Tag Archives: D&G

Feel On You Spring-Summer 2011

1 Apr

ყოველ დღე თავს ვიტეხთ იმაზე ფიქრით რა ჩავიცვათ? რა-რას შევუხამოთ? რა არის ამ დროის ტრენდი?…რა ფერია მოდაში? რა ფორმა? და კიდევ ათასი რამ…

მაგრამ ამასთან დაკავშირებით კარგი ამბავი მაქვს, რითაც ყველა მოდის თაყვანისმცემელი, თუ უბრალოდ ლამაზად ჩაცმის მოყვარული კმაყოფილი დარჩება:

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის  მოდა ყველაფერს ერთად მოიცავს, გავიხედავ დავინახავ რაიმე ახალს, როგორც კი მის შეძენას დავაპირებ, უკვე სულ სხვა რამ წარმოდგება ჩემს თვალწინ…სამოსის და ფეხსაცმლის ზომა-ფორმა, ფერი ელვის სისწრაფით იცვლება..ეს არ ნიშნავს იმას, თუ ერთს ჩაიცვამთ და მეორეს პოდიუმზე ნახავთ, მოდას ჩამორჩით, უბრალოდ დიზაინერები ძალიან ცდილობენ, რომ თავი მოგვაწონონ, რითაც ასევე საშუალებას გავძლევენ  თავბრუდამხვევი რაოდენობიდან ზუსტად ის შევარჩიოთ რაც უშუალოდ ჩვენ გვიხდება…

ყვავილის პრინტი, ეს ნამდვილ სინაზის მოყვარულებს გაახარებს, რადგან ყვავილი ქალს საოცარ სინაზეს სძენს…უამრავნაირი შერწყმა არსებობს, მთავარია თქვენთვის სასურველი შეარჩიოთ.

D&G


Continue reading

Advertisements

საქართველო-პატენტი ბრენდების ქვეყანა

30 Mar

ვის არ უყვარს  თავის მოწონება  რომელიმე ცნობილი ბრენდით, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის როდი გვაქვს თანხა, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ შემოთავაზებული მოდური ნივთები შევიძინოთ. მაშინ ზოგს კომპრომისზე წასვლა უწევს და ამ ბრენდის პატენტს ყიდულობს, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოში მეტად პოპულარული Louis Vuitton-ის ჩანთები, ან Chanel-ის ლოგოთი დამშვენებული ფეხსაცმელი, საყურე თუ სხვა აქსესუარი.ეს კიდევ არაა სრული ჩამონათვალი იმ სიისა რასაც საქართველოში, ბაზრობის დახლებზე ნახავთ, ასე საცოდავად რომ აწყვია :S მოკლედ რას გავაწყობთ, საქართველო ხომ სიყალბის ქვეყანაა 😦

მე პირადად არაერთხელ შემიცოდავს, საბედნიეროდ, არამასშტაბურად,რადგან არ მიყიდია შარვალი D&G-ს გამოსახულებით, არ შემიძენია Burberry-ს პრინტიანი შარფი როდესაც მას ქვეყანა მიჰქონდა.ჩემი აზრით ეს თავის მოტყუებაა, რადგან, ერთი სასაცილოა, მეორეც ამ ბრენდების უპატივცემლობაა, ყალბი ვერასოდეს შეცვლის ნამდვილს… ბოლოს რაც მე ჩავიდინე, რამაც გადამაწყვეტინა მეორედ არ შემეძინა პატენტი, ესაა Hermes-ის birkin.. მეორე დღესვე მივხვდი, რომ “მივქარე”, რადგან მთელ ქალაქს ეს ჩანთა ეჭირა, ნუ რას ვიზამთ, ეს უკვე აქაური “copy-paste”-ს ბრალია 😀

მაშინ რა გამოსავალი მოვძებნოთ,რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ?? თუ საკმარისი თანხა არ მაქვს იმისათვის, რომ კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელი შევიძინო, მირჩევნია ჩვეულებრივი ბრენდის ლამაზი ფეხსაცმელი ვიყიდო, ან სპეციალურ მაღაზიაში საკმაოდ ნორმალურ ფასად ჩანთა შევიძინო. ამით ჩემს შოპოჰოლიზმურ სურვილს ვიკმაყოფილებ, მართალია ის ოცნება ოცნებად მრჩება, სამაგიეროდ თავს არ ვიტყუებ შანელის ლოგოთი დამშვენებული 20 ლარიანი ფეხსაცმლით 😀

რაც შეეხება მათ, ვინც გადაწყვიტა ორიგინალი იყიდოს,აქ არის საფრთხე რომ მოტყუებულნი დარჩეთ, გადაიხადოთ საოცარი ფასი და შედეგად ყალბი შეგრჩეთ ხელში. მეეჭვება, რომ საქართველოში სადმე მოიპოვება ნამდვილი ბრენდი,ამისთვის ან სამოგზაუროდ წასვლა მოგიწევთ სადაც უშუალოდ სასურველი ბრენდის მაღაზიაში იყიდით ნივთს, სადაც დარწმუნებულნი იყავით რომ არ მოტყუვდებით, რადგან ერთი ტყუილიც და მაღაზიას სამუდამოდ დაეკარგება ავტორიტეტი, ან ინტერნეტშოპინგს უნდა მიმართოთ.

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი არანამდვილისაგან? ინტერნეტ კვლევებით დავადგინე რომ ერთ-ერთი მათგანი გამოწეული, დაუსრულებელი ნაკერებია, ასევე მეპატენტეები ძალას და თანხას ზოგავენ იარლიყის წარმოებაში. SATC ერთ ერთ სერიაში ვუყურე როგორ ყიდულობს სამანტა Fendi-ს პატენტს,ვიზუალურად ნამდვილის იდენტურია, განსხვავება სარჩულში იყო რასაც made in china, ხოლო ნამდვილს Paris ეწერა.

ინტერნეტშოპინგისას ყურადღებით უნდა იყოთ, ნამდვილად იმ ბრენდის ნივთს ყიდულობთ, რაც აწერია?! რადგან ბევრია მსოფლიოში თვითმარქვია “მეპატენტეები”,რომელნიც ინტერნეტაუქციონზე ათავსებენ ამ პროდუქციას, შემდეგ მიდი და სდიე, ამიტომ აქაც გვირჩევენ, შევიძინოთ კონკრეტული მწარმოებელი ფირმის საიტიდან 😀

თქვენი ყურადღება გაამახვილეთ ფასზეც, ზოგიერთი ნივთი 4000-5000 დოლარი ღირს, თქვენ კი წააწყდით სამჯერ და ოთხჯერ იაფად, მისი ყიდვით რისკავთ ფული ქარს გაატანოთ, თუ ბევრის გადახდა არ გნებავთ, ყოველი ფირმა სეზონის ბოლოს აწყობს ფასდაკლებების აქციას, სადაც მან შეიძლება 80%-საც კი მიაღწიოს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით: სპეციალური  დაჯილდოვებაც არსებობს გერმანიაში, პრემიით Plagiarius, სადაც გნომის ფიგურას მოოქროვილი ცხვირით, მას გადასცემენ, ვინც განსაკუთრებულად გამოირჩევა სხვისი ნივთების კოპირებით.

Plagiarus-ის ფიგურა

ქვევით წარმოდგენილ ბრენდებს თუ ამოიცნობთ საიდანმე 🙂

Louis Vuitton

Chanel

” ჩემი”  Hermes 😀

Chanel-ის ბოტები

…და ბოლოს Burberry