Tag Archives: 30 წლის

Wanna Bet?!

27 Apr

დღეს მე და ჩემი და, დავნიძლავდით, რომ როდესაც 30 წლის ხდები ჩაცმულობა და ფეხსაცმლის N-რაოდენობა მნიშვნელოვანი აღარ არის და სხვა საკითხები იწევს წინა პლანზე! მე კი ამას რადიკალურად არ ვეთანხმები, გარდა სამოსისა, უამრავი სურვილი და მისწრაფება მაქვს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ კარგად ჩაცმის სურვილი გამიქრეს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ “встречают по одежде, проважают по уму”, არ იცი სად გამოგადგეს ჩაცმულობა 😀

მოკლედ ზუსტად 9 წლის შემდეგ,(ნუ უფრო ნაკლები, რადგან ერთ თვეში 23 წლის ვხდები და საკუთარ თავს არ ვუტყდები ამაში, თუმცა ოქროს დაბადების დღე მაქვს და ეს უფრო მიმსუბუქებს გულს :D) ჩემმა დამ თქვა,”იმის გასაცნობიერებლად, რომ 30 წელი გადალახე ერთი წელია საჭირო!!”გავარკვევთ ვის ერგება 10 წყვილი ფეხსაცმელი, ეს პოსტიც დასტურად დავწერე, რომ რაიმე არ გამომრჩეს 🙂

რაც შეეხება იმას, რომ ასაკის მატებისა და დროის მსვლელობის შემდეგ რაიმე იცვლება,რა თქმა უნდა იცვლება გემოვნება, მოდა და ასე შემდეგ… უფრო სწორად, რომ ვთქვა “მუღამი”იკარგება. მხოლოდ ადამიანზეა და მის გარემოზე დამოკიდებული რა განწყობა გექნება 30, 40 და 50 წლის ასაკში, მართალია სხვადასხვა საქმიანობები, მოვალეობები და მისწრაფებები გვიჩნდება, მაგრამ ძველი ჩვევები, რაც ძალიან გვიყვარს არ გვავიწყდება.პატარა რომ ვიყავი, კოწახურის კანფეტი მიყვარდა, კანფეტს რომელსაც გული ჰქონდა კი არა…გულიანი შემიყვარდა,კოწახური კი ისევ ჩემ საყვარელ კანფეტად დარჩა.

ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ასაკით საზღვრავენ რა უნდა გააკეთონ და რა არა, რა შეეფერება ამ ასაკს და რა იწვწვს გაღიზიანებას. ახლობელი მყავს, 50 წელს ასცდა და მუქი სამოსის გარდა არაფერს იცვამს, ოდნავ ნათელ ტონზე იძახის:”ეს ჩემს ასაკს არ უხდება!”. მოკლედ ასაკს იმხელა დროს ვუთმობთ, რომ გვავიწყდება საერთოდ რა უნდა ვაკეთოთ და მერე ამ ყველაფერს სკლეროზს ვაბრალით ასაკის გამო და წრეც იკვრება…

დიახაც! მოხუცებული წითელ პომადას წავისვამ დაპრუჭნულ ტუჩებზე და წითელ წკაპუნებსაც ჩავიცვამ!!ვფიქრობ მათი სურვილი ღრმად მოხუცებულსაც არ დამეკარგება, არასდროს!!! 😀 და სხვასაც ვურჩევ ნუ იფიქრებენ საკუთარ წლოვანებაზე, გული ხომ “არ ბერდება” ჰაჰაა 😉

Advertisements