Tag Archives: neon green

Back to 80s Punk

20 Jun

80იანი წლების პერიოდი, მიიჩნევა დროდ რომელიც მოდას დაავიწყდა.თუმცა, მისი სტილი მაინც იჩენს ხოლმე დროდადრო თავს მოდურ სამყაროში.მისთვის დამახსასიათებელი ელასტიკი(leggings), აფუებული თმა, გახეხილი ჯინსი, მკვეთრი მაკიაჟი, ნეონის ფერები!!!

ზუსტად ამ უკანასკნელმა მომხიბლა ამ ბოლო პერიოდში,დღეს წარმოდგენილ Fefe-Robe-ში  შედარებით მსუბუქი ვარიანტი გამომივიდა, ამას შეიძლება მკვეთრი ვარდისფერი ქამრის ჩანთა დაემატოს და კიდევ  უფრო მიუახლოვდება ზემოთ ნახსენებ 80იანებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ფეხსაცმელს შევცვლიდი ჩემს ჩაცმუობაში.

ასევე, ამ ჩაცმულობაზე, ჩემი აზრით ძალიან ზუსტი იქნება ნეონის ვარდისფერი ფეხსაცმელი(ზემოთ წარმოდგენილი), რომელიც დაახლოებით 2კვირაში უნდა ვიხილო და მასთანაც აუცილებლად ვიექსპერიმენტებ, ეხლა  რაც გამომივიდა იხილეთ დაბლა 🙂

Photo: Inga & Tamari (friends) and Nikon

Style, Clothes: Irinka(fefinio) and My Wardrobe









ეს კი 80იანი წლების სტილის სხვადასხვა შესრულება:

Advertisements

Neon Colours

3 Jun

გაზაფხული-ზაფხულმა შეცვალა და კიდევ უფრო გამიმძაფრდა შეგრძნება, გარშემო და ჩემს თავზე, უფრო ნათელი და კაშკაშა ფერები ვიხილო…ნათელი და კაშკაშა?! ეს კიდევ მსუბუქად ნათქვამია იმასთან შედარებით,რასაც ნეონური ფერები მოიცავენ!!!

შეყვარებული ვარ ამ ფერებზე!! იმდენად მომწონს, რომ ნეონურ მანიაკად ვიქეცი.ნეონური(neon) მწვანე, მკვახე(acid) ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი…უმაგრესია!!!თვალს იტაცებს და იპყრობს.

Christian Louboutin-საც არ დავიწყებია ახალ კოლექციაში ამ ფერის შეტანა,მხოლოდ მან შემოდგომა-ზამთრის სეზონზეც გაახანგრძლივა მათი აქტუალურობა:

თუ გინდათ რომ ქუჩაში ან წვეულებაზე ყველას დაანახოთ თქვენი სამოსი ან საკუთარი თავი, ეს ისაა რასაც თქვენ ეძებდით!!!ჩანთები, ფეხსაცმელი, მაისურები, კაბები, ქამრები და ათასი რამ…

შეგიძლიათ შეუფეროთ სადას, ხაკის(khaki),ხორცისფერს (nude) სამოსს ან ჭრელ სამოსში გამოიყენოთ.

თუ ფიქრობთ, რომ მწვანე და ყვითელი სახეზე ცუდად აირეკლება და გამწვანებთ, მაშინ სცადეთ ვარდისფერი და ნარინჯისფერი ან თუნდაც იისფერი.

ასევე შეგიძლიათ თქვენს ძირიძად სამოსში გამოიყენოთ მცირე აქცენტები, ქამრის , ჩანთის, ყელსაბამის, თუნდაც პრინტის სახით.

მე კი ერთი cache-cache-ს მაისური მაქვს ნეონური-ყვითელი და ასევე ნეონური ყვითელი პრინტით კიდევ ორი, ერთი ყვითელი ფეხსაცმელიც…მაგრამ არ მაკმაყოფილებს და ჩემს უკიდეგანო wishlist-ს ფსფორისფერ ჩანთას, ქამარს და ფეხსაცმელს ვამატებ, დიდი ხანია ფრჩხილის ლაქის შეკვრაც მაქვს, იმედია, ზაფხულის გასვლამდე, რეალობად იქცევა 🙂

შესაძლებლობა უამრავია, მთავარია ზაფხულით ისიამოვნოთ და თქვენი მხიარული ფერებით გარშემომყოფები!!

Neon…

3 Jun
Neon...

Neon… by fefinio featuring cargo tops

Michael Stars cargo top
65 EUR – stylebop.com

IRO skinny pants
$931 – my-wardrobe.com