Tag Archives: Atelier 10a

Atelier 10a. TFW. (F/W11-12)day one

11 May

Atelier 10a,

This slideshow requires JavaScript.

TFW Opening

5 May

აი, შეგპირდით მოდის კვირეულზე დაწერას და გავაჯანჯლე საქმე…მეორე დღე დასრულდა როემლზეც სამწუხაროდ არ ვყოფილვარ მაგრამ ყველაფრის მოყოლას თავისი დრო აქვს 🙂

ე.ი. როგორც ვთქვი 3 მაისი თბიბლისის მოდის კვირეულის გახსნის დღე იყო. დილიდან ჯერ არ ვიცოდი წავიდოდი თუ არა, მაგრამ დაახლოებით 18:30 გავიგე, თურმე მივდივარ. მივკუსკუსდი მენეჯერთან,ერთი საათით ადრე წავსულიყავი,20:00 საათზე, რომ მომესწრო გახსნისათვის,თან ვიცოდი, ეს ქართული პუნქტუალურობა ისევ ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს.

სამწუხაროდ ჩემი ფოტოკამერა თან არ მქონია, მაგრამ ბედმა გამიღიმა, ფოტოკამერაც გაჩნდა და მეხსიერების ბარათი, დამატებით iPod-ის ვიდეოკამერაც…

როგორც კი 20:00 გახდა გარეთ გავქროლდი და ტაქსს შემოვაფრინდი…ტაქსისტი მოლაყბე აღმოჩნდა, მაგრამ არც თუ ისე კარგი იუმორით გამოირჩეოდა, ამიტომ ისე მივედი შერატონამდე თავად მოკვდა სიცილით საკუთარ ხუმრობებზე, მე კი ზრდილობიანი ღიმილით ვპასუხობდი…

აი, შევედით შერატონში…მინდა ვთქვა, რომ მშვენივად ორგანზებული იყო…განლაგება, მაგიდები, სცენა, გარემო და Wi-Fi-ც კი 😀 უგემრიელესი სასუსნაოები და არა მარტო, უამრავი სხვადასხვა ტიპის სასმელი უალკოჰოლოდან-ალკოჰოლიანამდე. ერთი სამწუხარო ფაქტი press center-ის არარსებობა, რადგან ჩემი ლეპტოპით, კლაჩით(მოგეხსენებათ კლაჩს საკიდი არ აქვს),ორი ფოტოკამერით(DSLR და სასაპნე) iPod და ტელეფონი ჯიბეში..არც მიმღებში იტოვებდნენ ჩანთებს 😦 მაგრამ მერე ისე გადავნაწილდი ყველაფერი რიგში ჩადგა.

კვირეული სიმონ მაჩაბელის შოუ-ჩვენებამ გახსნა…სცენაზე მომღერლები ქეთი ორჯონიკიძე,მარიკო ებრალიძე… გამოვიდნენ მაჩაბელის კოსტუმებით და ბოლოს ჭერიდან ბაგირზე დაკიდული ორი გოგო ჩამოფრინდა.ამ ყველაფერის ვიდეოთიც იხილავთ რომელიც საკმაოდ მრავლად მაქვს.

მცირე შესვენების შემდეგ  Atelier 10a-ს დროც დადგა.ჩვენება შერატონ მეტეხი პალასის 20 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი.სადა,შიფონი, აბრეშუმი, ქაშმირი,ნაკლებად სილუეტური.შემოდგომა-ზამთარი 2011, ძირითადად შავი და ბეჟი სამოსი ჭარბობდა. ძალიან მომეწონა ჟოლოსფერი, რომელიც ჩემს ფოტოში წითლად სჩანს 😀 ერთტონიანი, მიმიმალისტური სამოსი…პრინციპში, მინიმალიზმი გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციაცაა და თუ ამის შესახებ პოსტი გაქვთ წაკითხული, მაშინ გეცოდინებათ, რომ მინიმალიზმისათვის ყველაზე ადვილია აქსესუარის შერჩევა, რომ ხასიათი შეცვალოთ და ათასი კიდევ რამ 😀

ტრენდებზე დავიწყე ლაპარაკი და არც მისული საზოგადოება გამომპარვია თვალთახედვის არედან, ძირითადად ლეოპარდის პრინტი, გრძელი კაბები, რამოდენიმე  gingham print, ყვავილების აქსესუარები, სამოსზე ნაკლებად შეირჩეოდა, აი მბზინვარე(glitery) ყოველთვის წვეულებების აქტუალური თემაა და არ ვიცი ტრენდს დავაბრალო თუ საღამოს “გლამურობას” 🙂

ცალკე გამოვყოფ წვეულების ფავორიტს Cristian Louboutin-ის ფეხსაცმელს, “Rock” სტილში მაგრამ მუდამ მიმზიდველს და ქალურს…მისი ლანჩი კი დაბაზის ბოლოდან კიოდა აქ ვარო!.წესიერად რომ გადამეღო პატრონს ფეხდაფეხ დავსდევდი 😀

მე კი ტანზედ მემოსა 😀 : ჩემი “ლეო.”პრინტის ფეხსაცმელი(დაბალძირიანია მაგრამ ტრენდი, ამიტომ დიდად არ მიდარდია რომ Pump-ზე არ ავხტი),მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი,ლურჯი თხელი მაისური და ჯილეტი, ისიც ლურჯივე(ვაიმე, რა ლურჯი ვყფილვარ :D)

საღამო არანაკლებად ორგანიზებულ და გაფორმებულ after party-თ დამთავრდა, რასაც მუსიკალურად ბომონდის და თბილისის მოდის კვირეულის საყვარელი და უცვლელი DJ Rembo აფორმებდა 🙂

4 მაისს კი გაჭირვებით გავიღვიძე, რომ სამსახურში წავსულიყავი, მთელი დღე ლუბუტენი არ მივარდებოდა თავიდან და საღამოს ჩემმა გამოწერილმა ღია ფეხსაცმელმა გამახარა ჩამოსვლით.მართალია განსაკუთრებული ბრენდი არაა, მაგრამ ულამაზესია, დანახვისთანავე შემაყვარა თავი 🙂 საოცრად კარგი ამინდი იყო დღეს(საღამოს წვიმას თუ არ ჩავთვლით) და ამინდმაც იმედი მომცა, რომ ახალფეხსაცმელს მალე ჩავიცვამ.

მეორე სასიამოვნო ფაქტი, ჩემი უსაყვარლესი Luca Polare-ს ნაყინი იყო,აქაც გამიმართლა…გაციებისგან ძლივს გამომძვრალს, ნაყინს მოწყურებულს იმ პირობით დამითმეს თუ სამომავლოდ ყელის ტკივილზე არ ვიწუწუნებდი,რასაც მე უპირობოდ დავთანხმდი.როგორც ყოველთვის ერთ ბურთულას ვერ ვჯერდები, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ცდუნება, ნუშის ნაყნი არ ჰქონდათ, სანამ ერთი ბურთულა “ალტერნატიული” ნაყინი ჩავსანსლე, კარამელ-ნუშიანიც მოიტანეს, თურმე რამდენს ჰყვარებია ნუშის და კარამელის გავგიჟდი, ჩემი იქ ყოფნისას ყველამ ის იკითხა, ერთი პერიოდი ისიც შემეშინდა მე რომ არ შემხვდეს მეთქი 😀 მაგრამ, ჩემმა რაინდმა გადამარჩინა და დრაკონს პირიდან გამოაცალა ნაყინი 😀

ნაყინის შემდეგ ზუსტად ის დრო იყო PR. სკოლაში(PR. school) წავსულიყავით და ასეც მოვიქეცით. ლექციამ სასიამოვნოდ და მხიარულად ჩაიარა, ისე რომ დროის მსვლელობა ვერ გავიგე.ბევრი კარგი რამ ავითვისე:ძალიან ბევრი ფაქტი რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვერ ვაკირდებით და ვაკონტროლებთ, ჩვენდა უნებლიედ აისახება ჩვენს ზემოქმედებაზე გარე სამყაროსთან, ამას და კიდევ სხვა თემებს დაეთმო ლექცია და გავიგე, როგორ უნდა წარვმართო პრეზენტაცია ჩემდა სასარგებლოდ, ამას კი რა თქმა უნდა პრაქტიკაში გამოყენება უნდა,ამაში ნაკლებად ვარ გამოცდილი, ცოტა არ იყოს ამ მხრივ მორიდებულიც კი ვარ, მაგრამ ყველაფერი გარდამავალია(აქ ვწერდი გარდაუვალი არაფერია და შევცვალე, რადგან მასში ნეგატიური სიგნალებია :D)არა მთლად მასე არ გამირეკავს, უბრალოდ ჯერ ბლოგზე გავდივარ პრაქტიკას :Dამ მიზეზით კი TFW(Tbilisi Fashion Week)-ის მეორე დღეს ვერ წავედი ჩვენებაზე, ქვემოთ ისაა რაც არ მინახავს 😀

May, 4

  • Atare –  Ballroom 18:30
  • Atelier ,, Experiment”- Fashion Tent 19:45
  • Anna Miminoshvili – Ballroom 21:00
  • Marika Kenchadze – Fashion Tent 22:00

სახლში მოსულმა კი ხვალინდელი გეგმები დავაწყვე. საღამოს ნაცვლად დილით მივდივარ სამსახურში, მადლობა ტატას, რომ უპრობლემოდ შემეცვალა და ამით საშუალება მეძლება მოდის კვირეულზე წავიდე და მესამე დღე აღვბეჭდო ჩემი კამერის ობიექტივით 😀

P.S. ფოტოების ატვირთვა ვერ მოვასწარი რადგან სუულ ცოტა ძილი არ მაწყენდა…თან ინტრიგას ჩავაგდებ 🙂

Tbilisi Fashion Week

3 May

თბილისის მოდის კვირეული…შემოდგომა-ზამთარი… პრესის ადგილას ვზივარ და Atelier 10a-ს ჩვენებას ველი… უკვე იყო დათუნა სულიკაშვილის შოუ-ჩვენება… საკმოდ კრეატიული… ვიდეოს და გადანათებულ 😀 ფოტოებს მერე შემოგთავაზებთ…

20110503-103229.jpg