა არსებობს, მთავარია თქვენთვის სასურველი შეარჩიოთ.

D&G


Continue reading