Tag Archives: 12PM.

My 12PM.

30 Apr

ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვები:დილით სამსახურში მისვლისას, ჩემი გამამხნევებელი წამალი კრემიანი კრუასანი და რძიანი ყავა გახდა..საღამოსკენ კი ჩემს ჩაცმა-გაპრანჭვას “თოლია”რომ დავუსვი PR.სკოლაში(PR. School) წავედი, საკმაოდ საინტერესო იყო იქ ყოფნა, პირველი მოლოდინიც გამართლდა, ასე რომ წამოსვლაც არ მინდოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი მეორე კურდღელიც მელოდა და 9საათზე ერთი საათით ადრე, წამოვედი, ისე, რომ PR.სკოლაში მისულს თქმაც კი არ დამჭირდა წამოსვლასა და მიზეზების შსახებ, რადგან ჩემდა დამოუკიდებლად ჩემს მეტიჩარა ბლოგს უკვე ყველაფერი სიტყვასიტყვით უთქვამს ჩემი განზრახვების შესახებ 🙂 სამწუხაროდ საღამოსვე გავიგე დავალებისა და 16 კვადრატის შესახებ, უკიდეგანო Google-ს იმედი მქონდა, რომ რაიმეს მაინც მეტყოდა ამ უკანასკნელ მისტიურ 16 კვადრატზე, მაგრამ რატომღაც16 თაროანი კარადები მიჩვენა და უიმედოდ შევეშვი ძიებას ვიფიქრე იქნებ Facebook-ის და ჯგუფელების მეშვეობით გავიგო რა ხდება, რომ ორშაბათს პირდაფჩენილი არ ვიჯდე 🙂

PR. სკოლიდან წამოსული დაახლოებით 15 წუთში მივედი დანიშნულების ადგილას,თან გზად მე და თემომ ინაც გავიყოლეთ, რომელიც სულ რამოდენიმე წუთით იყო წამოსული სამსახურიდან.

საბედნიეროდ ავტსადგომი ისეთ კარგ ადგილას დაგვხვდა ცარიელი, რომ სულ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდა და აღმოვჩნდით შარდენზე, კაფე L’EXSPRESS-სთან, სადაც უამრავი ხალხი შეკრებილიყო,ნაცნობები, ნაცნობი სახეები, უცნობები, მაგრამ ჩვენ ყველას ერთი მოვლენა, შოთიკო ბოჭორიშვილის გამოფენა 12PM. გვაერთიანებდა.

ფოტოები დიდ ფორმატზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, კოლაჟიც, რომლის მომხრე ვიყავი მშვენივრად დალაგებული იყო ისე, რომ კარგად ჩანდა რას საქმიანობს თითოეული პერსონაჟი დღის განმავლობაში, თავად შოთიკოს გმირები იქვე დატრიალებდნენ და ზოგი, როგორიცაა თიკო სადუნიშვილი საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა ინტერვიუს სხვადასხვა რესპოდენტებისაგან, Dj. Rembo მიქშერის მიღმა სხვადასხვა ტრეკებს გვთავაზობდა, ზოგიც კი ჭიქა ღვინით უბრალოდ თავს იწონებდა საზოგადოებაში და…უამრავი ფოტოკამერა, ვერ ვიტყვი ყველა ფოტოგრაფის ხელში, მაგრამ უამრავი მაშუქის სინათლე და ფოტოობიექტივი, რაც კი იმაზე მეტყველებს რომ გამოფენა შედგა…

როგორც  გამოფენებზე ხდება ხოლმე,  ხალხი ერთდროულად ზღვის მოქცევასავით უამრავი მოდის შემდეგ კი როგორც მოდის ისევე ერთდროულად მიდის…ასე იყო აქაც, რამოდენიმე ხნის შემდეგ რამოდენიმე ადამიანი და უამრავი ცარიელი ადგილი დარჩა…

მეც წამოვედი, იმ სურვილით, რომ შოთიკო ახალ პროექტს წამოიწყებს და არ გამომაპარებს, ბლოგზე დასაწერი მასალა რომ მქონდეს 😀 🙂

გამოფენა კი ინასთან, ბარ Wheels-ში განვიხილეთ, ფოტოები დავათვალიერეთ და დავისვენეთ გადარბენილი დღისგან. ვისურვებდი ასეთ და უფრო მეტ გადარბენას, რადგან მგონია, რომ ზუსტად ასეთი რამ მჭირდება, უამრავი ხალხი, ნახევრადნაცნობი…საქმე თავზესაყრელი და ბოლოს შედეგიანი დღის დასასრული.

სხვათაშორის, გამოფენაზე, არც ჩაცმულობაზე დამვიწყებია თვალის დევნება, თუმცა სული არაფერს შეუხუთავს, რამოდენიმე ტრენდი ვიხილე და ყველაფერს ფოტოებით მოვყვები.

P.S. ფოტოებისათვის მადლობას ანუკა კალანდარიშვილს, ანჩი მაისურაძეს და შოთიკო ბოჭორიშვილს ვუხდი, ვინაიდან ჩემი ფოტოკამერის მაშუქი ავადაა 🙂

Exhibition live

29 Apr

Pirdapiri chartva shotiko bochorishvilis gamofenidan 12PM. Vnaxe megobreb – nacnobebi, gadavige-gadamiges fotoebi da exla post… Pirveli var vinc am gamofenaze warsulshi awmyoze da momavalshi saubrobs… Dailocos iPod, Wi-Fi… Da adamiani romelmac passwordi mitxra 🙂
gamofenam gaamartla uamravi stumari… Vrclad ki momdevno gamoshvebashi 😀

20110429-101917.jpg

20110429-102021.jpg

20110429-102051.jpg

20110429-102139.jpg

ორი ბაჭია, მე კი პრანჭია :D

29 Apr

დღეს განსაკუთრებული დღეა, დიდი ხანია ასეთი შემართებით არ ვყოფილვრ, ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა…

მოდი არ დავნომრავ,რადგან ისე გამოვა, რომელსაც პირველს შევარქმევ უფრო მინშვნელოვანია, ორივე აბსოლუტურად სხვადასხვა კატეგორიაშია და შედარებას არ ექვემდებარება… უბრალოდ ისე მოხდა, რომ მათი დრო ერთმანეთს დაემთხვა და გუშინ საღამოს იმის გარდა, რომ სამოსზე მეფიქრა, იმაზეც მომიწია ფიქრმა როგორ მოვახერხო, რომ ორი კურდღელი ერთდროულად დავიჭირო:D

მოვლენა რომელიც მნიშვნელოვანია, ჩემს სამომავლო საქმიანობას თუ საქმიანობის ნაწილს, თუნდაც ცოდნას უკავშირდება, PR. სკოლაში(PR. School) პირველი გაკვეთილია და გაცდენის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, რადგან უკვე საკმაოდ დიდი ხანია, თვეზე მეტია ამ დღეს ველი.პირველი დღეა და შესაბამისად ხალხს არ ვიცნობ, მინდა სახეზე დავინახო და ერთმანეთის გაცნობის პროცესს დავესწრო, პირვლი დღის პირველი შთაბეჭდილება განვიცადო და არ გადავდო მეორე გაკვეთილისათვის.

მოვლენა, რომელსაც ასევე დიდი ხანია ველი, და არანაკლები დრო თუ მეტი არა, ისე დიდი დრო, რომ უკვე რამოდენიმეჯერ მოვასწარი სამოსის მოფიქრება და გადაფიქრება, არის ჩემი მეგობრის, შოთიკო ბოჭორიშვილის გამოფენა, სახელწოდებით 12PM. ამ პროექტისათვის საკმაოდ დიდი ხანია ემზადება და საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა,იღებდა საქართველოში ცნობილ, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს. მეც, აქტიურად თუ შორიდან, ვგულშემატკივრობდი და ვხედავდი, როგორ ისხამდა ხორცს ჩანაფიქრი და ნამდვილად არანაირი სურვილი არ მაქვს მისი შედეგი გამოვტოვო, მეგობრის წინაშე მოსახდელ ვალს რომ თავი დავანებო…(ეს ისე, სიტყვის მასალად,უბრალოდ ძალიან მინდა წასვლა მეგობრის გამოფენაზე!) ამასთან იმედია, შვედური სუფრაც იქნება 😀 (ესეც ისე,მიხვდებიან :D)

გეგმები კი ასე დავაწყვე: მთელი ღამე ფიქრის შემდეგ რა ჩამეცვა, დასიებული და ჩაღამებული თვალებით 9.30საათზე სამსახურში მივდივარ, მოფიქრებული სამოსი თან მიმაქვს, სამსახურს 6სთ-ზე ვამთავრებ, PR. სკოლა კი 7სთ-ზე მეწყება, ვასწრებ გამზადებას, მივდივარ გაკვეთილზე და ვრჩები 9სთ-მდე, შემდეგ ბოდიშს ვიხდი, რომ ადრე უნდა დავტოვო ლექცია და 9სთ-ზე გავრბივარ გამოფენაზე, ამ შემთხვევაში, მიხარია, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, რადგან სტუმრები არაპუნქტუალურად 9 საათზე მოიყრიან თავს(გამოფენა 8საათზე იწყება).

რამდენად მოვახერხებ ორი ბაჭიის დაჭერას და გამოპრანჭვასაც, ამაზე უკვე ხვალ დავწერ 🙂

ეს კი ინფორმაცია შოთიკოს გამოფენაზე:

EXHIBITION SHOTIKO BOCHORISHVILI, PROJECT CREATOR KRISTI KIPSHIDZE, AFTER PARTY DJ REMBO
29 აპრილს, საღამოს 9 საათზე, შარდენის 14 ნომერში მდებარე ფრანგული კაფე L’EXSPRESS შოთიკო ბოჭორიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა 12 PM კომპანია M GROUP ის ორგანიზებით იმართება. ფოტოებზე აღბეჭდილია საქართელოში კარგად ცნობილი შვიდი ადამიანის ცხოვრების ერთი დღე.
პროექტის იდეა დეკემბერში გაჩნდა და თბილისური საზოგადოება, გადაღების პროცესს, შორიდან, თუმცა ხშირად ადევნებდა თვალს ტელეეკრანებიდან.
პროექტის მონაწილეები არიან : კრისტი ყიფშიძე, ბიჭოლა, თიკო სადუნიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, ლიზა ვადაჭკორია, Dj Rembo და ირმა შარიქაძე