Tag Archives: Doughnut

Do Not Stop For Donuts Here!

30 May

გემრიელი დონატები, ყავა…აღარ გავაგრძელებ…ცნობილია ამდაგვარი რაღაცეებით…

მომსახურეობა?! ასეთი საშინელი არ მინახავს არაფერი…დასაჯომ ადგილს გამოეკიდნენ! რომელსაც “Reserved” აწერია…საქართვლოში ალბათ ასეთი ტენდენციაა: სასურველ მაგიდასთან დასაჯდომად face control უნდა გაიარო..არადა სინამდვილეში მაგიდები სულაც არაა დაჯავშნული.ჩვენ ვერ გავიარეთ ეს კონტროლი ან ოთხკაციან მაგიდას რომ მივუჯექით ორნი, თუმცა! მოპირდაპირე მხარეს ერთი კაცი ზის. რამოდენიმეჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ვიკითხეთ იყო თუ არა დაჯავშნული, მაგრამ სამწუხაროდ უარით გამოგვისტუმრეს და იგივე მდგომარეობით, ვიზუალურადაც და ვშიშობ სტატუსითაც არაფრით განსხვავებული სტუმრები დასვეს…ეს რა ამაზრზენია???

ეხლა კი უკითხავად დაჯდომისას,მომსახურე “პერსონამ” ყველა სტუმრის თვალწინ საყვედური გამოგვიცხადა!!მიმიკაზე და ცინიკურ საუბარზე ზედმეტია ლაპარაკი…ისეთი გაბღენძილია, თავი ქვეყნის მმართველი ჰგონია 😀 შეიძლება არის კიდეც, მაგრამ მერე მე რა?!

ადამიანი, რომ შედიხარ ასეთ დაწესებულებაში, სადაც უნდა დაისვენო და ისიამოვნო, გხვდებიან არ ვიცი რაზე გამწარებული მიმტანები და გსაყვედურობენ თითქოს მევალე ვიყო მათი ან ვიღაც ვიგინდარა, და სხვათაშორის, მომსახურეობისას სულაც, რომ ვიგინდარა ვიყო, უნდა დამსვან იქ სადაც მე მინდა, მაშინ როდესაც თავისუფალია ადგილი, გამიღიმოს, და ისე მაგრძნობინოს თავი, რომ აქ სასურველი სტუმარი ვარ და არა ისე: მომიგდოს ორი ჭიქა ყავა და კრუასანიც გამოისროლოს…გამწარებული ვარ!!! მესმის, რომ შეიძლება მასაც ჰქონდეს ცუდი პერიოდი პირად ცხოვრებაში, ან მანამდე ვინმე სხვამ გაამწარა, ან ბოლოს და ბოლოს კრიტიკული დღეები აქვს 😀 მაგრამ სერვისსაც თავისი დაწერილი თუ დაუწერელი კანონები აქვს, რომელიც ასეთი ფორმის არაა!!ისედაც თავზესაყრელია პრობლემები ამდაგვარ გამღიზიანებელზე რომ არ ვწერდე, მაგრამ რა დაემართა ამ ხალხს?!!

20110530-014012.jpg

20110530-014019.jpg

20110530-014027.jpg