Tag Archives: Mcdonald’s

Day Time

20 Jul

გასული დღე საკმაოდ სასიამოვნო იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ რამოდენიმე ადგილას ვიყავი რამაც პოსტის თემა მომცა, მერე Sophie Grioto-საგან წერილი მივიღე რასაც მოგვიანებით პოსტში მოვყვები და კიდევ ერთი  PR. სკოლაში ვიყავი და საკმაოდ დამღლელი ლექცია იყო, რამაც კმაყოფილების გრძნობა გამიჩინა.

ახლა კი თავიდან: პირველი რაც გავაკეთეთ მე და თემომ Coffe Time-ში შევლა. იყო coupon.ge-დან კუპონი გვქონდა შეძენილი და ამის ექსპერიმენტირებას პირველად ვახდენდით, სხვათაშორის ძალიან კარგი შემოთავაზებებია ხოლმე, ნახევარ ფასად ან რაღაც ფასდაკლებებით სხვადასხვა პროდიქტზე, ასეთივეა swoop.ge-ც, სადაც სხვადასხვა შემოთავაზებაა ფასდაკლებით. ერთ-ერთი დაწესებულება Coffe Time იყო,რომელსაც ეს აქცია ჰქონდა, თან ჩემთვისაც საინტერესო იყო ეს ადგილი, რომ თქვენთვის მომეყოლა რა ხდება იქ, იქნებ უცებ  გამოგადგეთ ინფორმაცია. Continue reading

Advertisements

Tbilisi Open Air. June 12

18 Jun

ფესტივალი, Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს ჩატარდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, როგორც ხალხში ასევე მედიაში.

მუსიკალური ფესტივალების, ამ შემთხვევაში Tbilisi Open Air-ის მიზანი, არა მარტო მუსიკალური მხარეა, არამედ ცდილობენ ხალხს დასვენების, გართობის და დროის საინტერესოდ გატარების საშუალება მიეცეთ.

შევეცადე ფოტოებზე მაქსიმალურად ამესახა ადამიანები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს (დასვენება, გართობა და დროის საინტერესოდ გატარება) კარგად ასახავდა,ასევე არ დამვიწყებია დაფიქსირება ჩაცმულობის, რადგან მეორე დღეს შედარებით უფრო ნათელი და ფერადი ადამიანები მოვიდნენ.

Continue reading

Movie Day

27 May

ოხ ეს დილა, ერთი და იგივე კითხვით რა ჩავიცვა?!…მთელი ღამე წვიმდა და ვიფიქრე დილითაც გაგრძელდებოდა და დავგეგმე ბოტებისს ჩაცმა, მაგრამ უკვე გათენებულზე ისეთი პირი უჩანდა გადაიფიქრა ეწვიმა და ჩემი გეგმები წვიმის წყალში ჩაიყარა…ასე რომ მომიწია თავიდან გადამეხედა გარდერობისათვის…საეთოდ სამოსის შერჩევას ხშირ შემთხვევაში ფეხსაცმელით ვიწყებ და შემდეგ გადავდივარ სხვა დანარჩენზე…ქუსლების განწყობა არ მქონდა და არჩევანი “ლეო” პრინტიან ბაჩმაჩებზე შევაჩერე, შემდეგ ჯინსის შარვალი და გარფილდიანი, ძალიან მხიარული, ვარდისფერი მაისური, რომელზეც ლურჯი ჟილეტი შემოვიცვი და საბოლოო ჯამში საკმაოდ “ქეჟუალურად” გამოვიყურებოდი, ამავდროულად კომფორტულად ვგრძნობდი თავს 🙂

6-ზე სამსახურიდან გავედი და გეზი მამიდასკენ ავიღე რომელიც უკვე ვნახე(ძალიან ლამაზი ყელსაბამი მაჩუქა,მდინარის მარგალიტებით) და დავპირდი რომ აუცილებლად გავივილიდი მასთან, გზაში კი “ქარვასლასთვის” უნდა ამეარა გვერდი, მაგრამ ბოლო წუთს გზი ვიცვალე და მისი გავლით მივედი…რა მექნა?! პირდაპირ მეძახდა 😀 მოკლედ უმეტიჩრესი მაისური ვიყიდე, ძლივს გავაკეთე ორს შორის არჩევანი, ისეთი საყვარელი გოგოები ეხატა,ბოლოს “ლონდონელი მეტიჩარა” ავარჩიე და “კრეატიული” დავტოვე არადა უუუfff…აღარ მინდა გახსენება…ამ მაისურის ჩაცმას “წულის” ქვედაბოლოსთან ერთად ვგეგმავ, საინტერესო უნდა გამოვიდეს, და ელასტიკზე ჩასაცმელი, წვრილი კოპლით, უბრეტელო ზედა …ისიც ძალიან ბევრი ლამაზი რამე დავათვალიერე; yamamay-ში ისეთი “სიფერადე” იყო თვალები ამიჭრელდა…რაც ქარვასლას შევამჩნიე ჩანთებში ჭარბობს გველის ტყავის ფაქტურა, ფერები სხვადასხვა,ძირითადად პასტელი,სამოსში ყვავილებზე და ლეოპარდის პრინტზე ლაპარაკი ზედმეტია, კოპლები…რამოდენიმე ძალიან კარგი ფერი, სამომავლოდ ვაპირებ ერთიმასეთი შევიძინო, Lime green- ფერის ძალიან მყვირალა ზედები, rufle კაბები,ქვედაბოლოები, ჯამფერები(jumpsuit) და რომფერები(rompers)

როგორც იქნა გამოვაღწიე და წავედი მამიდასთან, რომელიც თამაშების, როგორიცაა ფერმა და ამდაგვარი რამ ძალიან დიდი მოყვარულია, ამიტომ ისე გავერთეთ ვერც კი ვიგრძენი დრო როგორ გავიდა და მოვიდა 21 საათი, დრო როდესაც თემო ამთავრებდა სამსახურს და უნდა წავსულიყავით კინოში, დღისით ვბჭობდით სად წავსულიყავით, მაგრამ რა მსჯელობა უნდოდა?! ახალმიტინგგადატანილ რუსთაველში ვერ წავიდოდით და რა არჩევანი დარჩა?-ამირანი…ფილმიც შერჩეული გვქონდა “კარიბის ზღვის მეკობრეები”.თუმცა ფილმის განხილვები წავიკითხე და ბევრი, პირველი ნაწილის გადამღერებად მიიჩნევდა და ბევრს აკრიტიკებდა, მაინც ეს ფილმი ძალიან მიყვარს, თავისი იუმორით, სპეც-ეფექტებით და ჯონი დეპით,რომელიც უუმაგრესად ასრულებს როლს.ეს ფილმი ინტერესის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა და არც ეხლა…ძალიან ბევრი ვიხალისე,ფილმი 3D-ში იყო და ეს უფრო ამძაფრებდა შეგრძნებებს.კინოთეატრიდან ძალიან დადებითი ემოციებით დამუხტული წამოვედი, შემდეგ Mcdonald’s-ის ყავა-ამერიკანო და “პო დამამ :D”

20110527-104819.jpg

20110527-104827.jpg

20110527-104835.jpg

20110527-104846.jpg

20110527-104900.jpg

20110527-104931.jpg

“ფეშენ უიქი” მე და Fefe

7 May

ჩემს პოსტებს რომ გადავხედე შესავლის გარეშე ვწყებ ხოლმე თურმე და გადავწყვიტე ასე დამეწყო:

შესავალი…. 😀

მაინც არ გამომდის და პირდაპირ მოყოლას დავიწყებ.სამსახურიდან გაოგნებული წამოვედი, მიზეზს ბოლოს ვიტყვი თან ინტრიგა თან გემრიელი ლუკმაო, ხომ  გაგიგიათ? შერატონში მისული პირდაპირ იმ ადგილიშაკენ გავქანდი სადაც სამკაულების გამოფენა იყო. ისეთი ლამაზი რამეები ვნახე გადავირიე. ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესი სტენდი თამარ კიკალეიშვლის, “TAMARI jewelery & Accessories” აღმოჩნდა, სადაც ელვებით ულამაზესი გულსაბნევები, ყელსაბამები, სამაჯურები ჰქონდა გამოფენილი, ისე მიმზიდველად გამოიყურება, თან მე პირადად მასიური, უხეში და “სტრანნი ტიპები” ძალიან მიყვარს ამიტომ სურვილი გამიჩნდა ერთის მფლობელი მაინც გავხდე.

თამარის კოლექციიდან არა, მაგრამ ნუცა ლომიძის ერთ-ერთი გულსაბნევი-თოჯინა წამოვიყვანე.ისეთი ლამაზი და საყვარელია, პირდაპირ შემაყვარა თავი, რაღაცნაირი მოწყენილია, მაგრამ ამავდროულად მეტიჩარა,მაქმანებიანი კაბა აცვია,მას Fefe დავარქვი და გადავწყვიტე ჩემი ბლოგის სახედ გავხადო 😀

…და ჩემთვის თვალში მოსახვედრი და გამორჩეული აქსესუარები

მაია მირზიაშვილი(Maia MirziaSvili)

სოფი ეცადაშვილი(Sofi Etsadashvili)მინანქრით შექმნილი სილამაზე:

Shoesofrenia(შუზოფრენია)

თამუნა ლეჟავა(Tamuna Lezhava) ბისერით გაკეთებული ულამაზესი ყელსაბამები

გამოფენაზე სეირნობას რომ მოვრჩი დავიწყე სტუმრების სამოსის თვალიერება, საინტერესოს თუ შევნიშნავდი ფოტოებს ვუღებდი. ძირითადად როგორც პირველი დღის პოსტში აღვნიშნე ლეოპარდის პრინტი ჭარბობდა, ეხლაც იგივე განმეორდა, თან მათმა რაოდენობამ იმატა.ასევე ყვავილები. რამოდენიმე საინტერესოდ ჩაცმულ ადამიანსაც მოვკარი თვალი. ერთმა ფერადი და საკმაოდ მხიარული ჩაცმულობით მიიპყრო ყურადღება ხოლო მეორე ჩაცმულობით დაიან პერნეს მაგონებდა, (დაიან პერნე(Dian Pernet)-ჟურნალისტი, ბლოგერი, ფოტოგრაფი, დიზაინერი და გამოფენების ორგანიზატორი).უამრავი ლამაზ-ლამაზი კაბა და ფეხსაცმელი, რა გასაკვირია და ძირითადად Pump-ები იყო.

დარბაზში შევედი, ჩვენება დაგვინებით დაიწყო, მესამე დღე “Tamanini“-მ გახსნა, ძალიან ფერადი და საყვარელი კოლექციით, იყო როგორც კაბები სხვადასხვა სიგრძის, ასევე შარვლები და jumpsuit კოჭის ზემოთ სიგრძის,კლეჩატი პიჯაკები.სამოსი ფისოებიანი, თევზებიანი და ნახატი ღამის ქალაქის პრინტებით…ნახატი შავი ფისოები, ჩემი ფავორიტები არიან და კოლექციაც ერთ-ერთი სასურველი და საყვარელი გახდა ჩემთვის. ასევე ფერების შეხაება ისეთი ლამაზი იყო, შემოდგომის წვიმიანი ამინდები თუ განწყობას გიფუჭებთ, აუცილებლად მოგიყვანთ ხასიათზე.მწვანე, ყვითელი, აგურისფერი, “ელეკტრიკი”სტაფილოსფერი.ფეხსაცმელი ძირითადად დაბალ ძირზე.

ჩვენების მერე მეტი რა საქმეა თუ სხვები არ ათვალიერე,განვაგრძე ჩემი საქმიანობა და უცებ თაა მორჩილაძე დავინახე,ვინც კითხულობს taa.ge-ს კარგად ეცოდინება იგი ვინცაა, იგი თბილისში საკმაოდ ცნობილი ბლოგერია, მეც მისი აქტიური მკითხველი ვარ.მისვლა მომერიდა და მოგვიანებით კომენტარად დავუპოსტე, რაზეც დიდი საყვედური მივიღე რომ არ გავეცანი.სამაგიეროდ ფოტოები გადავუღე.

მეორე ჩვენება ტენტში გაიმართა, სადაც წინასწარ 3D სათვალე დაგვირიგეს, თამუნა ბოჩიკაშვილის კოლექცია გეომეტრიული ფიგურებით,ასიმეტრიული და “ბასრი” კუთხეებით გამოირჩეოდა, თავი ფილმები რომაა მომავალზე, რაღაცნაირი სხვანაირი სამოსით იქ მეგონა, სამოსი ერთმანეთისაგან არ გამოირჩეოდა, ფორმები იყო ოდნავ შეცვლილი, თუმცა მისი ერთფეროვნება მაშინვე გავიწყდებოდა, როგორც კი სათვალეს გაიკეთებდი,ფიგურები რაც ზედ ჰქონდა დატანილი სამგანზომილებიანი ხდებოდა,საოცრად ლამაზი სანახაობა იყო.სამწუხაროდ iPod-ი უკვე დამჯდარი მქონდა, ვიდეოც რომ გადამეღო.:(

თუ წინა ჩვენებამ მომავალში მაფრინა, მანანა ანთელიძემ ყველა მე-20-ე საუკუნის 20-იან წლწბში დაგვაბრუნა,მოგზაურობა საკმაოდ ლამაზი იყო,რამოდენიმე კაბის ფერი მომეწონა, მსუბუქი აბრეშუმის და ქაშმირის ნაჭრებით.ვერ ვიტყვი გადავირიე და ჭკუიდან გადავიწიე მეთქი, მაგრამ ორ ლამაზ კოქტეილის კაბას ჩავიცვამდი სიამოვნებით.

მეოთხე ჩვენებაზე კი, არ შევსულვარ, შემიტანეს, ჩვეული ქართული უკულტურობით, ლამაზად გამოპრანჭულ-გამოკვანწული ხალხი არავის და არაფერს ერიდებოდა, არც სტუმრებს და არც აქაურებს, თითქოს ვინმე გარეთ დატოვებდა,საცოდავი დაცვა ვერ უმკლავდებოდა მოწოლილ ბრბოს.როგორც კი შევაღწიე ფოტოგრაფებისაკენ გავემართე და ამოვისუნთქე.ამჯერად გიორგი შაღაშვილის ჩვენებას ველოდით.გიორგი ყოველთვის გამოირჩევა კონცეპტუალიზმით და ეხლაც არ გაკლებია არაფერი კოლექციას.მხოლოდ ფერების მხრივ გიორგი ხშირად წუწურაქობს და მხოლოდ შავს და თეთრს იყენებს, ამ შემთხვევაშიც ასე იყო. როგორც გიორგი საუბრობს საკუთარ კოლექციაზე:” ესაა ძლიერი დამოუკიდებელი,ინტელექტუალური და თვითრეალიზებული ქალი, რომელიც მხოლოდ ყოფითი პრობლემებით არ შემოიფარგლება და რომელსაც არ სჭირდება თვითდამკვიდრება და ბრძოლა, რადგან ის ყოველთვის გამარჯვებულია.მას აქვს თავისი ადგილი საზოგადოებაში,რადგან მის აზრს და ნამოქმედარს მნიშვნელობას ანიჭებენ და ითვალისწინებენ.ეს ქალი ფიქრობს თუ როგორ შეცვალოს სამყარო კარგისაკენ, ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გარეშე, რადგან ის თავადაა ძალა, სათნოება, სილამაზე, სიკეთე და გონი”(ციტატა,TFW პრეს რელიზიდან)კოლექციის ჩვენება, ფეხმძიმე თაკო ჩხეიძემ დაასრულა,გრძელი შავი კაბით, რასაც ეწერა”you have everything, but not yourself”რამაც ეს ყველაფერი ნამდვილ შოუდ გადააქცია, თაკო ნამდვილად ლამაზი ფეხმძიმეა და ამას დამალვა რად უნდა 🙂

ამ ყველაფრის შემდეგ მე და ჩემმა Fefeმ დავტოვეთ შერატონი, გარეთ უკვე გველოდებოდა მანქანა ;)და ისეთი მშიერი ვიყავი, Fefeმ 6-ის მერე არ ვჭამო თემომაც უარი მითხრა კომპანიონობაზე, სამაგიეროდ არავინ შემეცილა M’cdonalds-ის საკვებში 🙂

(ნუ გამინაწყენდებით ფოტოების არქონაზე, უბრალოდ მინდა”კაი-კაი” ფოტოები ავარჩიო და ცოტა შევალამაზო, ძალიან ბევრი მაქვს და ერთდროულად ავტვირთა)

ახლა კი პოსტის დასაწყისში რომ გემრიელ ლუკმად მოვიტოვე:

ეს ფეხსაცმელი შემთხვევით არ ამიტვირთავს…იფიქრებთ, კი გასაგებია ეს ფეხსაცმელი რომ მოგწონს და ძალიან გინდა, გასაგებია რომ Christian Louboutin-ი შენი საყვარელი ფეხსაცმლის დიზაინერია,მაგრამ უკვე მოგვბეზრდა მასზე წუწუნი…არა, არ ვწუწუნებ, უბრალოდ მინდა ჩემი სიხარული გავუზიარო ყველას, ჯერ ბოლომდე ვერ აღვიქვავ, ასეა, როდესაც რაიმეზე ძალიან ოცნებობ იგი აუცილებლად სრულდება, მე კი ეს ოქროსფერი ოცნება, ოქროს დაბადების დღისათვის ამისრულდება…დიახ,საოცნებო წითელლანჩიანი, ოქროსფერი ფეხსაცმელი წარწერით” Louboutin”, “Paris ” დამამშვენებს, ისე ველი ფიქრისას სუნქვა მეკვრის…გელი,ჩემო Lou 🙂

Happy Birthday Ice Cream

3 Apr

ვინც დღეს Google.com-ზე შევიდა, აუცილებლად ნახავდა პირველ გვერდზე გემრიელად დახატულ ნაყინს…უგემრიელეს ნაყინს…ბმულზე გაყოლისას აღმოვაჩინე, რომ დღეს Sundae ნაყინის დღეობა ყოფილა…

ზუსტად ამ დღეს, ანუ 3 აპრილს 1892 წელს, კვირა დღეს გამოიგონეს ეს ნაყინი…ჩვეულებისამებრ სანაყინეში მასზე სიროფი ასხია და დაბოლოებულია: ათქვეფილი კრემით, კენკრით,თხილით და ათასი სიგემრიელით 😀

რაც შეეხება საერთოდ ნაყინს, და ჩვენთან არსებულ სიტუაციას ჩემი საყვარელი ნაყინი “Luca Polare”-ში აღმოვაჩინე -ნუშის, თუმცა სხვადასხვა დაწესებულებაში ჩემი საყვარელი ნაყინი მაქვს. Mcdonald’s-კარამელი, Entree- ალუბლის, კიდევ ახალი სანაყინე აღმოვაჩინე რომლის ნაყინიც სამწუხაროდ ჯერ არ გამისინჯავს, როგორც ვიცი ესპანური სანაყინეა…მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ და ახლო მომავალში დავლაშქრავ 😀

მე კი ჩემის მხრივ ნაყინის დაბადების დღე “Segafredo”-ში აღვნიშნე, კარამელის ნაყინით, რომელსაც უგერიელესი ნუში ამშვენებდა… 🙂

20110403-100828.jpg