Tag Archives: Cosmopolitan

Pizzeria Fiorino

16 Jul

რამოდენიმე დღის წინ, უცნაური სურვილი გამიჩნდა პიცა(Pizza) და კოკა-კოლა(Coca-Cola) ერთად, არა, ეს უცნაური არაა, კოკა-კოლას ბოთლი-ფლოსტებიანი ნახატით მინდოდა 😀 ასეთი სასაცილო სურვილები ხშირად მაქვს, მაგალითად: ჩაი, დაბალ გაშლილ ჭიქაში,კოკტეილი კოსმოპოლიტენი(Cosmopolitan) აუცილებლად მარტინის ჭიქით უნდა იყოს, მოკლედ, გემო და ვიზუალი ერთიანდება ხოლმე ჩემში და თუ ერთი არაა მეორეთი ვერ ვკმაყოფილდები.

სურვილები ვახსენე და გზას გადავუხვიე…მოკლედ ჩემი სურვილების ასასრულებლად, მე და თემო წავედით პიცერია ფიორინოში (Fiorino)… პიცერია ჰქვია… ნორმალური ადგილია, რბილად დაჯდები, ზაფხულობით გარეთაც აწყობენ, მოწნული სკამებით… მაგრამ, ჩვენ შიგნით ვარჩიეთ, რბილად დასხდომა, შესვლისას, არ ვიცი ვერ შეგვამჩნიეს, თუ რა მოხდა, მენიუს ლოდინით მთელი ალბომი გადავათვალიერეთ ლეპტოპში, არც კი მოსულან, სანამ არ დავუძახეთ, პერსონალი მომღიმარი და თავაზიანი აღმოჩნდა, ისეთი ეგზემპლიარი არ იყო, როგორიც დონატებში ერთხელ…

Continue reading

Advertisements