Tag Archives: Entree

Entree

30 May

გემრიელი ფუნთუშები, ყავა… ცოტა ძვირი ფასები… მომსახურება, რაც დონატების(საზიზღარი მომსახურების) შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა ჩემს შეფასებაში,საკმაოდ სასიამოვნო…Wi-Fi არის, მხოლოდ ხალხის რაოდენობის გამო დიდი ხანი ვერ გაჩერდებით… ამას სადმე აუცილებლად ვახსენებდი, მაგრამ მათი ალუბლის ნაყინი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელია “luca polare”-ს შემდეგ 🙂 რომელიც ასევე მივირთვი, ბანანის და ნუშის:) ორი ბურთულა 🙂

20110530-041621.jpg

20110530-041643.jpg

Advertisements

Happy Birthday Ice Cream

3 Apr

ვინც დღეს Google.com-ზე შევიდა, აუცილებლად ნახავდა პირველ გვერდზე გემრიელად დახატულ ნაყინს…უგემრიელეს ნაყინს…ბმულზე გაყოლისას აღმოვაჩინე, რომ დღეს Sundae ნაყინის დღეობა ყოფილა…

ზუსტად ამ დღეს, ანუ 3 აპრილს 1892 წელს, კვირა დღეს გამოიგონეს ეს ნაყინი…ჩვეულებისამებრ სანაყინეში მასზე სიროფი ასხია და დაბოლოებულია: ათქვეფილი კრემით, კენკრით,თხილით და ათასი სიგემრიელით 😀

რაც შეეხება საერთოდ ნაყინს, და ჩვენთან არსებულ სიტუაციას ჩემი საყვარელი ნაყინი “Luca Polare”-ში აღმოვაჩინე -ნუშის, თუმცა სხვადასხვა დაწესებულებაში ჩემი საყვარელი ნაყინი მაქვს. Mcdonald’s-კარამელი, Entree- ალუბლის, კიდევ ახალი სანაყინე აღმოვაჩინე რომლის ნაყინიც სამწუხაროდ ჯერ არ გამისინჯავს, როგორც ვიცი ესპანური სანაყინეა…მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ და ახლო მომავალში დავლაშქრავ 😀

მე კი ჩემის მხრივ ნაყინის დაბადების დღე “Segafredo”-ში აღვნიშნე, კარამელის ნაყინით, რომელსაც უგერიელესი ნუში ამშვენებდა… 🙂

20110403-100828.jpg

იქ, საიდანაც წვიმის ხმა ისმის

2 Apr

იცით რომელი საათია?! თუ ჩემი ვაშლის დროით ვიმსჯელებთ და დარწმუნებული ვარ, იგი ზუსტ დროს მიჩვენებს 7:51,ზოგი ამ დროს იღვიძებს, რომ სავარჯიშოდ წავიდეს, ან სამსახურში, ან კიდევ რა ვიცი ათასი მიზეზისათვის…თუნდაც, სხვის სახლში გაიღვიძა და სწრაფად უნდა წავიდეს, რომ არავინ წაასწროს 😀 ეს სულ ჩემი საყვარელი ფილმ-სერიალის ბრალია 😀

უსაქმური დღის, საკმაოდ გემრიელი საღამოს-ჩინურ რესტორანში”Picasso”,მყუდრო ადგილას, “Vergnano”ში  კაპუჩინოს სმის შემდეგ, თავში აზრად იდეა მომივიდა, რამდენად კარგი გამოვიდა მისი შესრულება მე ვერ ვიტყვი, რადგან მას სხვა მსაჯულები უნდა ჰყავდეს(თუმცა ვერ მოვითმენ და დავამატებ, რომ მე მომწონს :))

მოკლედ ერთხელ უკვე ვისაუბრე ხელნაკეთობაზე და ახლაც წამოვჭერი ეს თემა…ამას SATC-ის VI სეზონის მთელი 8სერია მოვანდომე და…მთელი 5საათი… ქვეყანას ახალი ხელნაკეთი ჩანთა მოევლინა, სულ ჩვეულებრივი, მაგრამ ვფიქრობ თავი უკვე შემაყვარა, შემაყვარა იმით, რომ სულ უბრალო ჯვალოს ნაჭერია, აი ისეთი ტომრებს რომ კერავენ, მაგრამ როგორც კი პაიეტკებით შევალამაზე, გაბრწყინდა თვალის მოჭრამდე 🙂 საბედნიეროდ მისი კეთება იმ დროისათვის მოვასწარი, რომ სერიალის ბოლო, მე-20-ე სერიას მშვიდად ვუყურე(კიდევ ერთი მიზეზი, რატომ მიყვარს ჩემი ჩანთა :))

მოკლედ გათენდა, ზოგისათვის დღე დაიწყო,ჩემი დღე კი უკვე დიდი ხანია დაიწყო და სულაც არ მეძინება, დილისათვის არადამახასიათებლად, რაღაც რომანტიულად წვიმს, მაგრამ არა ჩემთვის, 7დან-8საათამდე ჩემი საყვარელი დროა წვიმისათვის, ყოველთვის მიყვარდა მისი ხმა სახურავებზე,ნახევრადმძინარეს რომ ჩამესმოდა, ახლა კი სრულიად ფხიზელი ფანჯარასთან მივედი და საოცარი რამ დავინახე, რამაც განწყობა გამიორმაგა…გამიათმაგა…პირდაპირ ჩემს თვალწინ გადათეთრებული ბლის ხე აღმოჩნდა, და რატომ ეხლა?! ეტყობა დიდი ხანია უკვე გაიშალა და მე მხოლოდ დილის 8 საათზე ვხედავ…ულამაზესი სანახაობაა, იქნებ მე ვარ ისეთ ხასათზე რომ ყველაფერში ლამაზს ვხედავ?!

არც ერთია შედევრი და არც მეორე, ორივე ჩემი ემოციური შეტევის ბედკრული შვილია 😀

მაგრამ არა, ხეც, ჩანთა და ჩემი მომავალი ცხოვრება absolutely fabulous!!!-როგორც თავად სამანტა იტყოდა 😀

საათი 19:29

“დამქანცველი” სეირნობის , “Entree”- ში ორი ბურთულა საყვარელი ალუბლის ნაყინის შემდეგ, საკუთარმა ფეხებმა “4SeasoS”-ში მომიყვანა, სასიამოვნო გარემო, ზოგჯერ ცოტა ხმაურიანიც, მაგრამ აქ რაღაცნაირად არაშემაწუხებლად ხმაურიანი, გემრიელი “Cosmo” და არა მარტო ეგ…აქ რატომღაც ძალიან მომწონს ყოფნა… რა კარგია შვებულება, როდესაც არაფრის კეთებით იღლები… დღევანდელ ხასიათზე უკვე მეორედ მოქმედებს რაღაც, მხოლოდ ვერ ვხვდები ეს ჩემი კოქტეილის ბრალია, თუ აქაური ინტერიერის 🙂

დღე ჯერ არ დასრულებულა, მართალია, არაფრისკეთებისაგან ცუდ ხასიათზე ვდგები ხოლმე, მაგრამ გამონაკლისი ყოველთვის არსებობ, ეს კი ის შემთხვევაა…