Tag Archives: ცხოვრებაში ერთხელ

და მაინც…

16 May

ზოგჯერ სიტყვები სანამ თითებამდე მივა და, თითები სანამ კლავიატურამდე, კლავიატურა კი სანამ თითოეულ სიტყვას ამობეჭდავს, მთელი ქაოსი სუფევს ჩემს გარშემო, რომელი პირველი სიტყვა,რომელი მომდევნო…ერთმანეთს არ აცდიან, დგება ხანი როდესაც ერთმანეთს ეხვეწებიან, რომ როგორმე ეკრანზე აღიბეჭდონ.

უამრავი იდეაა, უამრავი თემა, მე კი…ვზივარ და რაღაცეებს ვბოდიალებ…

ალბათ ჩემს ცხოვრებაში მშვიდი პერიოდია, არა გაღიზიანება, არა აღფრთოვანება,არა შფოთი,

ყველაზე მეტად კი იმის მეშინია რომ დრო მიდის, მიდის და ყველაფერს მინდა მოვეჭიდო, იქნებ მერე აღარ იყოს, არ მინდა ასაკთან ერთად ინტერესი იკარგებოდეს, არ მინდა წლების მატებასთან ერთად ხალისი მაკლდებოდეს…

მეშინია. რაღაც მისტიური და ჩემთვის საშიში, ამავდროულად სასიამოვნო და საინტერესო სასაკი მოდის ჩემს ცხოვრეაში…

უმცროსები იტყვიან, უჰ როგორ “დაბერებულაო”, უფროსები “რა დროს ასაკიაო”.

…და მაინც 23 წლის ვხდები 23-ში, ამას ოქროს დაბადების დღეს უწოდებენ, ბავშვობაში ვცქმუტავდი იმ ფაქტზე ფიქრით როგორ უნდა შევხვედროდი ამ წელს, მაგრამ ეხლა უარესად განვიცდი, რაიმე განსაკუთრებული მინდა, არა არ იფიქროთ იმიტომ ვწერ საჩუქარს ველი(ნუუ..უარს არ ვიტყვი :D)უბრალოდ ჩემში მინდა რაიმე განსაკუთრებული და განსხვავებული აღმოვაჩინო, მინდა სამუდამოდ დამამახსოვრდეს ეს დღე, მაინც ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და ყველას არ აქვს შანსი დაამახსოვრდეეს მისი ოქროს დაბადების დღე, განსაკუთრებით მათ, ვინც თვის დასაწყისშია დაბადებული, მე კი ბედმა მარგუნა ყველაზე ლამაზ წლოვანებას შევხვედროდი ოქროს დაბადების დღით.

მოკლედ გონება მეხშობა…მეტს ვერ ვაზროვნებ თვალი რომ გადავავლე პოსტს გამიკვირდა რამდენი მიჯღაპნია…არადა სულ ტყუილად…

…და მაინც რა არის დაბადების დღე?თან ოქროს?

Advertisements